აღსდგა თუ არა მკვდრეთით იესო ქრისტე? | ქრისტიანი.ge

აღდგა თუ არა მკვდრეთით იესო ქრისტე?

    თქვენ უბრალოდ თვალის გადავლება გჭირდებათ ახალი აღთქმის პირველი ოთხი წერილისთვის, რათა დიდებული ფაქტი აღმოაჩინოთ.  აშკარაა, რომ სახარების მწერლებმა დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იესოს სიკვდილთან დაკავშირებული ფაქტები. მოციქული პავლეც ხაზგასმით აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობას. მან დაწერა:

“ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია ჩვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები… რადგან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენაც ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ… მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ, მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა მთავარი.

(1 კორინთელთა 15:12-20).

ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა.

  • ბიბლიის მნიშვნელოვანი სასწაული.
  • სახარების ცენტრალური ისტორიული მოვლენა.
  • მორწმუნის აღდგომის გარანტი.

    თავის წიგნში “პროტესტანტ ქრისტიანთა მოწმობები” (1953), ბერნანდ რამი აღნიშნავს, რომ ქრისტეს აღდგომა ახალი აღთქმის უდიდესი დამოწმებაა, ისევე როგორც ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლა იყო უდიდესი დამოწმება ძველი აღთქმისთვის. მეორე ავტორი, ფლოიდ ჰამილტონი აგრეთვე საუბრობს აღდგომის მნიშვნელობაზე თავის წიგნში ქრისტიანული რწმენის საძირკველი :
    
მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შესაძლებელი გახდა ზებუნებრივი გადარჩენის მიღება. მისი აღდგომა უეჭველად აყალიბებს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას. მაგრამ ის არამარტო ამტკიცებს, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, არამედ ადასტურებს იმასაც, რომ ყველაფერი, რაც იესომ თქვა და გააკეთა, ჭეშმარიტებაა, და ეს თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ბიბლია ღმერთის დაწერილი სიტყვაა.
    
სახარება ქრისტეს აღდგომით იწყება. ქრისტიანობა არ არის უბრალოდ ეთიკური სისტემა ან სავარაუდო ფილოსოფია. იგი არც არგუმენტების ხელოვნურ და უცნაურ წყობაზეა დაფუძნებული. მეტიც,  მისი ფესვები ისტორიულ მოვლენებშია ფესვგადგმული. და ცენტრალური ისტორიული მოვლენა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაა. 2. ნახეთ ადრეული ეკლესიის ქადაგებები. ორმოცდამეათე დღეს პეტრემ ძლიერად იქადაგა (საქმეთა 2:14-36), რომელშიც განაცხადა “რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ". რა ფაქტის შესახებ საუბრობდა იგი?  
    პეტრეს ქადაგების დროს სულიწმიდის გადმოღვრას დიდი შფოთვა მოჰყვა ხალხში. პეტრე ამ გამოვლინებას იმ ძალის წყაროს დამტკიცებად თვლიდა, რომელიც ცოცხალი ქრისტე იყო (საქმეთა 2:32). დააკვირდით, საქმეთა წიგნში მოციქულთა ქადაგებებში ისევ და ისევ მეორდება  ქრისტეს აღდგომის შესახებ საუბარი. ვნახოთ სახარების ქადაგების ერთი მომენტი საქმეთა წიგნიდან. საქმეთა 3:1-4:12. ამ ეპიზოდში პეტრემ და იოანემ დიდი ღელვა გამოიწვიეს, როცა ტაძარში კაცი განკურნეს (საქმეთა 3) და როცა განაცხადეს, რომ ეს აღმდგარი ქრისტეს ძალით გახდა შესაძლებელი.
    
ქრისტეს აღდგომის კიდევ ერთი დიდი ნიშანი არის მორწმუნის აღდგომის გარანტია. რომაელთა 8:11 არის დადასტურება, რომ ვინაიდან ქრისტე მკვდრეთით აღსდგა, ერთ დღეს მისი მორწმუნეებიც აღდგებიან. უკვდავობის რწმენა იმის რწმენაა, რომ სიკვდილი არ ამთავრებს ადამიანის არსებობას. ქრისტეს აღდგომა გარანტიაა იმისა, რომ სიკვდილი დამარცხდა.

იესოს სიკვდილის რეალობა

     ჩვენ ვნახეთ, რომ ქრისტიანული რწმენა ისტორიულ მონაცემებზეა დაფუძნებული. რწმენა ბუნდოვანს ხდის მეცნიერულ დადასტურებას, მაგრამ ის არ არის მოკლებული ფაქტუალურ მნიშვნელობას. ჩვენ არ მოგვეთხოვება ისეთი რამის რწმენა, რასაც დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. ამ გაკვეთილში ვნახავთ იმ სამხილს, რომელიც ქრისტიანობისთვის ყველაზე საჭირო საკითხია მის მხარდასაჭერად: იესო ქრისტეს აღდგომა. მისი აღდგომის ძირითადი საკითხი მისი სიკვდილის რეალობაა. რა სამხილი არსებობს იმისა, რომ იესო მართლა მოკვდა?

 1) სახარებების მწერლები ერთხმად ამტკიცებენ იესოს სიკვდილს . ყოველი მათგანი გასაგები ენით ამბობს, რომ იესომ ფიზიკური სიკვდილი განიცადა. მათეს 27:50 ამბობს, რომ იესომ “სული განუტევა", ამ ტერმინით ებრაელები სიკვდილს აღწერენ. იოანეც იგივეს ამბობს: “მიიდრიკა თავი და სული განუტევა" (19:30). მარკოზი ამბობს: “იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა" (15:37), ამასვე ამბობს ლუკას 23:46. ამათ უნდა დავამატოთ ეპისტოლეების ავტორთა ხშირი განცხადებები იმის შესახებ, რომ ქრისტე მოკვდა. რომაელთა 5:6-8, 1 კორინთელთა 15:3, 2 კორინთელთღა 4:10, გალატელთა 2:19-21, ეფესელთა 5:1-2, ფილიპელთა 2:6-8, კოლოსელთა 1:21-22, 1 თესალონიკელთა 4:14, 2 ტიმოთეს 2:8-11, ებრაელთა 2:9, 1 პეტრეს 1:18-21, და 1 იოანეს 3:16.   

2)  მთელ ახალ აღთქმაში უმნიშვნელო მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ რომელიმე მოწმე არ იყო დარწმუნებული მის სიკვდილის ფაქტში . უპირველესი მოწმე ასისთავი იყო, რომელიც სასჯელის აღმასრულებელთა ბრიგადას ხელმძღვანელობდა. მას არავითარ შემთხვევაში არ დააკისრებდნენ ამ საქმეს, მანამდე ასობით ასეთი სიკვდილით დასჯის მოწმე რომ არ ყოფილიყო. მას არაკომპეტენტურ მოწმეს ვერ ვუწოდებთ. მისი ნათქვამიც კი, “ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი!" (მარკოზის 15:39) თავისში მოიცავს სიკვდილის დადასტურებას, რადგან ის იესოს შესახებ წარსულ დროში საუბრობს. იოანეს გადმოცემით, არსებობდა კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც იესოს სიკვდილს ადასტურებდა. მასში დეტალურად არის აღწერილი იესოს ფერდის განგმირვის მომენტი მისი სიკვდილის დასაჩქარებლად. მისი ფერდიდან სისხლი და წყალი წამოვიდა. სისხლის და წყლის განცალკევება აშკარა მანიშნებელია მისი სიკვდილისა. აღარ დარჩა საჭირო, რომ ჯარისკაცებს მისთვის ფეხის წვივებიც დაემტვრიათ, რადგან ის უკვე მკვდარი იყო. იოსებ არიმათიელიც იესოს სიკვდილის მოწმე იყო: მან იესოს გვამი გამოითხოვა, რათა დაემარხა. პილატემ, სამხედრო მმართველმა ასისთავისგან გამოითხოვა დასტური, ნამდვილად იყო იესო მკვდარი თუ არა, რადგან ჯვარცმულები ზოგ შემთხვევაში სამ დღემდე ცოცხლობდნენ, სანამ სულს განუტევებდნენ. მარკოზის 15:43-45 აშკარად ამბობს: ასისთავმა მოახსენა, რომ ჯვარცმა მართლაც დასრულდა. იესო უკვე მკვდარი იყო.

3) იესოს სიკვდილის მოწმეები აგრეთვე ქალებიც იყვნენ. მის ჯვარცმას ესწრებოდნენ მარიამი, იესოს დედა,  მისი და სალომე, მარიამ მაგდალინელი, და სავარაუდოდ კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ასევე მარიამი ერქვა. ისინი იესოს აგონიისა და სიკვდილის მოწმეები იყვნენ. ისინი იქ იმყოფებოდნენ, როცა იესოს სხეული ჯვრიდან ჩამოიღეს და სამარხში მიიტანეს (მათეს 27:61; მარკოზის 15:47; ლუკას 23:55; იოანეს 19:25). განა საოცარი არ არის, რომ სწორედ ეს ქალები მოვიდნენ კვირის პირველ დღეს და სპეციალური ნელსაცხებელი მოიტანეს იესოს სხეულისთვის?

 

ცარიელი სამარხი

     აღდგომის მნიშვნელოვანი ელემენტი ის უწყებაა, რომ დალუქული საფლავი გაიღო; ვიღაცამ ლოდი გადააგორა. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მრავალი ადამიანი იყო იმის მოწმე, რომ საფლავი აღარ იყო დაკეტილი და რომ ის მართლაც ცარიელი იყო. ვინ გადააგორა ლოდი? ძველ დროში პალესტინაში სამარხებს კირქვაში ამოკვეთდნენ. შესასვლელში, რომელიც დაბალი კარის ადგილი იყო, მძიმე, დისკის ფორმის ქვას დებდნენ, რომელიც არაუმცირეს, ერთ ტონას იწონიდა, სამარხის გახსნა ამ ლოდის გვერდზე გადაგორებით იყო შესაძლებელი. ასეთი მძიმე ქვის გადაგორებისთვის კი რამდენიმე მამაკაცის ერთად შრომა იყო საჭირო. ასეთი ქვით დალუქული საფლავი უფრო დაცული იყო საფლავის გაქურდვისგან.  მათეს 28:1-15.
    
 სახარების მწერლები ერთხმად არამარტო იმას ამტკიცებენ, რომ საფლავის ქვა იყო გადაგორებული, არამედ მათ ინფორმაციაში შეთანხმებაა იმაზეც, რომ ქალებსა და მოციქულებს საფლავი ცარიელი დახვდათ. მათეს 28:6; მარკოზის 16:6; ლუკას 24:2-8,12; იოანეს 20:1-8. 12.
    
როგორ ფიქრობთ, ასეთ დაბნეულ და საგონებელში ჩავარდნილ ადამიანთა ჯგუფს განა შეეძლო საფლავიდან გვამის მოპარვა, ისე, რომ საფლავის მძიმე ქვა გადაეგორებინათ მცველთა თვალწინ? უეჭველია, რომ იმ დროს მოციქულები შიშით უფრო იყვნენ ავსილები, ვიდრე გამბედაობით.

ცარიელი სამარხის დამამტკიცებელი ნიშნები

  • ოთხივე სახარება ამბობს, რომ სამარხი ცარიელი იყო.       
  • მღვდელმთავართა გუშაგები ამბობდნენ, რომ ის ცარიელი იყო.
  • რამდენიმე ქალმა ნახა, რომ ის ცარიელი იყო.        
  • იესოს რამდენიმე მოციქულმა ნახა, რომ ის ცარიელი იყო.                                                                                                   

სტეფან დევისი თავის წიგნში "ნამდვილად აღმდგარი" განიხილავს ხუთ მთავარ არგუმენტს, რომლებიც იესოს ცარიელი საფლავის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

არგუმენტები ცარიელი სამარხის წინააღმდეგ:

(აღებულია  სტეფან დევისის წიგნიდან ნამდვილად აღმდგარი, 1993,64-68)

  • ოთხი სახარება ამის შესახებ საწინააღმდეგოს გვეუბნებიან. ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთს საფლავთან მისული ადამიანების ვინაობის შესახებ, მისვლის დროსა და მიზეზზე, ლოდის ადგილმდებარეობაზე, როცა იქ ქალები მივიდნენ, ან იმაზე, თუ ვის ელაპარაკნენ ქალები და რა უთხრეს.
  • ცარიელი სამარხის ისტორია არ არის სანდო, რადგან ის სახარებამდელ პერიოდში განვითარდა.
  •  ცარიელი სამარხის ისტორია არის ლეგენდა, რომელიც  გამოიგონეს აღდგომის გამოცხადების მხარდასაჭერად.
  • ცარიელი სამარხის ისტორია ნამდვილი რომ ყოფილიყო, მაშინ პავლე მოციქულს იგი მოხსენიებული ექნებოდა. ცარიელ სამარხს მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია ადრეული მორწმუნეების ცხოვრებაში, და არც ჩვენს ცხოვრებაში უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი.  

    მართალია, დევისი აღიარებს, რომ ცარიელი სამარხის ოთხ ამბავში გარკვეული განსხვავებები არსებობს, მას სწამს, რომ უმეტესი მათგანის ახსნა შესაძლებელია. ის ამტკიცებს, რომ “დეტალების განსხვავების მიუხედავად, ეს ოთხი ევანგელისტი იმაზე ეთანხმებიან ერთმანეთს, რასაც ჩვენ ძირითად ფაქტებს ვუწოდებთ" (იბიდ.69). ის პოულობს არგუმენტს, რომ ეს გვიანდელი ტრადიცია არასანდოა, რადგან “თუ ტრადიცია მოგვიანებით განვითარდა, ჩემი აზრით, აღდგომის საწინააღმდეგო კრიტიკა დაამახინჯებდა ამ განცხადებას" (იბიდ. 71). ამის მსგავსად, იდეა იმის შესახებ, რომ ცარიელი სამარხის ისტორია აპოლოგეტიკის მიზნით შეთხზული ლეგენდა იყო, შეიძლება გავამტყუნოთ, რადგან ეს განაცხადი “იმდენად კატეგორიულად არის დაფუძნებული ქალების დამოწმებაზე,  ,, ვისი დამოწმებაც ლეგალურად არ იყო აღიარებული ებრაულ სასამართლო საქმეებში" (იბიდ.73). აგრეთვე, ცარიელი სამარხის ისტორია ახალ აღთქმაში აპოლოგეტიკურ როლს არ ასრულებს (იბიდ.72). დევისი ამბობს, რომ მართალია, პავლე ღიად არ საუბრობს ცარიელი სამარხის თემაზე, მაგრამ მისი შეხედულება აღდგომის ბუნების შესახებ მოითხოვდა , რომ სამარხი ცარიელი იყო. ამ ლოგიკური იმპლიკაციის გამო მისთვის არ იყო აუცილებელი ამაზე საუბარი (იბიდ.76-77). მეხუთე არგუმენტის საპასუხოდ ის ამბობს:

    უეჭველია, პირველი შეკითხვა, რომელიც გვაინტერესებს, არ არის ის, რომ ცარიელი სამარხის თემაზე, როგორც დღევანდელი ქრისტიანული რწმენის ნაწილზე გამახვილდეს უნდა ყურადღება თუ არა, არამედ კარგი მიზეზია თუ არა იმის რწმენა, რომ სამარხი ცარიელი იყო… ჩემი აზრით, ნამდვილად უცნაური იქნებოდა ჩემთვის, რომ ვინმე, რომელსაც სჯერა ცარიელი სამარხის იდეა, თქვას, რომ თანამედროვე ქრისტიანული სწავლებაში ამისთვის ადგილის არ არის.

    ცარიელი სამარხის ამბავი გვაწვდის ინფორმაციას იმაზეც, თუ რა დაემართა საფლავის სახვევებს. მონაცემები იმდენად აშკარაა, რომ უფრო მეტ ღირებულებას მატებს ცარიელი სამარხის მტკიცებულებებს. გავითვალისწინოთ ის, რომ მაშინდელი ჩვეულების თანახმად, როცა ცხედარს დასამარხად ამზადებდნენ, მას მრავალი მეტრის სიგრძის ქსოვილში ახვევდნენ, რომლის სიგანე 30 სანტიმეტრი იყო. აშკარაა, ნელსაცხებელი არამარტო სხეულის შესანახი ნივთიერების ფუნქციას ასრულებდა, არამედ სახვევის დასაწებებლის ფუნქციასაც. თავს ცალკე ახვევდნენ, ტანს კი ცალკე. ლაზარეს აღდგომის მაგალითი (იოანეს 11:44) ადასტურებს დასაფლავების ამ მაგალითს, რადგან ლაზარე სახვევებში იყო გახვეული და მისი თავის ცალკე ქსოვილით იყო შეხვეული. იგივენაირად არის აღწერილი იესოს დასაფლავება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლაზარე იმდენად იყო გახვეული, რომ საკუთარი ძალებით გახსნა არ შეეძლო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ იესო თავისით ვერ გაიხსნიდა სახვევებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ იესო გონებადაკარგული იყო, შემდეგ კი გონზე  მოვიდა.
    
თუ ყურადღებით დააკვირდებით დეტალებს, ხედავთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანს სახვევების საკითხში? იქ რომ ქურდები მოსულიყვნენ, როგორ ფიქრობთ, განა დახარჯავდნენ დროს იმისთვის, რომ მრავალმეტრიანი ქსოვილის სახვევის შეხსნა დაეწყოთ? ან, თუნდაც რომ გაეხსნათ სახვევები, განა დაუდევრად არ დაყრიდნენ მათ?

ტიპიური არგუმენტი აღდგომის წინააღმდეგ

პოლ ლითლი განიხილავს ოთხ ძირითად არგუმენტს, რომელთაც კრიტიკოსები იყენებენ მოციქულთა იმ განაცხადის დასაკნინებლად, რომელიც ქრისტეს აღდგომას ეხება. განვიხილოთ თითოეული.

არგუმენტები აღდგომის წინააღმდეგ

  •  მოწაფეებმა მოიპარეს ცხედარი.        
  • ცხედარი ან ებრაელმა ან რომაელმა მმართველებმა წაიღეს.
  • ქალები შეცდომით სხვა სამარხში მივიდნენ.          
  • იესო სინამდვილეში კი არ მოკვდა, არამედ გონება დაკარგა.           

არგუმენტი 1: მოწაფეებმა მოიპარეს ცხედარი . მათეს 28:11-15-ის თანახმად ეს არგუმენტი მღვდელმთავრებმა მოიგონეს და ჯარისკაცებს უთხრეს: “თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო" . ლითლი ამ არგუმენტს ორი კუთხით აკვირდება. პირველი, სასაცილოა იმის თქმა, რომ ადამიანმა იცის რა ხდება, როცა თავად სძინავს. მეორე, მოწაფეები მზად იყვნენ სიკვდილისთვის იმ რწმენის გამო, რომ იესო მკვდრეთით აღსდგა; ისინი არ წავიდოდნენ სიკვდილზე ისეთი რამის გამო, რაზეც იცოდნენ, რომ ტყუილი იყო.

არგუმენტი 2: ცხედარი ან ებრაელმა ან რომაელმა მმართველებმა წაიღეს . ეს მმართველები განა საფლავთან დააყენებდნენ მცველებს, თუკი ცხედრის მოპარვას აპირებდნენ? ლითლი ამბობს: ამ არგუმენტის უარყოფა ადვილად შეიძლება, რადგან მმართველებს მართლა რომ წაეღოთ იესოს გვამი, მას მთელ ქუჩებში მოატარებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ აღმდგარა. ეს კი “ქრისტიანობას აკვნიდანვე მიჩქმალავდა".

არგუმენტი 3: ქალები შეცდომით სხვა სამარხში მივიდნენ .  ზოგიერთ ადამიანს სწამს, რომ ქალები იმდენად ანერვიულებულები იყვნენ იესოს სიკვდილთან დაკავშირებული მოვლენების გამო, რომ სამარხის ადგილმდებარეობა შეეშალათ. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე უნდა ვისაუბროთ. პირველი, დააკვირდით იმას, რომ სახარებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქალები ესწრებოდნენ იესოს დასაფლავებას (მათეს 27:61; მარკოზის 15:47; ლუკას 23:55). მეორე, სამარხი არ იყო საერთო სასაფლაოების მიწაზე; პირიქით, სახარებაში კონკრეტულადაა ნათქვამი, რომ იგი იოსებ არიმათიელის საკუთარ მიწაზე არსებული საკუთარი სამარხი იყო.  მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კვირის პირველი დღის ადრეული დილა იყო,  განა დასაჯერებელია, რომ რამდენიმე ქალს, რომელიც ერთად მიდიოდნენ, ყველას შეეშლებოდა სამარხის ზუსტი ადგილმდებარეობა? მოციქულებიც შეცდებოდნენ ამაში? ისინი რომ შეცდომით სხვა საფლავთან მისულიყვნენ განა მმართველებისთვის ადვილი არ იქნებოდა მათი გაშვება იმ ადგილზე, სადაც იესო მართლა იყო დასაფლავებული?

არგუმენტი 4: იესო სინამდვილეში კი არ მოკვდა, არამედ გონება დაკარგა . სიტყვა გონების დაკარგვა ნიშნავს “ნაწილობრივ ან სრულ ჩავარდნას უგონო მდგომარეობაში" ეს ახალი თეორიაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნემდე არ არსებობდა. პოლ ლითლი გვიხსნის, რამდენად სასაცილოა ეს მოსაზრება: თუკი იესო უბრალოდ უგონო მდგომარეობაში იყო დასაფლავების დროს, ის ვერ იცოცხლებდა სამარხში სამ დღეს, ისედაც დასუსტებული. ის თავისით ვერ შემოიცლიდა სახვევებს და ვერ გადააგორებდა სამარხის ლოდს. ვერც რომაელ ჯარისკაცებს მოიგერიებდა და ვერც რამდენიმე მილს ივლიდა ასეთი ჭრილობებით. ეს შეხედულება განმტკიცდა მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი კრიტიკოსის, დევიდ შტრაუსის მიერ: შეუძლებელია, რომ ადამიანს, რომელიც საფლავიდან ცოცხალ-მკვდარი გამოვიდა, რომელიც სუსტად და ავადმყოფურად მოძრაობდა, რომელსაც სამედიცინო დახმარება, სახვევები, გაძლიერება და ნაზი ზრუნვა ესაჭიროებოდა, რომელმაც ვეღარ აიტანა ტანჯვები, ასეთ ადამიანს მოწაფეებზე ისეთი შთაბეჭდილება მოეხდინა, რომ მან სიკვდილსა და საფლავზე გაიმარჯვა; რომ ის სიცოცხლის მეუფე იყო. ეს მათი მომავალი მსახურების ძირი იყო. ასეთი აღდგომა მხოლოდ შეასუსტებდა იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მისი სიცოცხლითა და სიკვდილით მიიღეს… და არავითარ შემთხვევაში არ შეცვლიდა მათ მწუხარებას თაყვანისცემის სურვილითა და ენთუზიაზმით. (1879, 1:412). ამიტომაც ლითლი ამტკიცებს, “ერთადერთი თეორია, რომელიც ადექვატურად ახსნის ცარიელი სამარხის საკითხს, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაა".

აღმდგარი უფლის გამოჩენა

 ჩვენ ვნახეთ, რომ ცარიელი სამარხისა და ქრისტეს აღდგომის შესახებ არსებული სხვადასხვა არგუმენტი სუსტი და არალოგიკურია. ამის საპირისპიროდ, უფლის გამოჩენა აღდგომის შემდეგ ძლიერ ისტორიულ მხარდაჭერას აძლევს  აღდგომის იდეას. წმინდა წერილებში არანაკლებ თორმეტი ფაქტია მოხსენიებული, როცა იესო ადამიანებს გამოეცხადა, თუ ამ რიცხვში მივათვლით იესოს შეხვედრას სავლესთან (პავლესთან) და თუ მარიამის დამოწმებას გამოვყოფთ სხვა ქალების დამოწმებისგან, რომელთაც იესო საფლავისკენ მიმავალ გზაზე გამოეცხადა. 

იესოს აღდგომის შემდგომი გამოჩენის თანმიმდევრობა

1. გამოეცხადა მარიამს, რომელიც საფლავთან მივიდა პეტრესა და იოანეს წამოსვლის შემდეგ (მარკოზის 16:9, იოანეს 20:10-18).

2. სხვა ქალს, რომელსაც იესო გზაზე შეხვდა (მათეს 28:8-9).

3. მოწაფეებს ემაუსის გზაზე (მარკოზის 16:12013; ლუკას 24:13-35).

4. სიმონ პეტრეს (ლუკას 24:34; 1 კორინთელთა 15:5).

5. ათ მოციქულს (იოანეს 20:19, 24).

6. თერთმეტ მოციქულს (იოანეს 20:26).

7. მოციქულებს ტიბერიის ზღვასთან (იოანეს 21:1-24).

8. მოციქულებს გალილეის მთაზე (მათეს 28:16-17).

9. ერთდროულად დაახლოებით ხუთიათას მორწმუნე ძმას (1 კორინთელთა 15:6)

10. იაკობს (1 კორინთელთა 15:7).

11. მოციქულებს ამაღლების მთაზე (ლუკას 24:50-51; მარკოზის 16:14-19; საქმეთა 1:6-9). 12. პავლეს (1 კორინთელთა 15:8).

    ალბათ დამეთანხმებით, რომ სასამართლოში ბრალდება და დაცვა დიდად არის დამოკიდებული დამოწმების არგუმენტზე. რეალური გაგებით იესოს აღდგომის საკითხი სასამართლო პროცესზე იმყოფება. ეს უნიკალური მომენტი ან უარყოფილი იქნება, ან კიდევ დადასტურდება, ძირითადად კი ზემოჩამოთვლილი მოწმობების საფუძველზე. როგორც დღევანდელ სასამართლოებზე, მოწმობის ღირებულება დამოკიდებულია მოწმის სანდოობაზე. ჰენრი თეისენი ამის შესახებ წერს: სამი რამ არის აუცილებელი მოწმობის სანდოობისთვის: მოწმეები უნდა იყვნენ კომპეტენტური თვითმხილველი მოწმეები, მათი რიცხვი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის და მათ (თითოეულს) უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია (1979, 246). არიან თუ არა ზემოთ  ჩამოთვლილი მოწმეები ასეთები? ეს მოწმეები სიზუსტით ამბობდნენ, რომ ისინი ესწრებოდნენ და ხედავდნენ ყველაფერს საკუთარი თვალებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი ინფორმაცია არ იყო სხვისგან მოსმენილი. მაგალითად, წაიკითხეთ ლუკას 24:33-36; იოანეს 20:19, 26; საქმეთა 1:3, 21-22. ისინი საკმარისი რაოდენობის იყვნენ .  იყო მრავალი სხვადასხვა ეპიზოდი (სურათი 6.5). მეტიც, ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში აღმდგარი ქრისტე ხუთასზე მეტ ადამიანს გამოეცხადა!  ამასთანავე, იესო მათ ეჩვენებოდა სხვადასხვა დროს, ადგილას და სხვადასხვა პიროვნებას. ისინი კარგი რეპუტაციის მქონენი იყვნენ . სახარების მოწმეები ეთანხმებიან ერთმანეთს იმ აზრში, რომ მოციქულები კარგი ადამიანები იყვნენ. მათ ასამართლებდნენ აღდგომის ჭეშმარიტების გამო, ისინი კი თავიანთი რწმენის გამო დევნებისა და სიკვდილისთვის მზად იყვნენ. ქრისტიანობის არცერთი სერიოზული ოპონენტი არ კამათობს, რომ მოციქულები ცუდი ადამიანები იყვნენ, და ამ მოსაზრების დამადასტურებელი სამხილიც არ არსებობს. ყველა ეს ფაქტი მოწმეების პატიოსნებაზე მიუთითებს. დააკვირდით იმასაც, რომ აღდგომის შესახებ არსებული ზოგიერთი აზრთა სხვადასხვაობა უფრო მეტად მოწმობების მართებულობის არგუმენტები ხდება. ეს არ არის უბრალო წინააღმდეგობები, არამედ ლეგიტიმური, განსხვავებული შეხედულებები ერთი და იგივე საკითხისა. ეს სხვადასხვა შეხედულებები მხოლოდ ამაღლებენ მოწმეების დამაჯერებლობას. აღდგომის ფაქტები არ იყო ისეთი რამ, რაც მათ სხვებმა უთხრეს, რადგან თითოეული მათგანი ოდნავ განსხვავებას შეიტანდა თვითმხილველთა ნათქვამში. პოლ ლითლის თანახმად ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეპასუხება აღმდგარი ქრისტეს ფიზიკურად ჩვენების რეალობაზე ისაა, რომ ვინც აცხადებს, რომ იესო ნახა, მათ ჰალუცინაცია ჰქონდათ. ეს არის წარმოსახვითი და მხედველობითი გამოვლინება, რომლის დროსაც ადამიანის მიერ ნათქვამი ფენომენი ფაქტზე არ არის დაფუძნებული; იგი გონებაში არსებობს. ასეთი რამ წარმოსახვითი უნარისა და ნერვული ტემპერამენტის მქონე ადამიანებში ხდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ იესო სხვადასხვა ადამიანს გამოეცხადა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, და არა მხოლოდ ორმოცი დღის განმავლობაში. ჰალუცინაციის დროს ადამიანი ხედავს იმას, რისი დანახვაც სურს და თავის სურვილს წარმოსახვით რეალობაში ავლენს. მაგრამ წმინდა წერილი მიგვანიშნებს, რომ მოწაფეები არ ელოდნენ , რომ იესოს ცოცხალს ნახავდნენ. ისინი გაოცდნენ, როცა ის მკვდრეთით აღსდგა. ჰალუცინაციის თეორიას უბრალოდ არ ეთანხმება წმინდა წერილის

ისტორიული შედეგები

 არგუმენტი, რომელიც ქრისტიანობის კრიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ თავად ისტორიის მტკიცებულებაა. იესოს აღდგომიდან რამდენიმე აშკარა შედეგი გამოვლინდა, რომელთა ახსნაც სხვა მიზეზით შეუძლებელია.  მათში მომდევნო ფაქტები შედის:

 1. მოციქულები გარდაიქმნენ.

 2. სულიწმიდა გადმოვიდა მორწმუნეებზე.

 3. ეკლესია ჩამოყალიბდა.

 4. კვირის პირველი დღე უფლის დღედ გამოაცხადა.

 5. ახალი აღთქმა დაიწერა.

 6. დღევანდელი მორწმუნეები დაჯერებულნი არიან ქრისტეს აღდგომაში. მოციქულების გარდაქმნა. იესოს ჯვარცმის დღეს და ორმოცდამეათე დღეს ფენომენალური გარდაქმნა მოხდა მოციქულების გარეგნობაში. ჯვარცმის დღის შემდეგ ებრაელთა შიშით ათი ადამიანი ზემო ოთახში იმალებოდა (იოანეს 20:19). მათ შორის იყო სიმონ პეტრეც.

რა განსხვავებაა? დააკვირდით იოანეს 15:26-27-ში, რა თქვა იესომ რომ მოხდებოდა, როცა სულიწმიდა გადმოიღვრებოდა. სულიწმიდა დაამოწმებდა იესოს შესახებ, და მოწაფეებსაც მისცემდა დამოწმების ცხებულებას. განა ეს არ დაემართა პეტრეს? განა მას სულმა არ დაუმოწმა ქრისტეს აღდგომის რეალობა? სულმა არ მისცა მას ძალა, რომ გამოეცხადებინა ეს კეთილი უწყება? ორმოცდამეათე დღეს სულის მოსვლამ შეცვალა პეტრე და სხვა მოწაფეები და ისინი იესო ქრისტეს აღდგომის მგზნებარე დამმოწმებლებად აქცია. სულის გადმოსვლა . იესო ასწავლიდა, რომ მამასთან თავის წასვლას მოჰყვებოდა სულის გადმოღვრა (იოანეს 7:37-39). თავად ორმოცდამეათე დღეც იმის დამოწმება იყო, რომ იესო აღსდგა. სულის მიმზიდველად  გადმოსვლა (საქმეთა 2) იმის შესანიშნავი გამოვლინება იყო, რომ იესოს ნაწინასწარმეტყველები მართლაც აღსრულდა.  ეს იესოს აღდგომის გარეშე არ მოხდებოდა. ეს კავშირი განსაკუთრებით აღნიშნულია საქმეთა 2:32-33

ეკლესია .

თავად იესოს უწყება არ არის საკმარისი ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. მოწაფეებს არამარტო იესოს სწავლების სჯეროდათ, არამედ აღმდგარი იესოსიც. აღდგომა ადასტურებდა ქრისტეს პიროვნებასა და მის ნამოქმედარს. როგორც ერთმა თეოლოგმა ახსნა, ქრისტესა და მისი აღდგომის  უწყება ორმხრივად ურთიერთდამოკიდებულია. პავლე ამას  1 კორინთელთა 15:14-ში ადასტურებს: “თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც". მოწაფეებში დარწმუნება რომ არ ყოფილიყო, რომ იესო მკვდრეთით აღსდგა, ეკლესია არ იარსებებდა.

ქრისტეს უწყება და მისი აღდგომის ფაქტი ორმხრივად ურთიერთდამოკიდებულია, რადგან

ა) უწყებას არანაირი ძალა არა აქვს აღდგომის დადასტურების გარეშე.

ბ) მოწაფეების მსახურება მხოლოდ აღდგომის შემდგომი პერიოდის შემდეგ დაიწყო.

გ) მოწაფეები გარდაიქმნენ უწყების ძალის მეშვეობით.

დ) უწყებაში ნახსენები არ არის ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი და არც მისი აღდგომა.

უფლის დღე

 აღსანიშნავია ის, რომ მოწაფეებმა, რომელთაგან ყველა ებრაელი იყო,  დააწესეს, რომ ერთად შეკრებილიყვნენ თაყვანის საცემად კვირის პირველ დღეს, იესოს აღდგომის ხსოვნისათვის. მეშვიდე დღე – შაბათი ძველი აღთქმის ნიშანი იყო, რომელიც ისრაელიანებს სინაის მთაზე მიეცათ (გამოსვლის 31:1213; ეზეკიელის 20:12,20). მოციქულებმა დააწესეს კვირის პირველ დღეს შეკრება, რათა პატივი მიეგოთ იმ ჭეშმარიტებისთვის, რომ იესო ცოცხალი იყო. ისინი ახალ აღთქმაში შევიდნენ. აღდგომის რეალობის გარეშე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ უხეშ მეთევზეთა და სახლიდან გამოსულთა ჯგუფს შეძლებოდათ ასეთი განსაკუთრებული ცვლილების მოხდენა და ხალხისთვის ახალი თაყვანისცემის ნიმუშის დადგენა, განსაკუთრებით კი ებრაელი ხალხისთვის. ისტორიული ფაქტები მიგვითითებს, რომ ქრისტიანთა თაყვანისცემა უფლის დღეს (ანუ, კვირის პირველ დღეს) ჩამოყალიბდა უშუალოდ აპოსტოლურ ეპოქაში. მომდევნო საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც რომის იმპერია ქრისტიანული გახდა,  კვირა გახდა თაყვანისცემის ოფიციალური დღე დასავლურ სამყაროში. ახალი აღთქმის დაწერა . მეოთხე საუკუნეში ახალი აღთქმის ეკლესია საბოლოოდ შედგა. წმინდა წერილების არჩევის პროცესი, რომელიც ადგენდა წესდებას ანუ მსჯელობის სტანდარტს, მნიშვნელოვანი საკითხი გახდა რომაულ სახელმწიფოში დევნების პერიოდში. მორწმუნეებს სჭირდებოდათ იმის ცოდნა, თუ რომელი წიგნი ღირდა მათი სიკვდილის ფასად, რადგან უმეტესწილად მათი ბრალდების მიზეზი ქრისტიანული დოკუმენტების ქონა იყო. განა დამაჯერებელია ის, რომ რომ ქრისტიანებს ისეთი რამისთვის გაეწირათ სიცოცხლე, რისაც თავადაც კი არ სწამდათ? ფაქტიურად, განა დამაჯერებელია ის, რომ მოციქულები ამ ტკივილებს აიღებდნენ საკუთარ თავზე, იესო რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო? ამჟამინდელი განცდა . ჩვენ ვნახეთ, რომ ქრისტეს აღდგომის შედეგად მოწაფეთა ცხოვრება გარდაიქმნა. ამ ფაქტზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ თუ იესო მკვდრეთით აღდგა, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენს ცხოვრებას შეცვლის.

    ისევე, როგორც ორმოცდამეათე დღეს დაამოწმა სულიწმიდამ აშკარად და ძლიერად ქრისტეს აღდგომის შესახებ, დღესაც მთელი სამყაროს მორწმუნეები ადასტურებენ მის აღდგომას, როცა ინათლებიან  სულიწმიდით ისევე, როგორც ეს ორმოცდამეათე დღეს მოხდა. აღსანიშნავია ის, რომ ეს სულით მონათლული ქრისტიანები ისევე ძლიერად არიან დაჯერებულები ცოცხალი ქრისტეს რეალობაში, როგორც ადრეული ეკლესიის ქრისტიანები. დღესდღეობით ჩვენი ქარიზმატული განახლება აღდგომის ძლიერი დამოწმებაა ორი მხრივ: 1. ისევე, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, მისთვის აუცილებელი იყო მამასთან წასვლა, რათა სულიწმიდა გადმოღვრილიყო. ამ აღსრულების თავდაპირველი დღე ორმოცდამეათე დღე იყო. ამის მსგავსად, დღესდღეისობით სულიწმიდის გადმოღვრა ისეთივე დამოწმებაა აღდგომის შესახებ, როგორც ეს ორმოცდამეათე დღეს იყო. 2. სულით ცხებული მორწმუნეების ცხოვრებაზე ზეგავლენა ისაა, რომ არსებობს უტყუარი დამოწმება აღმდგარი უფლის რეალობის შესახებ. ისევე, როგორც ადრეული ეკლესიის დროს სულიწმიდა არწმუნებდა ადამიანებს ჭეშმარიტებაში და მათ იესოსკენ მიუთითებდა, ასევე დღესაც სულიწმიდა

    აგრძელებს მორწმუნეების ძალით შემოსვას, რომ მათ დაბეჯითებით დაამოწმონ აღმდგარი იესოს შესახებ.

   ახლა გასაგებია თუ არა, რატომ დავიწყეთ ეს გაკვეთილი შემდეგი შეკითხვით: ““რატომ არის ასეთი კრიტიკული ჩვენს ქრისტიანულ მოწმობაში ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის რეალობის გაგება?"  როგორც პავლე აცხადებდა,  აღდგომის გარეშე ჩვენი რწმენა ფუჭია და არც იმედი გვექნება. მაგრამ უნდა ვიხაროთ, რადგან აღდგომის გამოვლინება იმდენად ყოვლისმომცველია და გვაძლევს დარწმუნებულ იმედს მარადიულ სიცოცხლეში ქრისტესთან, “პირველნაყოფთან" ერთად. (1 კორინთელთა 15:23).

წიგნიდან "აპოლოგეტიკა"

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.