სახარების რწმენის ეკლესია, რომელიც ასეულ წელს ითვლის ჩვენს ქვეყანაში, ოდითგანვე გრძნობდა საკვირაო სკოლის საჭიროებას, რადგანაც ახალი თაობა საჭიროებს სწორი ქრისტიანული ფასეულობებით აღზრდას, რასაც საკვირაო სკოლა ითვალისწინებს. მიუხედავად დიდი სურვილისა, არახელსაყრელი პირობების გამო   1991 წლამდე ვერ მოხერხდა მისი ჩამოყალიბება. 1991 წელს შექმნილი სკოლის სტრუქტურაც არ იყო გამართული, არ არსებობდა არანაირი საბავშვო ლიტერატურა.  1993 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი სემინარი მასწავლებელთა  მოსამზადებლად, რომლის შემდეგაც საკვირაო სკოლა ორგანიზებულად ფუნქციონირებს. ამ პერიდოში არსებული სკოლა არ წარმოადგენდა კომფორტის ზონას, გაყინული ოთახები, ხმელი სკამები, დასკოჩილი ფანჯრები, მაგრამ სიყვარულით და მზრუნველობით გამთბარი გულები, მოციმციმე თვალები, მონდომება და უფლის სიყვარული ყოველ მათგანს აძლევდა ძალას უანგაროდ გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა პატარებისთვის. უფალი კი მათ გულებს ხედავდა და მალე დანგრეული ოთახები და ხის სკამები შეცვალა ახალმა შენობამ და კარგმა გარემომ. 70-მდე ბავშვის ნაცვლად თბილისის საკვირაო სკოლა დღეს საშუალოდ 200 ბავშვს ითვლის. იმატა მასწავლებლების რაოდენობამაც ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, ჰყავს გუნდი სადაც ბავშვები სწავლობენ მსახურებას და რეალიზებულნი არიან.

1996 წლიდან საკვირაო სკოლის განუყოფელი ნაწილია ბანაკი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე: თიანეთი, პირმისაანთკარი, ახმეტა, ცხვაიჭამია, უწერა, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ბაღდათი,ურეკი.., რომელიც აგრეთვე რთულ პირობებში დაიწყო და დიდი სირთულეები განვლო, მაგრამ ეხმარებოდა ბავშვებს თავის დამკვიდრებასა და რეალიზებაში, უფალთან მოზიარეობასა და ერთმანეთთან დაახლოებაში.       გაწეული შრომა და ღვაწლი უკვალოდ არ ქრება საკვირაო სკოლამ უკვე ორი თაობა გაზარდა, რომელიც ახლა თავად ემსახურება ამ სკოლას. ჩანს ის ნაყოფები, რომლისტვისაც  ისინი თესავდნენ. საკვირაო სკოლა არ წყვტს განვითარებას, იგი მიზნად ისახავს ყვალა ბავშვის გულს ახაროს ქრისტე, დაეხმაროს ობლებს, გაჭირვებულებს, ღარიბებს მათ ვისაც სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ჩვვენი კარი კი  მუდამ ღიაა ნებისმიერი მოზარდისთვის.