Cross-Clouds-960x350

ხსნა(ღვთის გეგმა) – ლუკას სახარება და მოციქულთა საქმეები

    სხვა მახარებელთა და ამ საკითხში ახალი აღთქმის დანარჩენ ავტორთა მსგავსად ლუკაც ცდილობს გადმოსცეს დიადი ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა ადამიანებს მოუტანა გადარჩენა, რომელსაც ისინი არ იმსახურებდნენ. თუმცა მას ამ თემისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს. ის ერთადერთია, რომელმაც დაწერა როგორც სახარება, ისე საქმეთა წიგნი, ამიტომ არც ერთის უგულებელყოფა არ შეიძლება.     სახარება

იხილეთ სრულად

Doctrine-01

დოქტრინა ღმერთზე – ლუკას სახარება და საქმე მოციქულთა

    ზოგადად მიღებულია, რომ ლუკას სახარება და მოციქულთა საქმეები ერთი და იგივე ავტორის კალამს ეკუთვნის. ეს მას მნიშვნელოვან ფიგურად ხდის ახალი აღთქმის შესწავლისას, რადგან ხსენებული ორი ნაწარმოები ერთად მის მეოთხედ ნაწილს შეადგენს. სხვებზე დიდია ამ ავტორის წვლილი და რომ არაფერი ვთქვათ ღვთივსულიერების ფაქტზე, მისი სრული ნაშრომი ჩვენგან სერიოზული ყურადღების

იხილეთ სრულად

cross12

ნამდვილია თუ არა ქრისტიანული განცდა?

ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც სკეპტიციზმია გაბატონებული. როგორც ვნახეთ, თანამედროვე საერო აზროვნება არადოქტრინალურია ნატურალიზმის სახარების მიმართ. საერო ადამიანისთვის ჭეშმარიტად მხოლოდ ის არსებობს, რისი გაზომვა და შემოწმებაც ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. არაფერი არსებობს ისეთი, რომელსაც აზრობრივი, დაკვირვებადი ახსნა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე,  უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ რედუქციონიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ: ადამიანი შეიკვეცა გაზომვად

იხილეთ სრულად

suffering

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვის არსებობას?

დღესდღეობით აპოლოგეტიკაში არ არსებობს იმაზე უფრო კრიტიკული შეკითხვა, რომელიც ჩვენს სათაურშია დასმული. როგორ შეუძლია ქრისტიანს მიდგომა სამყაროში არსებული ბოროტებისადმი, რომელიც იწვევს ტანჯვას, განადგურებას,  და სიკვდილს? როგორ უნდა ავუხსნათ ეს იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან კეთილ, ბრძენსა და ყოვლადძლიერ ღმერთს? არსებობს თუ არა დამაკმაყოფილებელი ახსნა? მეოცე საუკუნე მთელ ქვეყნიერებაზე უამრავი ადამიანის ინტენსიური

იხილეთ სრულად

Yahweh-name

ღმერთის სახელები

ბიბლიის ეპოქაში და მისი კულტურის პირობებში სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ ებრაულ სახელს თავისი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ბავშვის ცხოვრებაში ის დიდ როლს ასრულებდა. ამიტომ ებრაელები ფიქრობდნენ, რომ სანამ ადამიანს კარგად გაიცნობდნენ, უნდა სცოდნოდათ მისი სახელი. მიუხედავად იმისა, რომ სახელებს შეეძლოთ გამოეხატათ კონკრეტული ხასიათის შტრიხები, ისინი მაინც ვერ იძლეოდნენ ადამიანის

იხილეთ სრულად

gia

სააღდგომო მილოცვა

ძვირფასებო ნება მომეცით მოგილოცოთ  ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომა. ეს დიდებული დღესასწაული  ერთი მხრივ დამახასიათებელია ქრისტიანული რელიგიისათვის, სხვამხრივ კი განკუთვნილია ყველასათვის განურჩევლად ეროვნების, რასის, სქესისა თუ რელიგიური კუთვნილების. მაცხოვრის აღდგომა არათუ  უპირატესობაა ქრისტიანული რელიგიისა, არამედ ეს ასევე ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის მოწმობაა. რადგანაც ღმერთმა მხოლოდ თავის წარმოგზავნილზე დაამოწმა მკვდრეთით აღდგომით, რადგანაც

იხილეთ სრულად

olg

სააღდგომო მილოცვა

ყველა ღრმადმორწმუნე ქრისტიანისთვის ვნების კვირა არ არის მხოლოდ რელიგიური წესებით გადატვირთული დღეები.  ეს არის ღრმა სულიერი განცდებით აღსავსე კვირა. ეს დღეები ეძღვნება ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას. მისი იერუსალიმში საზეიმოდ შესვლის შემდეგ, ჯვარცმამდე ვიხსენებთ მის უკანასკნელ საუბრებს, როგორიცაა:  უნაყოფო ლეღვის გახმობა – უნაყოფო ლეღვის ხე ყველა იმ ქრისტიანის სულის

იხილეთ სრულად

empty_tomb23456

აღდგა თუ არა მკვდრეთით იესო ქრისტე?

    თქვენ უბრალოდ თვალის გადავლება გჭირდებათ ახალი აღთქმის პირველი ოთხი წერილისთვის, რათა დიდებული ფაქტი აღმოაჩინოთ.  აშკარაა, რომ სახარების მწერლებმა დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იესოს სიკვდილთან დაკავშირებული ფაქტები. მოციქული პავლეც ხაზგასმით აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობას. მან დაწერა: “ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი,

იხილეთ სრულად

ekl3

ეკლესიის ისტორია – ნაწილი III

მეორე კრება     381 წელს მეორე მსოფლიო კრება ჩატარდა. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რწმენის სიმბოლო, რომელიც ნიკეაში იქნა მიღებული.  აქვე განიხილებოდა მაკედონიანელობა. მოძრაობა, რმელმაც თავისი სახელწოდება მიიღო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მაკედონიოსის (352–362წწ)  სახელიდან.  ის სულიწმიდას მიაკუთვნებდა ყოველივე იმას, რასაც არიანელები მიაწერდნენ იესოს. ხანდახან ამ მიმდინარეობის მიმდევრებს უწოდებდნენ „პნევმატომახებს“–სულიწმიდის მოწინააღმდეგენი

იხილეთ სრულად

ekl2

ეკლესიის ისტორია – ნაწილი II

ეკლესიაში მომხდარი ცვლილებები მეორე საუკუნე     მეორე საუკუნეში ეკლესიამ გადაიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები,  რომლებიც გამოწვეული იყო ორი ძირითადი მიზეზით: ერთის მხრივ,  ეკლესია იმყოფებოდა რომის ხელისუფლების რეპრესიული პოლოტიკის მუდმივი წნეხის ქვეშ–გარეგანი დარტყმები,  მეორეს მხრივ,  თავად ეკლესიის შიგნით არ იყო  ერთსულოვნება და უფრო მეტიც,  მუდმივად იგრძნობოდა ზეწოლა სხვადასხვა ერეტიკული სწავლების მხრიდან–შინაგანი დარტყმები.

იხილეთ სრულად