ნამდვილია თუ არა ქრისტიანული განცდა? | ქრისტიანი.ge

ნამდვილია თუ არა ქრისტიანული განცდა?

ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც სკეპტიციზმია გაბატონებული. როგორც ვნახეთ, თანამედროვე საერო აზროვნება არადოქტრინალურია ნატურალიზმის სახარების მიმართ. საერო ადამიანისთვის ჭეშმარიტად მხოლოდ ის არსებობს, რისი გაზომვა და შემოწმებაც ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. არაფერი არსებობს ისეთი, რომელსაც აზრობრივი, დაკვირვებადი ახსნა არ გააჩნია.

აქედან გამომდინარე,  უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ რედუქციონიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ: ადამიანი შეიკვეცა გაზომვად განზომილებამდე. ფსიქოლოგიის სტანდარტული სკოლების უმეტესობა , რომლებიც ადამიანის ქცევების ახსნას ცდილობენ, ნატურალიზმზე არიან დაფუძნებულნი. ერთის მხრივ, ადამიანური პიროვნების თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევების დროს მრავალი ღირებული რამ გამოჩნდა. მაგრამ სიძნელეები სწორედ  იმ ნაწილში იჩენს თავს, სადაც ნატურალისტური ფსიქოლოგია რელიგიური განცდების გამოკვლევებს იწყებს.

როცა მეცნიერები ნატურალისტურ საფუძვლებზე ცდილობენ რელიგიური ფენომენის ახსნას, ისინი რედუქციონიზმის განსაკუთრებულად სერიოზულ ფორმაში არიან დამნაშავეები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, რომელიც ქრისტიანს ხვდება, დღესდღეობით სწორედ ამ ფრონტზეა. როგორც ამ უკანასკნელ გაკვეთილში ვნახავთ, დღეს არცერთი საკითხი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ქრისტიანული განცდის სინამდვილე. 


წინააღმდეგობები ქრისტიანული განცდის სინამდვილის მიმართ

ამ თემის სათაური შემდეგნაირად უნდა ჩამოვაყალიბოთ: “ქრისტიანული განცდა მხოლოდ პიროვნული და სუბიექტურია თუ მას ობიექტური, გარეგნული სინამდვილეც აქვს?" ეს მთავარი თემაა. თუ ქრისტიანული რწმენის “ახსნა" ნატურალისტური ფსიქოლოგიით არის შესაძლებელი, მაშინ მართლაც, ჩვენი რწმენა ამაო ყოფილა ჩვენ დიდი მითით მოტყუებულები გამოვდივართ. მეორე მხრივ, თუ იმის ჩვენება შესაძლებელია, რომ რეალობა არსებობს ქრისტიანულ განცდაში, რომლის მოპოვება ნატურალისტს არ შეუძლია, მაშინ ქრისტიანული უწყება ძალიან მნიშვნელოვანი და დაუძლეველია. 
შესწავლა დავიწყოთ ზოგიერთი მთავარი არგუმენტით, რომელთაც ნატურალისტები აყალიბებენ, რათა უარყონ ქრისტიანული განცდის რეალობა. ეს არგუმენტები ქრისტიანულ განცდას ახასიათებენ, როგორც
1. ფსიქოლოგიური მანიპულაცია.
2. საზიანო ცდომილება
3. პირობითი რეფლექსი
4. ავტომატური შთაგონება და ფანტაზია


ფსიქოლოგიური მანიპულაცია 

ტვინის გამორეცხვა არის ტერმინი, რომელიც ჩვენი ლექსიკის ნაწილი კორეის ომის შემდეგ გახდა. თანამედროვე ომების წარმოების საშიშროება იმაშია, რომ გამოყენება ხდება სისტემატური პროპაგანდის ცბიერი საშუალებებისა,  რათა მოხდეს ცალკეული ადამიანების ან ჯგუფების გათვითცნობიერება. სხვა სიტყვებით, ადამიანთა ერთი ჯგუფი გამუდმებით ავრცელებს იდეას, ინფორმაციას ან ჭორებს, რათა სამომავლოდ განავითაროს საკუთარი მდგომარეობა, ან ზიანი მოუტანოს საპირისპირო მდგომარეობას. ეს არის მომზადებული გეგმა, რათა რათა ხალხის მანიპულაცია მოხდეს მათი ნების საპირისპიროდ. სხვა მაგალითი არის თანამედროვე რეკლამა, მომელთა უმრავლესობა დაგეგმილია, რათა იერიში მიიტანოს ადამიანთა გონებაზე და ემოციებზე, ისე, რომ ისინი თანდათანობით დარწმუნდებიან, რომ აკეთონ სასურველი საქმე. ამის მსგავსად, ქრისტიანობის სკეპტიკოსები მიუთითებენ ზოგიერთ პოპულარულ ევანგელისტზე და მათ ადანაშაულებენ ადამიანთა გონებასა და ემოციებზე მანიპულირებაში.

პოლ ლითლი ეთანხმება, რომ ზოგიერთი ევანგელისტი მართლა მიმართავს ისტორიების მოყოლას, რათა ადამიანებში ემოციები აღძრან, რათა მათ გადაწყვიტონ იესოს მიღება. ასეთ გადაწყვეტილებებს ის უკავშირებს მთესველის იგავის მაგალითს (მათეს 13). ზოგიერთი მარცვალი “კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა" (მმ.5-6). ლითლი ამ მაგალითს ხედავს, როგორც იესოს გაფრთხილებას ემოციებზე მოქმედების წინააღმდეგ. 

ლითლი აგრეთვე მიგვანიშნებს იმ ილუსტრაციაზე, სადაც ნება შედარებულია იმ ეტლთან, რომელსაც ორი ცხენი ეწევა: ინტელექტი და ემოცია. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უფრო ადვილად ერთმა მიიზიდოს, ვიდრე მეორემ. მაგრამ ყოველ შედეგში ჩართული უნდა იყოს ნება .

მთელი გულწრფელობით უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა უგუნური გულმოდგინებით ეცადა ქრისტესთან ადამიანების მისაყვანად. თუ ადამიანი მისდევს  პირობას, რომ “მიზანი ამართლებს საშუალებებს", მას შთამბეჭდავი სტატისტიკის წარმოდგენა შეუძლია იმ ადამიანებისა, რომლებიც მის მიმართვას გამოეხმაურნენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ რწმენაზე მოქცეულმა ადამიანებმა უფრო მეტ ხანს გაძლონ, ვიდრე იმ მარცვალმა, რომელიც კლდეზე დავარდა.

თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ პავლე აღიარებდა “ადამიანთა შთაგონების" საჭიროებას (2 კორინთელთა 5:11). გიგანტური ბრძოლა მიმდინარეობს ადამიანთა გონების დასაპყრობად. ამ არენაზე ქრისტიან დამმოწმებელს ყველანაირი უფლება გააჩნია იმისა, რომ ჯანსაღი არგუმენტები გამოიყენოს ქრისტიანული სიტყვისთვის. ქრისტიანს მართლაც უნდა ჰქონდეს საჭირო მიზეზები და კარგი ტაქტიკა “ადამიანთა დარწმუნებისთვის", რაც მანიპულირებად არ უნდა მივიჩნიოთ. როცა ვიცით იმას, რომ მრავალი თესლი ხვდება კარგ ნიადაგზე და მრავალი ნაყოფიც მოაქვს, ვხვდებით, რომ მტკიცებულების ტვირთი იმათზეა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველანაირი ქრისტიანული განცდა ისეთი ბუნებრივი მექანიზმის შედეგია, როგორიცაა ტვინის გამორეცხვა.


საზიანო ცდომილება

ცდომილება არის ის, რაც ჩვეული და ბუნებრივი სახეობიდან გადახვევაა. პოლ ლითლი ციტატად მოიშველიებს სადოქტორო კანდიდატის შემთხვევას, რომელსაც ხარისხის მინიჭებაზე უარი უთხრეს, რომ ის “გიჟი" იყო, რადგან ღმერთი სწამდა. მართლაც, მრავალი ადამიანი დამნაშავედ გამოცხადდა იმის გამო, რომ სამყარო მთლიანად გარშემორტყმულია დამტკიცებადი ბუნებრივი კანონებით. ნებისმიერი იმ ფენომენისადმი რწმენა, რომელიც ამ ყველაფრის საზღვრებს სცილდება, ნატურალისტების მიერ სიგიჟედ არის მიჩნეული. ზოგიერთი ათეისტი ღიად ასწავლიდა, რომ "რელიგია ხალხის ოპიუმია" (გამოთქმა ეკუთვნის კარლ მარქსს). არსებობს უამრავი ისტორია ქრისტიანებისა, რომელთაც ავიწროვებდნენ და დევნიდნენ იმის გამო, რომ ისინი იესო ქრისტესთან განიცდიდნენ პირად ურთიერთობას.

პოლ ლითლი მნიშვნელოვან საკითხს აღნიშნავს. ის მიგვანიშნებს, რომ ადამიანები, რომლებიც მართლაც არეულები არიან, (გონებრივად შეშლილები) თავიანთი ცხოვრების სხვა სფეროებშიც განიცდიან ცდომილებას, და არა მხოლოდ რელიგიის სფეროში. მეტიც, ის აღნიშნავს, რომ “ზოგიერთ გონებრივ ნაკლოვანებას სულიერი ფესვები გააჩნია. ყველა ამ ადამიანს სწორი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან, იესო ქრისტეს მეშვეობით ისინი შვებასა და თავისუფლებას პოულობენ (გვ.156).  
 

პირობითი რეფლექსი

ივან პეტრეს ძე პავლოვი (1849-1936) იყო რუსი ფსიქოლოგი, რომელიც ტვინის ფუნქციებს სწავლობდა. მან აღმოაჩინა, რომ გამეორებადი ასოციაციის მეშვეობით ხელოვნური სტიმული შეიძლება ბუნებრივმა სტიმულმა შეცვალოს, რათა ფსიქოლოგიური რეაქცია გამოიწვიოს. ძაღლებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მან ზარის ხელოვნური გამღიზიანებელი ჩაუნაცვლა საჭმლის ბუნებრივ სტიმულს, რათა ძაღლში ნერწყვის გამოყოფა გამოეწვია.

რა კავშირია პავლოვის ექსპერიმენტებსა და იმათ შორის, ვინც ქრისტიანული განცდის სინამდვილეს ეწინააღმდეგება?  დასკვნა ისაა, რომ პირობითობას შეუძლია გამოიწვიოს სასურველი შედეგები. სწორედ ამის საფუძველზე ცდილობენ ახსნან ყველა პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური აზრის დამორჩილება. ადამიანი დანახულია, როგორც მხოლოდ პირობითი რეფლექსების მქონე არსება. ეს არის დეტერმინისტული შეხედულება ადამიანის შესახებ, რომელიც არ თვლის მას, როგორც თავისი საქციელის გამო მორალურად პასუხისმგებელს.

პოლ ლითლს მოჰყავს ოთხი არგუმენტი  პირობითი რეფლექსის თეორიის საწინააღმდეგოდ (გვ.158-159).
1.  ადამიანის შედარება შეუძლებელია ცხოველთან, როგორც ამას პავლოვი აკეთებს, რადგან ადამიანს აქვს გონება და თვითანალიზის, თვითგანხილვისა და თვითკრიტიკის ძალა.
2.  პირობითი რეფლექსები არ არის გათვალისწინებული ისეთ დიდ ქმედებებში, როგორიცაა გმირობა და თავგანწირვა.
3.  პირობითი რეფლექსის თეორია სწორი რომ ყოფილიყო, მაშინ ადამიანს იმის მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ სახარებას ერთნაირად გამოეხმაურებოდა ყველა ის ადამიანი, რომელთა ოჯახური პირობები ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წმინდანები და ბოროტმოქმედები ერთი და იგივე სახლში იზრდებოდნენ.
4.  ადამიანები, რომლებიც ქრისტესთან მოდიან მრავალი სხვადასხვა რელიგიური საფუძვლებით, ან არანაირი საფუძვლებით, ერთნაირად მოწმობენ მათი განცდების რეალობას მათი შეცვლილი ცხოვრებით და ქრისტესადმი პირადი მიძღვნით. ლითლი გულისხმობს იმას, რომ გონებრივ მდგომარეობაზე უფრო მეტია საჭირო იმის ასახსნელად, თუ რა დრამატული ცვლილებები ხდება ქრისტიანთა ფასეულობებსა და ქცევებში. 

ავტომატური შთაგონება და ფანტაზია

ავტომატური შთაგონება არის თვითჰიპნოზი ანუ თვითშთაგონებული ილუზია, რომელსაც რეალობაში საფუძველი არა აქვს. ეს არის სუბიექტური განცდა გარეგნული სინამდვილის გარეშე. ქრისტიანობის კრიტიკოსები კამათობენ იმაზე, რომ ქრისტიანული განცდა ასეთი თვითშთაგონებული ილუზიის კიდევ ერთი სახეობაა.

პოლ ლითლი ამ არგუმენტს იმ მითითებით მიმართავს, რომ ჩვენ, რომლებიც ქრისტიანები ვართ, უნდა გვქონდეს უფრო მეტი რამ, ვიდრე უბრალოდ სულიერი გამოცდილება, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი დაჯერებულობა. თუკი არ გვექნება ობიექტური კრიტერიუმი, რომლითაც განვსჯით ჩვენი განცდის ღირებულებას, შეიძლება მართლა ილუზიის მსხვერპლნი გავხდეთ. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ რელიგიური განცდა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ჩვენ თან უნდა გვქონდეს ობიექტური ფორმაც. პოლ ლითლი სვამს ორ შეკითხვას, რათა შეამოწმოს სუბიექტური განცდის სინამდვილე.

1. კიდევ ვის ჰქონდა ასეთივე განცდა? დამოწმების ფასეულობა უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვთან ერთად, ვინც ადასტურებს რომ მსგავსი რამ მასაც განუცდია.

2.  რომელ გარეთ არსებულ  ობიექტური რეალობასთან არის დაკავშირებული ადამიანის შინაგანი სუბიექტური განცდა? ქრისტიანობაში ჩვენი რწმენა დაკავშირებულია ქრისტეს აღდგომის ისტორიულ რეალობასთან.

იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს აუცილებელი კავშირი გონებასა და სხეულს შორის, მოდით ვაღიაროთ, რომ გაცილებით უფრო მეტი რამ არსებობს, ვიდრე უბრალოდ გონებრივი დამოკიდებულება ქრისტიანული განცდის დრამატული შედეგების ასახსნელად. თუმცა, ქრისტიანულ განცდაში მართლა შედის მთლიანი ცვლილება (რომაელთა 12:2). მაგრამ დამოკიდებულების ცვლილება ურთიერთობის რეალობიდან მოდის.

ახლა პრაქტიკულ მომენტზე გადავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების სუბიექტური განცდა შეიძლება შეზღუდული იყოს თავისი გამოხატვით – რადგან ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დასცინონ მათ ზებუნებრივ გამოცხადებებს – ამის მიუხედავად მაინც არის მიმზიდველობა პიროვნულ დამოწმებებში. ის ფაქტი, რომ ძნელია კამათი ვინმეს პირადი განცდების შესახებ, დამოწმებებს მნიშვნელოვანს ხდის. დააკვირდით იოანეს 9 თავში იმ კაცის დამოწმებას, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო. 

კიდევ ერთი სახელი, რითაც ნატურალისტები ქრისტიანულ რწმენას აკრიტიკებებ, არის ფანტაზია, რომელიც მთლიანად სუბიექტურია და არა აქვს არანაირი ობიექტური სინამდვილე. ტერმინებს, როგორიცაა მითი და ლეგენდა , ის ადამიანები იყენებენ ქრისტიანული რწმენის მიმართ, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებენ იმ საფუძვლებს, რომელზეც ქრისტიანობაა დამყარებული. მაგრამ როგორც პოლ ლითლი მიგვანიშნებს, ქრისტიანები, მხოლოდ ნახევარს ისტორიას ამბობენ, როცა მღერიან: “ის ცხოვრობს ჩემს გულში". მაშინ, როცა სუბიექტური განცდა ნამდვილია, მისი მეორე ნაწილი იმ ისტორიულ ფაქტში დევს, რომ იესო ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ლითლი ამტკიცებს, რომ თუკი გვსურს ქრისტიანული რწმენის მთელი ისტორიის გამოკვლევა, მასსი უნდა შევიტანოთ ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებული ნამდვილი ფაქტები,  როგორც ჩვენი კვლევის ნაწილი. მეტიც, ის ხედავს სუბიექტური რწმენის, როგორც ქრისტიანობის ობიექტური რეალობის დრამატულ შედეგებს. ეს არის ცხოვრების  ის ნამდვილი ცვლილება, რომელიც გახსნილია კვლევებისათვის, როგორც ამას მოგვიანებით ვნახავთ ამ გაკვეთილში. 

შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქრისტიანული განცდების ყველა ეს კრიტიკა არის ბუნებრივი ადამიანის მცდელობა, რომ ახსნას სულიერი საკითხები, რომლებიც მისთვის გაუგებარია, როგორც ეს პავლემ თქვა 1 კორინთელთა 2:1-16-ში. ქრისტიანის საუკეთესო პასუხი არის დღითიდღე იმის ჩვენება, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა ღმერთის ზებუნებრივი ძალით.
 
არგუმენტები ქრისტიანული განცდის სინამდვილის დასამტკიცებლად

ახლა გვინდა ვნახოთ ოთხი დადებითი მიზეზი ქრისტიანული განცდის დასაჯერებლად:
1. ადამიანის აგებულება მიგვითითებს ამაზე
2. განცდა აღავსებს ადამიანის უმთავრეს  საჭიროებებს
3. შედეგობრივი შუამავალი არის იესო ქრისტე
4. ორმოცდაათიანელური განახლება ადასტურებს ამას.

 

ადამიანის აგებულება

ადამიანის ებრაული სახელწოდება შეიძლება კარგად გამოვხატოთ სიტყვით მთლიანობა . დაბადების 2:7 გვეუბნება, რომ ღმერთმა შთაბერა სიცოცხლე (სული) ადამიანს, რომელიც მიწის მტვრისგან გამოსახა (ფიზიკური სხეული), და ადამიანი გახდა “ცოცხალი არსება" (სხეული და სული).

ამ მუხლში ძალიან ახლოა ურთიერთკავშირი სხეულსა და სულს შორის. წმინდა წერილებში გამუდმებით არის საუბარი ადამიანის მთლიანობაზე. ახალ აღთქმაში მორწმუნის სხეული აღწერილია, როგორც “სულიწმიდის ტაძარი" (1 კორინთელთა 6:19). ამ ერთიანობისა და მთლიანობის დაგვირგვინება გამოხატულია ქრისტიანულ საუბარში სხეულის აღდგომის შესახებ. სიკვდილში ადამიანი არ არის სრულყოფილი, რადგან მისი სული განცალკევებულია სხეულისგან. სულის ხორცშესხმა საჭიროა ადამიანის სრულყოფისთვის. 

ადამიანის მთლიანობასთან დაკავშირებული ამ მდიდარი ბიბლიური ჭეშმარიტების იმპლიკაცია ის არის, რომ ღმერთი დიდად არის დაინტერესებული ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტით. და პირიქით, ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია, რომ თავის ცხოვრების ყოველი ასპექტი ღმერთის ნებასთან ჰარმონიაში მოიყვანოს. ეს არის ქრისტიანული ეთიკის საფუძველი. ყველა რელიგიური სისტემა არ აკეთებს ასეთ ახლო კავშირს თაყვანისცემასა და ქცევებს შორის; მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რასაც მოითხოვს ბიბლიური შეხედულება ადამიანის შესახებ.

ვინაიდან ღმერთი დაინტერესებულია ადამიანური განცდის მთლიანობით, ამიტომ ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა უნდა მოიცავდეს ადამიანის ყოველ ასპექტს. სურათი 13.1 ამას წარმოგვიდგენს:

ქრისტიანული განცდის მთლიანობა
 თავი:   გონება კონცენრტირებული ჭეშმარიტებაზე
 ხელი:   ქცევა მართული ჭეშმარიტებით
 გული:  განცდა დადასტურებული ჭეშმარიტებით. 

ადამიანის გონება კონცენტრირებულია ჭეშმარიტებაზე. ეს ხდება ღმერთის დაწერილი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით. მორწმუნის ქცევა ჰარმონიაში უნდა იყოს ამ ჭეშმარიტებასთან. ბიბლია წარმოგვიდგენს პრინციპებსა და მიმართულებებს, რომლებიც მორჩილი ადამიანისთვის ასწავლის, თუ როგორ უნდა იცხოვროს ისე, რომ მისი ცხოვრება ღმერთისადმი თაყვანისცემას გამოხატავდეს. მაგრამ ჭეშმარიტებისადმი მენტალური მიდგომა, თავისთავად არაადექვატურია. არც წესების ცოდნაა საკმარისი შესაფერისი ქცევების საწარმოებლად. განცდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას სიღრმე მიეცეს და სათანადო ქცევისთვის მოტივაცია მომზადდეს. პიროვნების ემოციური ასპექტი აგრეთვე მნიშვნელოვანია პიროვნების ღმერთთან მისასვლელად. ჭეშმარიტება რელიგიური განცდებისთვის საზღვრებსა და მიმართულებებს აყალიბებს. ბიბლია ისევ და ისევ ადასტურებს, რომ ჭეშმარიტი  რელიგიური განცდა კონცენტრირებულია აღმდგარ ქრისტესთან პირად ურთიერთობაზე. 


ადამიანის უმთავრესი საჭიროებები

ქრისტიანული განცდის სინამდვილის კიდევ ერთი დადებითი არგუმენტი ის არის, რომ ეს განცდა აღავსებს ადამიანის უმთავრეს საჭიროებებს. ის იძლევა ცხოვრების მიზანს, მიმართულებასა და მნიშვნელობას; ის გვაძლევს სისავსეს, სიხარულს და მშვიდობას;  ადამიანს აძლევს სწორად მოქცევის მორალურ ძალას; იძლევა განთავისუფლებას დანაშაულისა და შიშისგან, და გვაძლევს სიმარტოვეზე გამარჯვებას.

1. ქრისტიანული განცდა იძლევა ცხოვრების მიზანსა და მიმართულებას . მრავალი ახალგაზრდა დღესდღეობით გამოხატავს ზედაპირული მიზნებისა და გეგმების ილუზიებს, რომლებიც მატერიალიზმისთვის საერთოა. მათი პიროვნული გაღიზიანება და მღელვარება უფრო მატულობს იმის გაცნობიერებით, რომ სიცოცხლე უეცრად შეწყდება ეკოლოგიური ანატომიური კატასტროფების შედეგად, როგორც ეს ჩვენც ვიცით. მრავალი ცდილობს გამოიკვლიოს გასაღები იმისა, თუ საით მივყავართ ისტორიას და როგორ შეუძლიათ მათ ინდივიდუალურად მორგება უფრო დიდ განზომილებებზე. 

რაოდენ მშვენიერია იმის ცოდნა, რომ ღმერთი ამ სამყაროში ჩართულია მთლიანი გაგებით! მან შეგვპირდა, რომ გამოავლენდა თავის სურვილს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების შესახებ, რათა დღითიდღე შევძლოთ სანდო დაჯერებამდე მისვლა. ღმერთის ნების ცოდნა კოსმოსური გრძნობაა (სადაც სამყარო მიდის) და ინდივიდუალური მგრძნობელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილდღეობისთვის.

2.  ქრისტიანული განცდა სიცოცხლეს აძლევს მნიშვნელობას . მიზნისა და მიმართულების საჭიროებასთან ძალიან ახლოს დგას სიცოცხლის მნიშვნელობის საჭიროება. მიზანი და მიმართულება დაკავშირებულია იმასთან, თუ რატომ ვარსებობთ. მეოცე საუკუნის შუა პერიოდს ეგზისტენციალური ეპოქა ეწოდებოდა, რადგან ამ დროს ადამიანები ეძებდნენ თავიანთი არსებობის მნიშვნელობას. მრავალი ეგზისტენციალისტი მივიდა სევდიან დასკვნამდე, რომ ცხოვრება აბსურდია და ამასთანავე, უმნიშვნელო.

მეორე მხრივ,  ქრისტიანული გამოცხადება ადამიანთა დაბნეულობაში იჭრება შესანიშნავი კეთილი უწყებით, რომ ღმერთი მართლა დაინტერესებულია მათით და მათი კეთილდღეობით. მაგალითად, ეფესელთა 1:3-14 შესანიშნავს სურათს გვიხატავს, თუ როგორი განზრახვები აქვს ღმერთს თავისი ხალხის მიმართ. აქ პავლე მორწმუნეზე ამბობს, რომ ის არსებობს “ მისი [ღმერთის] დიდების  საქებრად (გვ.14), და მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მომავალი უშუალოდ დაკავშირებულია ღმერთის არსებობასთან. ამრიგად, მორწმუნეები იმისთვის შეიქმნენ, რომ ანარეკლი სხივებით გამოავლინონ თავად ღმერთში არსებული მადლი და სიკეთე.

3. ქრისტიანული განცდა იძლევა სისავსეს, სიხარულს და მშვიდობას . ის მასში შადრევანს აფრქვევს. ფსალმუნი 15:11 შესაფერისი აღწერაა სიხარულის წყაროებისა, რომელიც ჩვენში ცოცხალი ქრისტეს რწმენას მოაქვს: “მასწავლე გზა ცხოვრებისა სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე".

ეს აშკარად ეწინააღმდეგება ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ გუსტავ იანგის (1875-1961)  მტკიცებულებას, რომ “ჩვენი დროის მთავარი ნევროზი სიცარიელეა". დააკვირდით მოციქულ პავლეს წერილში ფილიპელთა მიმართ რამდენჯერ არის გამოყენებული სიტყვა სიხარული . ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პავლემ ეს წერილი ციხეში დაწერა. 

უეჭველია, რომ ქრისტიანობისთვის ყველაზე მთავარი არგუმენტი არის სიხარული, რომელიც ქრისტიანს გააჩნია. არ არსებობს ამ ფენომენის დამაკმაყოფილებელი ახსნა ნამდვილი შინაგანი რეალობის გარეშე. თუმცა, ქრისტიანები, რომლებიც ავლენენ მოწყენილობასა და უიმედობას, რეალური გაგებით, ქრისტეს ღალატობენ. ამის მაგალითი ჩანს ფრიდრიხ ნიცშეს (18441900) სიტყვებში, ქრისტიანობის გავლენიანი მტრის, რომელიც იესოს შემდეგი სიტყვებით განსჯიდა: “მის მოწაფეებს უფრო მეტად უნდა მოენანიებინათ." ჩვენ მრავალი სასიხარულო გვაქვს, რადგან ვართ გამოსყიდულები; ჩვენ ვართ “სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად" (ფილიპელთა 1:11).

ადამიანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება არის მშვიდობა. მეოცე საუკუნეში მშვიდობის დაპირებებით გადავედით, მაგრამ მშვიდობა მთლიანად არ არის გააზრებული. არეულობა და ძალადობა ცხოვრების ყოველ სფეროს ამახინჯებენ. მთელი სამყარო გაჰყვირის მშვიდობას, მაგრამ მშვიდობას ვერ პოულობენ. მრავალი ეძებს სიმშვიდეს ნარკოტიკებში, ალკოჰოლში და სხვა ამაო საქმიანობებში. სამყაროში არსებული ყველა დისჰარმონიის საფუძველზე ბრძოლა მიმდინარეობს ყოველ ადამიანში,  რომლებიც ცოდვის გამო ღმერთისგან და სხვა ადამიანებისგან განმარტოვდნენ. სწორედ ადამიანის უმთავრესი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შესთავაზა იესო ადამიანებს მათეს 11:28-30-ში:
“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი."

ერთადერთი რეალური სიმშვიდე, რომელიც შეგვიძლია ვიპოვოთ, არის იმ ადამიანთა გულებში, ვისაც იესო ქრისტესთან აქვთ ურთიერთობა. როცა მშვიდობის უფლისწული დაბრუნდება, დარღვეული მორალური წესრიგი აღდგება. მანამდე კი თითოეული მორწმუნე მშვიდობის პატარა კუნძული უნდა იყოს ამ გატანჯულ წუთისოფელში. 


4. ქრისტიანული განცდა იძლევა მორალურ ძალას. პლატონის დროიდან მოყოლებული, ადამიანი სამწუხარო შეცდომას უშვებენ, როცა სჯერათ ის, რომ ადამიანები ცუდად იმიტომ იქცევიან, რომ უკეთესი რამ არ იციან. ჭეშმარიტება ისაა, რომ ყოველ ადამიანში არის მორალური დაავადება, რომელიც მას აიძულებს იმის კეთებას, რაზეც იცის, რომ არ უნდა აგააკეთოს. პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ უცოდინარობა. სინამდვილეში, სამყაროს უდიდესი რელიგიური სისტემა შეიცავს მნიშვნელოვან ეთიკურ შინაარსს. მაგრამ მხოლოდ ქრისტიანობა აყალიბებს დინამიკას ანუ ძალას , ადამიანებს იმას აკეთებინებს, რაც სასურველია რომ აკეთონ. ცოცხალი ქრისტიანული განცდა პიროვნებაში რადიკალურ განხსვავებას ქმნის. ის ღებულობს ახალ მოტივაციას, ახალ მიმართულებას, და ახალ ძალას, რომ სიმართლეს გაჰყვეს.  

5.ქრისტიანულ განცდას მოაქვს დანაშაულის, შიშისა და სიმარტოვისგან განთავისუფლება . რომაელთა 2:15-ში მოციქული პავლე საუბრობს სინდისის შესახებ, რომელიც ღმერთის მიერ ყველა ადამიანში ჩადებული მმართველი საშუალებაა, რათა ყოველმა ადამიანმა გააცნობიეროს მორალური კანონის დარღვევა.  ეს ცოდნა არის დანაშაულისა და შიშის საფუძველი არასწორად მოქცევის დროს.

დანაშაულის გრძნობა უნივერსალურია. სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებში ადამიანები სხვადასხვა სახის მსხვერპლებს სწირავენ, რათა დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლდნენ. ბიბლია მიგვანიშნებს ქრისტეზე, როგორც დიდ ცოდვის მატარებელზე, რომელმაც საშუალება მოგვცა, თავი გაგვერთმია დანაშაულის პრობლემისთვის. იმის გამო, რომ მან ჩვენი ცოდვის საფასური გადაიხადა, წმინდა წერილი გამარჯვებით გვაუწყებს, რომ ისინი, ვინც “ქრისტე იესოში არიან", მათზე მსჯავრი არ არის.

შიში უდიდესი გამანადგურებელია. მაგრამ როცა ქრისტეში ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ღმერთის სული ჩვენს სულებს უდასტურებს, რომ  ჩვენ მართლაც ღმერთის შვილები ვართ (რომაელთა 8:16). ამას დაჯერებულება ჰქვია. მორწმუნე დაჯერებულია, რომ მას შიშის მიზეზი არა აქვს. ეს ჭეშმარიტება ხაზგასმულია 1 იოანეს 4:16-18-ში:

“ღმერთი სიყვარულია. ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში. სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას, რომ გულდაჯერება გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ წუთისოფელში. სიყვარულში არ არის შიში, ხოლო სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში არის ტანჯვა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი".

მარტოობა ჩვენი დროის კიდევ ერთი პრობლემაა. ტერმინი მასობრივი საზოგადოება აღწერს მილიონობით ადამიანის მდგომარეობას, რომლებიც ქვეყნიერებაზე ხალხით გადაჭედილ ქალაქებში ცხოვრობენ. ყველა ეს ადამიანი ერთსა და იმავე რამეს აკეთებენ ერთდროულად, მაგრამ თითოეული ინდივიდი ვირტუალურად გარიყულია თავისი გვერდში მყოფი ადამიანისგან. შეიძლება გასაკვირად გვეჩვენოს, მაგრამ ბრბოდ შეყრილი ადამიანები ერთად უფრო მეტად ავლენენ მარტოობის და ეულობის გრძნობებს. ადამიანებს აქვთ ღრმა ფსიქოლოგიური საჭიროება, რომ ისინი მიიღონ, უყვარდეთ და დააფასონ. როცა ეს საჭიროება არ არის დაკმაყოფილებული, ისინი მარტოობისგან არიან დაძლეულები.

ქრისტიანული განცდა ორ დონეზე ავსებს ჩვენი ურთიერთობის საჭიროებას. პირველი, ჩვენ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან ქრისტეში ; მეორე, ჩვენ გვაქვს მოზიარეობა ქრისტესთან (1 იოანეს1:3). მოციქული იოანე მკითხველს მოუწოდებს, რომ გაიზიაროს მოზიარეობის სიხარული ღმერთის ოჯახში, ეკლესიაში. ეს პირველი საფეხურია. მაგრამ არსებობს საერთო რამ, რაც ეკლესიას მოზიარეობის საფუძველს აძლევს: საერთო განცდა, რომელსაც თითოეული წევრი ქრისტესთან განიცდის. ქრისტიანებს შორის სიყვარული და მოზიარეობა უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის ნათესავებს შორის. შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რატომ არის ყურადღება გამახვილებული ეკლესიის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე? საკმარისი მხოლოდ ის არ არის, რომ ღმერთის სიტყვის მარცვალი განცალკევებულ  ადამიანებში მიმოვაბნიოთ. ღმერთის სურვილი ქრისტიანებისადმი ის არის, რომ ისინი რწმენის ოჯახში მოიყვანოს. 


მიზეზობრივი შუამავლობა

პოლ ლითლი მიგვანიშნებს, რომ ადამიანმა ერთმანეთისგან უნდა განასხვავოს ქრისტიანული განცდის აღწერა და ამ განცდის მიზეზი . თუ ადამიანს მხოლოდ აღწერილობითი დონის ცოდნა აქვს,  შესაძლებელი იქნება, რომ რამდენიმე ახსნა მოვუძებნოთ იმ ქცევებს, რომელთაც ვაანალიზებთ. თუმცა, ქრისტიანი აპოლოგისტი უფრო ღრმად მიდის.

ის აცნობიერებს ქრისტიანული განცდის უპირატესობებს, რომლებიც აქ მოვიხსენიეთ, მაგრამ ის ამ კურთხევებს ყოველთვის უკავშირებს იმ წყაროს, რომლისგანაც ის მოდის. მაგალითად, მოდით განვიხილოთ სიხარულის განსაზღვრება. თუ ვირჩევთ, რომ პიროვნების ცხოვრების ამ ცალკეულ ასპექტს შევხედოთ, სიხარულს უნდა დავურთოთ რამდენიმე მიზეზი, რომელიც მის შესახებ გვეუბნება. სიხარული შეიძლება გამოწვეული იყოს რაღაც გამართლებით, მიღწევით, ძველი მეგობრების ნახვით, და ა.შ. მაგრამ პოლ ლითლი ამტკიცებს, რომ ქრისტიანი აპოლოგისტი უნდა უყურებდეს “მთლიან პაკეტს", რომელშიც შედის ქრისტიანის ქრისტესთან ურთიერთობის უნიკალური განცდა. ეს წარმოგვიდგენს სხვადასხვა პოზიტიური დახასიათების გამოვლენილ მიზეზს – როგორიცაა სიხარული, მშვიდობა, სიყვარული, მიზანი, მიმართულება. ქრისტე არის “მიზეზობრივი შუამავალი". მორწმუნის პირადი განცდა ქრისტესთან ერთადერთი ადექვატური ახსნაა ქრისტიანული კურთხევებისა, რომელიც მასზე მოდის. პავლეს ეპისტოლეს კითხვისას შეამჩნევთ, რამდენად ხშირად იყენებს თავის ნაწერებში ურთიერთობის გამომხატველ ამ ფრაზებს: “ქრისტე თქვენში", ან “ქრისტეში".

მაშინ, როცა შესაძლებელია ზოგიერთი ქრისტიანული მახასიათებლის აღწერილობით დონეზე წარმოდგენა, ქრისტიანული განცდის ჭეშმარიტი დამოწმება დაფუძნებულია მიზეზობრივ შუამავლობაზე, ანუ ადამიანის ურთოერთობაზე იესო ქრისტესთან. აქედან გამომდინარე,  კარგი იქნება, თუკი ებრაელთა 3 თავში მოცემული დევიზით ვისარგებლებთ: “დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს დავიცავთ ბოლომდე." (მმ.1,14). 


ორმოცდაათიანელური განახლება

ქრისტიანულ აპოლოგეტიკას აქვს ერთი ასპექტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ. ის ლოგიკურად შეესაბამება ქრისტიანული განცდის სინამდვილის განხილვებს. ქრისტიანული რწმენის ერთერთი ყველაზე ძლიერი დაცვა არის ქარიზმატული გამოღვიძება, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდმა ორმოცდაათიანელურმა გამოცოცხლებამ დაიწყო არსებობა. ის გამოხატავდა სამოციქულო ეკლესიის სიცოცხლესა და თვისებებს. მასში შედიოდა ისეთი ფენომენები, როგორიცაა ღვთიური განკურნება,  უცხო ენებზე საუბარი (საქმეთა 2:4; 10:44-47), და სხვა ზებუნებრივი გამოვლინებები, რომლებიც აღწერილია საქმეთა წიგნში და ახალ აღთქმაში.

ეს იყო განახლება ნატურალიზმისა და სეკულარიზმით სავსე დროში, რათა დანახული ყოფილიყო თანამედროვე ქრისტიანობის სწრაფად მზარდი ის რადიკალური ცვლილება, რომელიც ახალი აღთქმის ეკლესიისთვის იყო დამახასიათებელი. ებრაელთა 2:4 აღწერს, როგორ დაამოწმებდა სამოციქულო ეკლესია იმ სიტყვას, რომელსაც ის ქადაგებდა. ახალ აღთქმაში ადამიანთა საქმეებში ღმერთის ზებუნებრივი ჩარევის გამომხატველი  სხვადასხვა სიტყვები სულ ამ მუხლშია მოთავსებული.  თუ ღმერთი ცდილობდა, რომ კეთილი უწყება დაემოწმებინა ნიშნებითა და სასწაულებით პირველ საუკუნეში სულიწმიდის გადმოღვრით, განა ჩვენს დროში არ არის საჭირო ასეთი დამოწმება? 

მთელ მსოფლიოში განკურნების სასწაულები და ღმერთის ძალის სხვა გამოვლინებები კარგი საშუალება იყო იმისა, რომ ადამიანთა ყურადღება აღმდგარი ქრისტეს რეალობისკენ მიმართულიყო. უეჭველია, რომ დღეს სულიწმიდის ძალა ქრისტიანული აპოლოგეტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ხომ კარგი იქნება, რომ მოვიპატიჟოთ ღვთის სული, რათა გვაკონტროლოს და აგვავსოს , რათა შევძლოთ სახარების გავრცელება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ სულის გამოვლინებითაც?

სამომავლო დახმარებისთვის სახელმძღვანელოს ბოლოს განთავსებულ ბიბლიოგრაფიაში – სათაურით ორმოცდაათიანელური თემები –   ჩამოვთვალეთ ზოგიერთი ორმოცდაათიანელური განცდის გამომხატველი წიგნი, რომლებიც გააძლიერებს თქვენს რწმენას. მათში ყურადღება გამახვილებულია  თქვენ მიერ შესწავლილ ცოცხალ ჭეშმარიტებებზე, რადგან ისინი განიცადეს მეოცე საუკუნის განმავლობაში ორმოცდაათიანელური გამოღვიძების დროს ისევე, როგორც ახლა.


საით მივყავართ ისტორიას

ახლა, როცა ვამთავრებთ საუბარს აპოლოგეტიკის შესახებ,  გვსურს მოკლედ შევეხოთ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც დღეს ადამიანთა უმეტესობას აწუხებს: “საით მივყავართ ისტორიას?" არსებობს თუ არა ისეთი რამ, რასაც შეუძლია მნიშვნელობა და მიმართულება მისცეს ამ თაობაში ჩვენს ცხოვრებას? იმის საშუალება აღარ გვაქვს, რომ სათითაოდ განვიხილოთ ისტორიის ისეთ საერო ფილოსოფოსთა მნიშვნელოვანი იდეები, როგორიცაა ემანუელ კანტი, ჯორჯ ჰეგელი, კარლ მარქსი, ოსვალდ შპენგლერი ან არნოლდ ტოინბი. ყველა მათგანი ფილოსოფიას ისეთი სახით აყალიბებდა, რომელიც ჩვენს ისტორიულ გაგებას ბუნებრივ, საერო შეხედულებათა ფორმაში აქცევდა. ამის მსგავსად, მრავალმა თანამედროვე თეოლოგმა შეიტანა წვლილი ისტორიის თეოლოგიურ შეხედულებებში. ორი მნიშვნელოვანი შეხედულება ეკუთვნის კარლ ბართს და პოლ თილიხს. თუ გაქვთ საშუალება, რომ შეისწავლო ამ ისტორიული ფილოსოფიის რომელიმე ეს შეხედულება, მოგიწოდებთ, რომ ეს გააკეთოთ. ზოგიერთი მათი იდეა განხილულია ამ სერიის სხვა სახელმძღვანელოებში, რომლებიც ეხება ფილოსოფიას და ეკლესიის ისტორიას. ამ გაკვეთილის დასკვნით ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ ბიბლიაზე და იმაზე, თუ როგორ გვეხმარება იგი შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემაში: “საით მივყავართ ისტორიას?"


საწყისი წერტილი

დავიწყოთ ბიბლიის სანდოობის განხილვით. თავის წიგნში, საით მიდის ისტორია? ავტორი ჯონ მორტგომერი განიხილავს ამ თემას (გვ.179). სურათი 13.2 ამ შეხედულებას მოკლედ წარმოგვიდგენს:
მაშ, კითხვაზე: "საით მივყავართ ისტორიას?" პასუხის გასაცემად, ჩვენი საწყისი წერტილი არის ამ კურსის მასალის შესწავლა, განსაკუთრებით იმისა, რომელიც ეხება ქრისტეს ზებუნებრივ ხასიათს და  მის მიერ ბიბლიის, როგორც ღმერთის დაწერილი გამოცხადების წარმოდგენას.

1.  ტექსტობრივი და ისტორიული კრიტიკის მიღების საფუძველზე, ბიბლიური წერილები – მატე, მარკოზი, ლუკა და იოანე – არის სანდო ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევიან ქრისტეს ცხოვრების ზუსტ მონაცემებს.

2.  სახარების ეს წიგნები მიგვანიშნებენ, რომ იესოს ჰქონდა ღვთაებრივი პრეროგატივა და აცხადებდა, რომ ადამიანის სხეულში მოსული ღმერთი იყო. ეს მტკიცებულება დაფუძნებული იყო მის სამომავლო აღდგომაზე (მათეს 12:38-41; იოანეს 2:18-22).

3.  ოთხივე სახარება დეტალურად აღწერს ქრისტეს სხეულებრივ აღდგომას, და ამასთანავე, იძლევა დამოწმებას მისი ღვთიურობის შესახებ.

4.  ქრისტეს აღდგომა ნამდვილი სასწაულის დოკუმენტირებული დამოწმებაა.

5.  თუ ქრისტე მართლაც ღმერთია, მაშინ ის ლაპარაკობს ჭეშმარიტებას ძველი აღთქმის ავტორიტეტის (მათეს 5:17-19) და სამომავლოდ შესაქმნელი ახალი აღთქმის (იოანეს 14:26-27; 16:12-15) შესახებ. ყველაფერი, რასაც ის ქვეყნიერების ცოდვების გამო თავისი სიკვდილის შესახებ ამბობს, ჭეშმარიტება უნდა იყოს. ამასთანავე, რასაც ის ადამიანის ბუნებისა და ისტორიის მნიშვნელობის შესახებ ამბობს, ჭეშმარიტება უნდა იყოს.

6.  ამიტომაც, ყველა ბიბლიური მტკიცებულება, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, უნდა ჩაითვალოს გამოცხადებულ ჭეშმარიტებად, და ყველა ადამიანური მცდელობა ისტორიული ინტერპრეტაციისა განხილული უნდა იქნეს ბიბლიური გამოცხადების მეშვეობით .      

ბიბლიური ქრისტიანობის იმპლიკაციები

ვინაიდან შეგვიძლია ბიბლიას შევხედოთ, როგორც თავად ღმერთისგან ბოძებულ გამოცხადებას, ვიცით, რომ რასაც ბიბლია ამბობს ისტორიის ფორმისა და მნიშვნელობის შესახებ და თავად ცხოვრების შესახებ, ამ ყოველივეს დიდი შედეგები აქვს. ქრისტიანი აპოლოგისტისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს და შეეძლოს ისტორიის ბიბლიური ფილოსოფიის პრინციპული თვისებები.  ეს თვისებები ამტკიცებენ, რომ (1) ღმერთი აკონტროლებს ისტორიას; (2) ის მიიყვანს ისტორიას ბოლომდე; (3) ის მოქმედებს ისტორიაში; და (4) ის დაინტერესებულია ადამიანებით.

1. ღმერთი აკონტროლებს ისტორიას . წმინდა წერილებში არსებობს უამრავი მასალა იმისა, რომ ღმერთი მართავს სამყაროს მოვლენებს. “ღმერთს არ უკვირს" არის საუბრის გზა მისი ისტორიაზე მმართველობის შესახებ. გაეცანით მომდევნო ბიბლიურ ადგილებს: დაბადების 50:20; გამოსვლის 12:36; ესაიას 10:6-7,10-11; დანიელის 2:19-21 და საქმეთა 17:26. დააკვირდით გალატელთა 4:4-ში, რომ იესო მოგვევლინა მაშინ, “როცა მოვიდა სისავსე ჟამისა".

2. იესო მიიყვანს ისტორიას ბოლომდე . სხვადასხვა ისტორიული ღია შეხედულებებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოაჩენენ უსასრულო პროგრესს ან რეგრესიას, ბიბლიური შეხედულება ისაა, რომ ღმერთს ისტორიის კურსი დასკვნამდე და დასასრულამდე მიჰყავს. დაბადების წიგნი იწყება ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ამბებით. ღმერთის გამოსყიდვის გეგმა ჯერ კიდევ დაბადების 3:15-ში არის მოხსენიებული. ეფესელთა 1:4 გასაოცარ მტკიცებულებას იძლევა, რომ ღმერთი ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე ამუშავებდა კაცობრიობის გადარჩენის გეგმას! სამყაროს შემოქმედი ღმერთი გამომსყიდველი ღმერთია. გამომსყიდველი ღმერთი ყველაფრის დამაგვირგვინებელი ღმერთია. ის, ვინც კეთილი საქმის კეთება დაიწყო, გააგრძელებს მის კეთებას, სანამ უკანასკნელი დაწერილი თავი არ შესრულდება. წმინდა წერილებიდან წაიკითხეთ მომდევნო ადგილები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ქრისტეს მსახურება საბოლოო ტრიუმფისკენ მიდის: 2 თესალონიკელთა 1:7; საქმეთა 1:11; 3:19-21; გამოცხადების 1:7.

3. ღმერთი მოქმედებს ისტორიაში . ისტორიის ბიბლიური ცნება ისაა, რომ ყოვლისმომცველი ღმერთი შემოიჭრა ადამიანის ისტორიაში განსაკუთრებულად, პიროვნების, იესო ქრისტეს მეშვეობით. ღმერთმა უპასუხა თავისი ხალხის ლოცვებს. მან ისე გააკონტროლა სამყაროს დიდი მოვლენების მიმდინარეობა, რომ მისი სამეფოს გამარჯვებას ხელი არაფერმა შეუშალოს. და მან არჩია, რომ დღეს იმოქმედოს თავისი ეკლესიის მეშვეობით, რომელიც ქრისტეს მსახურებას აგრძელებს (ეფესელთა 1:18-23). ამ ყველა ურთიერთობებში ღმერთი არ არის დაკარგული ისტორიის მიმდინარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ის შორსაა, ის მაინც ჩართულია ამ საქმეში. ის პიროვნული და მოსიყვარულე ღმერთია, რომელიც ისტორიაში იესო ქრისტეს მეშვეობით შემოდის. ფაქტიურად, ღმერთის მოქმედება ისტორიაში შეგვიძლია შემდეგი დიაგრამით გამოვსახოთ:

ღმერთი                     იესო ქრისტე                იესო ქრისტე      
X———————————-  *   ——————————————X
შემოქმედი                  მხსნელი                   მომავალი მეფე  

 
სურათი 13.3 გამოხატავს, რომ იესო ქრისტეს განკაცება მთელი ისტორიის ცენტრალური ნაწილია. ძველი აღთქმა ადრეც მიუთითებდა ამაზე; ახალი აღთქმა ამით იწყება და ისევ წარსულზე მიუთითებს. ქრისტეს განკაცება ადასტურებს იმას, რომ ღმერთი დაინტერესებულია დაინტერესებულია ადამიანთა ყოფით და რომ ისტორია მიდის რაღაც მიმართულებით.

4. ღმერთი დაინტერესებულია ადამიანებით . დეისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ღმერთს სამყაროს გარეთ მყოფ მეპატრონედ გვიხატავენ,  ბიბლიური შეხედულება ისაა, რომ ღმერთი ღრმად არის მოწყურებული და დაინტერესებული ადამიანით (ყველა ადამიანით). მას სურს, რომ ყოველი ადამიანი ქრისტეს დაემსგავსოს (გალატელთა  2:20). მას არ სურს, რომ ვინმე დაიტანჯოს (2 პეტრეს 3:9). სამყაროს ისტორიის მთლიანი მიზანი ისაა, რომ რომ ადამიანი ღმერთის მადიდებელი გახდეს (ეფესელთა 1:3-14). ეს გვარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი არამარტო სამყაროს მიმდინარე მოვლენებით არის დაინტერესებული, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრებითაც. ამას შეგვიძლია ღმერთის ნება ვუწოდოთ.

ვინაიდან ღმერთი ჩართულია სამყაროს ისტორიაში და დაინტერესებულია თითოეული ადამიანის კეთილდღეობით,  განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენც მისი განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ხარ? დააკვირდით პავლეს განცხადებას, რომელიც კოლოსელ ქრისტიანებს ეპაფრას შესახებ მისწერა. პავლე მას აღწერს, რომ ის მუდამ “იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით" (კოლოსელთა 4:12). ღმერთის ნება ორივეა, ზოგადი ჭეშმარიტება, რომელშიც მოქცეულია სამყაროს მთელი დანიშნულება და ღმერთის შინაგანი, პიროვნული განზრახვაც შენი  ცხოვრების დეტალებისთვის.

ყველა ეს პრინციპი გვეუბნება, რომ ღმერთს ისტორია რაღაც მიმართულებით მიჰყავს. კეთილი უწყება ისაა, რომ ჩვენ, როგორც ცალკეული ინდივიდები, მოწოდებულები ვართ, რომ ღმერთის განზრახვით მომავლისკენ მივისწრაფოდეთ. ჩვენ შეგვიძლია მოვერგოთ ღმერთის ნებას!

ბიბლიის უმეტესი ნაწილი სავსეა იესო ქრისტეს სამყაროში მოსვლის წინასწარმეტყველებებით: პირველად როგორც მხსნელის, შემდეგ კი როგორც მეფის მოსვლით. სწორედ ახლა ჩვენ ამ მოვლენათა შუაში ვართ. ჩანს, რომ წინასწარმეტყველებები სწრაფად სრულდება ჩვენს ახალ თაობაში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იესო ქრისტეს მოსვლა მალე გარდაუვალია. ჩანს, რომ ისტორია უკიდურეს წერტილამდე მიდის. იმ დაბნეულ ხმებს შორის, რომლებიც თაობებს შორის ხმამაღლა ღაღადებენ იმედგაცრუებითა და დაბნეულობით, არსებობს უდიდესი საჭიროება იმის ცოდნისა, თუ საით მიდის ყველაფერი. აგრეთვე ყოველ ადამიანს სჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორ შეეფერება თავად, როგორ ცალკეული პიროვნება, მოვლენათა მიმდინარეობას.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.