სახარების რწმენის ეკლესიაში განათლების შესახებ იდეა 2000-იან წლებში  შემუშავდა.  თუმცა მანამდე ეკლესიას საგანმანათლებლო გამოცდილება უკვე ჰქონდა. 1992 წელს პირველად ეკლესიის ისტორიაში საგანმანათლებლო კურსი ჩატარდა. ამ კურსის დამფუძნებლები ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც განათლება და გამოცდილება ლატვიაში, „ელგავის“ უნივერსიტეტში სწავლისას მიიღეს. 
1994-96 წლებში თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში არსებულმა სამთვიანმა ბიბლიურმა კოლეჯმა სტუდენტების შვიდი ნაკადი, სულ 200 სტუდენტზე მეტი გამოუშვა.  კოლეჯს “ქრისტეს სკოლა“ ერქვა და მისიონერ ბერტ კლენდენენთან თანამშრობლობით  ხორციელდებოდა.
     1999 წლიდან თბილისის ეკლესიის ბაზაზე უკვე ოფიციალურად ბიბლიური კოლეჯი ჩამოყალიბდა, რომელიც სამთვიან პროგრამას მოიცავდა.  ამ დროიდან მოყოლებული  კოლეჯი  რეგულარულად ფუნქციონირებს.  ამჟამად იგი რვათვიან სასწავლო კურსს მოიცავს. კოლეჯი რაიონული მასშტაბითაც არსებობს. კონკრეტულ რაიონებში იგი რეგულარულად, რიგ შემთხვევებში კი საჭიროებისდა მიხედვით იმართება. 
2015 წლის  იანვრიდან კოლეჯს  ახალი, საღამოს კურსი დაემატა, რომელსაც „სახარების რწმენის ეკლესია“,  „სიცოცხლის სიტყვის ეკლესისასთან“ ერთად ახორციელებს. 
განათლების სისტემის გაღრმავებას ხელი 2001 წელს ინსტიტუტის დაარსებამ შეუწყო.  ინსტიტუტი ორწლიანი პროგრამით მიმდინარეობს და ამჟამად უკვე სტუდენტების მეხუთე ნაკადს უშვებს.  სასწავლო პროგრამა „საღვრთო ანსამბლეასთან“ ერთად შემუშავდა.
    ინსტიტუტში სწავლისათვის, აუცილებელია წინა საფეხურის ანუ კოლეჯის გავლა. კოლეჯი სტუდენტს ბაზისურ ცოდნას აძლევს, რაც ეხმარება შემდგომში უნივერსიტეტის შედარებით რთული მასალის დაძლევაში. უნივერსიტეტის მასალა  რთულია და მოითხოვს ცოდნის გარკვეულ დონეს.   თუმცა   არსებობს გარკვეული  გამონაკლისები. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები, რომელთაც კოლეჯის პროგრამა გავლილი არ აქვთ, ინსტიტუტში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ეს გამონაკლისი მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის არის დასაშვები, რომელთაც შესაძლებლობა  ბიბლიურ კოლეჯში საბაზისო ცოდნის მიღებისა არ ჰქონდათ. 
    აგრეთვე ინსტიტუტში სწავლის მსურველებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო  ვერ ახერხებენ სწავლის პროცესზე დასწრებას,  დაუსწრებელი კურსის გავლა შეუძლიათ, ვინაიდან სასწავლებელს სტუდენტების სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფის შესაძლებლობა გააჩნია. ამ შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლად სწავლობენ მასალას და თვეში ერთხელ გამოცდას აბარებენ.  დაუსწრებელი ინსტიტუტის პროგრამა, როგორც თბილისში, ისე  დასავლეთისა და  აღმოსავლეთის რეგიონის ეკლესიებში  მოქმედებს. 
    რაც შეეხება სასწავლო მასალას, კოლეჯში და ინსტიტუტში  სწავლება  ძირითადად ბიბლიურ მასალებზე დაყრდნობით და აგრეთვე უცხო ენიდან ნათარგმნი ლიტერატურით ხდება, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტირებულ ქრისტიანულ უნივერსიტეტებში გამოიყენება.
    ვინაიდან კოლეჯი და უნივერსიტეტი განათლების სამინისტროში არ არის რეგისტრირებული, ოფიციალურად დადგენილი გადასახადი არ არსებობს, აგრეთვე სახელმწიფო დიპლომი არ გაიცემა.
    ინსტიტუტის დასრულების შემდეგ  გაიცემა მსახურის დიპლომი.  
    სასწავლო ეტაპი ძირითადად ორსაფეხურიანია: კოლეჯი და ინსტიტუტი, მაგრამ თუ არიან სწავლის გაგრძელების მსურველები, რომელთაც მსახურების გამოცდილება აქვთ, ისინი დამატებით  ერთწლიან სასწავლო პროგრამას ხარისხისთვის გაივლიან, რომლის დასრულების შემდეგაც  ბაკალავრის დიპლომს მიიღებენ.                                          
    2010-2012 წლებში იყო შემთხვევა, როდესაც ქართველ და სასომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტებზე  მაგისტრის დიპლომიც გაიცა, თუმცა ეს მხოლოდ ერთჯერადად მოხდა.
2006-2009 და 2009-2011 წლებში ეკლესიაში აგრეთვე  ხუცესთა და ხუცესთა დამხმარეების სკოლაც არსებობდა, რომლის მიზანს სტუდენტების  ხუცესებად და მათ დამხმარეებად მომზადება წარმოადგენდა. ეს სკოლა სამწლიანი პროგრამით იყო წარმოდგენილი და დღესდღეისობით აღარ ფუნქციონირებს.
   სახარების რწმენის ეკლესიას აგრეთვე მისიონერული სკოლის ჩატარების გამოცდილებაც აქვს. 2008-09-10-12 წლებში მისიონერული სკოლა  შვედ მისიონერებთან ერთად ხორციელდებოდა, რომელთა სახელწოდებაც იყო „სინათლე ხალხებისთვის“. ამ სკოლაში როგორც ქართველი, აგრეთვე სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბაღდადიდან დაღესტნიდან, უზბეკეთიდან და ოსეთიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობდნენ. სკოლას „კავკასიის მისიონერული სკოლა“ ერქვა.  
    ეკლესიაში არსებული სასწავლებელები ღიაა ყველა მსურველისთვის. ასაკობრივი, სქესობრივი, ეროვნული და რელიგიური შეზღუდვები არ არსებობს, ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც ყველა უნდა აკმოყოფილებდეს სწავლის სურვილი და უნარიანობაა.

    გურანდა სურგულაძე
მარიამ კახიაშვილი