All posts by qristiani

33,000 დენომინაციის მითი

 

რომის კათოლიკე აპოლოგეტების მონანიებისაკენ მოწოდება, რომლებიც საკუთარ განცხადებებში აშკარა ტყუილს იყენებენ

 

 თუ თქვენ ოდესმე მოგისმენიათ მოქცეული კათოლიკეს საუბრისთვის EWTN-ზე (საერთაშორისო კათოლიკური ტელევიზია/რადიო) მისი ,,შინ დაბრუნების” შესახებ, თქვენ მოისმენდით ერთ ძირითად არგუმენტს. თუ თქვენ წაგიკითხავთ ინტერნეტში გავრცელებული ,,მოქცევის ისტორიები”, თქვენ თვალში მოგხვდებოდათ იგივე არგუმენტი, სიტყვა – ad nauseum (ლათინური ტერმინი, როდესაც ვინმე განიხილავს რაღაცას ad nauseum, ისინი იმდენს ლაპარაკობენ, რომ ამის მოსმენა ძალიან მოსაწყენი ხდება). ,,არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, რომი! შეხედეთ პროტესტანტიზმს! 33,000 დენომინაცია და ყოველ დღე კიდევ უფრო მეტი ახალი დენომინაცია ჩნდება! და რატომ? ეს ხდება ,,sola scriptura” -ს მიზეზით (,,sola scriptura” – ლათინური ტერმინია, რომელიც ნიშნავს, რომ ბიბლია არის ერთადერთი შეუცდომელი ავტორიტეტი, პირველადი და აბსოლუტური სტანდარტი სარწმუნოების, ყველა დოქტრინის, წესის, მორალისა და რწმენის საკითხში; sola – მარტო, მხოლოდ; scriptura – წერილი”). ამგვარ განცხადებას აღმოაჩენთ  დამოწმებების წიგნებში, მაგალითად, პატრიკ მადრიდის რედაქტირებით გამოცემულ წიგნების სერიაში ,,სიმართლით გაოცებული”. ალ კრესტა – ერთ-ერთი ასეთი კათოლიკედ მოქცეული, ამ გამოცემის პირველ ნაწილში წერს:

 

“მაოცებდა როგორ შეიძლებოდა პროტესტანტიზმი, რომელიც დაყოფილია 20,000 დენომინაციად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოფილიყო ის, რასაც იესო გულისხმობდა იოანეს 17:21-ში, სადაც ის ამბობდა, რომ ჩემი მოწაფეების ერთობით, ქვეყნიერება გაიგებს, რომ მამამ ძე მოავლინაო (რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი- შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.’’ (Al Kresta,Surprised by Truth, p. 266)

 

კრესტა წერდა ამას მანამ, სანამ მათ მიერვე გამოგენებული პროტესტანტული დენომინაციების რიცხვი დღეს არსებულ 33,000-მდე გაიზრდებოდა. 1998 წლიდან მოყოლებული ამას ვპოულობთ Catholic Answers-დან (კათოლიკური აპოლოგეტური რადიო გადაცემა):

 

ერთ-ერთი, რასაც ისინი უარყოფენ, არის ბიბლიის გარდა სხვა რაიმე ავტორიტეტის არსებობა. შედეგად, ქრისტიანულ დენომინაციებთან დაკავშირებული ყოველი ახალი გამოქვეყნებული კვლევა, აჩვენებს, რომ დაყოფათა რიცხვი კი არ კლებულობს, არამედ მატულობს. დღესდღეობით 26,000 მეტი სხვადასხვა დენომინაცია, სექტა და დამოუკიდებელი ეკლესია  არსებობს მთელს მსოფლიოში. მათ აქვთ უთანხმოება, ისეთ ცენტრალურ საკითხზე, როგორიცაა უფლის სერობა (ზიარება) და ასევე ისეთ ტრივიალურ საკითხზე, როგორიცაა თუ რა სახის მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება ეკლესიაში. თითოეული ბიბლიამომარჯვებული ქრისტიანი უნდა პოულობდეს მის საკუთარ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას. მას შეუძლია ამოირჩიოს ვის ენდოს:  ადგილობრივი ეკლესიის პასტორის სწავლებას, ტელე-ევანგელისტისას (მახარებლის), თუ თავისი დენომინაციის ოფიციალურ სწავლებას, თუმცა ის არ იმყოფება ამ სწავლების ავტორიტეტის ქვეშ. მის ცხოვრებაში არ არის უზენაესი დოქტრინული ავტორიტეტი, წმინდა წერილის მისი პირადი ინტერპრეტაციის გარდა (sola scriptura).

 

ამჩნევთ, რომ დენომინაციათა რაოდენობამ მოიმატა? ტიმ სტეფლზი ამ კონკრეტული სტატისტიკური არგუმენტის გამოყენების სპეციალისტი იყო. მაგალითად იგი ამბობს,

 

განა ბევრ რამეზე არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ რეფორმაციიდან 480 წლის გასვლის შემდეგ – რეფორმაციისა რომელიც ამტკიცებდა, რომ მის ოფიციალურ პრინციპს sola scriptura წარმოადგენდა, დღეს გვაქვს ამ პრინციპიდან წარმოშობილი 26,000 დენომინაცია? 1982 წლის მსოფლიო საეკლესიო ენციკლოპედია პროგნოზირებდა, რომ 1985 წლისთვის იქნებოდა 22, 190 დენომინაცია. ამ მოცემული პროგნოზით ვიღებთ –  წელიწადში 270 დენომინაციას (5 ახალი დენომინაცია კვირაში). თუ ამ პროგნოზს ჩვენს დრომდე განვავრცობთ, დღეისთვის მივიღებთ 26,000_ზე მეტ დენომინაციას.

 

ჟურნალში ,,Envoy Magazine”, აღმოვაჩინეთ წყარო, რომელსაც ეს ადამიანები მიმართავენ. ეს წყარო არის მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედია (World Christian Encyclopaedia), რომლის ბოლო გამოცემა, როგორც ვიხილავთ, 2001 წლით თარიღდება.  სტეფლზი პირდაპირ ასახელებს წყაროს. ეს დაიმახსოვრეთ.  სხვა ადგილზე სტეფლზი ამბობს:

 

წმინდა წერილის თანახმად, ღმერთის ხალხისთვის, რწმენის, ზნეობისა და წესრიგის საკითხებში ეკლესია არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. მრავლის მეტყველია ის ფაქტი, რომ თითქმის 500 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რეფორმაცია ამტკიცებდა, რომ მის ოფიციალურ პრინციპს წარმოადგენს ”sola scriptura” და დღეისთვის არსებობს 33,000-ზე მეტი პროტესტანტული დენომინაცია. იოანეს 10:16-ში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ,,ერთი სამწყსო, ერთი მწყემსი”. დოქტრინისა და სულიერი ავტორიტეტის დასაფუძნებლად მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობა არ აღმოჩნდა ეფექტური.

 

სტეფლზმა 2001 წლის შემდეგ  საკუთარი მონაცემების განახლებული ვერსია დაასახელა. გამოყენებული წყარო იგივეა.

სტივ რეი კვლავ სრულად ენდო ამ არგუმენტს. თავის ინტერვიუში ამაღლების თემაზე, მან დაწერა:

 

ჩვენი ავტორიტეტის წყაროს მხოლოდ ბიბლია არ წარმოადგენს. ჩვენ ვმადლობთ ღმერთს და კათოლიკურ ეკლესიას ამისათვის (ავტორიტეტისათვის). შეხედეთ გამოგონილი დოქტრინით, sola scriptura-ით დაბნეულ მასას, , ეს დოქტრინაა თავს მოხვეული პროტესტანტებზე, რომლენიც დაყოფილნი და მიმოფანტულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 33,000-ზე მეტ განსხვავებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად, ბიბლიის საკუთარი ინტერპრეტაციით.

(World Christian Encyclopedia (Oxford University Press, 2001), pg. 10.)

 

ახლა გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ რეი პირდაპირ მიუთითებს წყაროს და გვერდსაც კი, რომელსაც ის ეყრდნობა. შემდეგ,  გაითვალისწინეთ, რომ ის პირდაპირ აცხადებს, რომ რაოდენობა 33,000  მოიცავს მხოლოდ პროტესტანტებს. უფრო მეტიც, ის ”sola scriptura”-ს დოქტრინას 33,000 დენომინაციის არსებობის მიზეზად ასახელებს. იმისათვის რომ დაგარწმუნოთ, რომ ეს ნამდვილად სტივ რეის პოზიციაა, მოვიყვან მის სიტყვებს:

 

ახლა რა? ვინ იცის! ხვალ ისინი შეიძლება კვლავ დაიყონ და შექმნან „პირველი ახალი პროგრესული მისიონერული ბაპტისტური ეკლესია“ და შემდეგ ეს ალბათ კვლავ დაიყოფა „უახლეს პირველ ახალ პროგრესირებად მისიონერულ ბაპტისტურ ეკლესიად“ ან „პირველ წმინდა ახალ პროგრესირებად მისიონერულ ბაპტისტურ ეკლესიად.“ რის შემდეგაც უკვე არსებულ 33,000 პროტესტანტულ დენომინაციას კიდევ მრავალი სექტა დაემატება.

 

ყურადღება მიაქციეთ ,,პროტესტანტულ დენომინაციებს.” გასულ კვირას სტივ რეიმ უთხრა კევინ ჯონსონს:

 

გამარჯობა კევინ: გმადლობ, რომ გამიზიარეთ თქვენი სახელი, რომელიც არ იყო ინტერნეტ პოსტზე მითითებული. ვისურვებდი, რომ დიალოგისთვის დრო მქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ გადატვირთული ვარ და არ შემიძლია ღრმად ჩავერთო დებატებში. წარსულში უამრავი თავისუფალი დრო მქონდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. ვიმედოვნებ სხვები ჩაერთვებიან შენთან დიალოგში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც მე წავაწყდი, კევინ არის ის, რომ შენ ხარ ერთ-ერთი 33,000 დენომინაციიდან, რომლებიც რეფორმაციიდან აღმოცენდა და ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა საკმარისი დროის გამოყოფა იმ სხვადასხვა დეტალის გასაგებად, რომლისაც თითოეულ თქვენგანს სწამს მრავალი მრწამსითა და ტრადიციით.

 

ამგვარად, სტივ რეიმ გაიმეორა განცხადება, რომ პროტესტანტული დენომინაცია არის 33,000. მან ხელმეორედ თქვა, რომ ეს განპირობებულია ”sola scriptura”-ს დოქტრინით და მან გარკვევით თქვა ისიც, საიდანაც ის ვითომდა იღებდა ინფორმაციას, მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედიიდან. კერძოდ:

 

მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედია: შედარებითი მიმოხილვა რელიგიებისა და ეკლესიების, თანამედროვე მსოფლიოში, მეორე გამოცემა, David B. Barrett, George T. Kurian, Todd M. Johnson Oxford University Press, 2001.

(იხილეთ ინგლისურ ენაზე: World Christian Encyclopedia: A comparative survey of churches and religions in the modern world. Second Edition, David B. Barrett, George T. Kurian, Todd M. Johnson Oxford University Press, 2001.)

 

ამგვარად, მოდით შევამოწმოთ ეს ხშირად გამეორებული არგუმენტი, რომელსაც ვპოულობთ კათოლიკე აპოლოგეტების ფართო ჯგუფების საუბრებსა და სტატიებში.

 

პირველი შეცდომა: მარტივი ლოგიკა
 

    სანამ ყურადღებას მიაქცევთ ამ არგუმენტის წყაროსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემას, ცხადი უნდა იყოს, რომ აქ წარმოდგენილი მთელი ეს არგუმენტები შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს, როგორც ,,ყალბი”. კრიტიკულ განსჯას ვერ უძლებს ვერცერთ დონეზე. ცვლილებები ლოგიკაში და არგუმენტები არის უსაშველოდ დიდი. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ 2 აშკარა პრობლემაზე.

      პირველი – კონკრეტულად რის საფუძველზე აჩვენებენ კათოლიკე აპოლოგეტები, რომ ”sola scriptura”-ს დოქტრინა არის ამ დაყოფების წყარო? მაგალითად, როდესაც ვხედავთ რომის საეკლესიო წოდებებს შორის დაყოფასა და ცხარე უთანხმოებას ძირითად საკვანძო საკითხებზე, გვაძლევს თუ არა ეს უფლებას დავადანაშაულოთ რომის მაგისტერიუმი ამ განსხვავებული თვალსაზრისების არსებობაში (კათოლიკური ეკლესიის მაგისტერიუმი წარმოადგენს ეკლესიის ავტორიტეტს ან ოფისს, საკუთარი ჭეშმარიტი სწავლების ჩამოყალიბების საქმეში)?  თუ ქრისტიანს სწამს, რომ წმინდა წერილი რწმენის საკმარისი სტანდარტია, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ საკმარისი წყაროს არასწორად გამოყენება (ბოროტგანზრახვით) მისი საკმარისობის წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტი შეიძლება იყოს? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ალოგიკურია. წმიდა წერილები სრულყოფილად შეიძლება მოემსახუროს იმ დანიშნულებას, რისთვისაც მოგვეცა, მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ ცოდვილნი არიან. ადამიანები ჯერ კიდევ არასრულყოფილნი არიან. ადამიანები ჯერ კიდევ უმეცარნი არიან და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ თავიანთი ტრადიციები. ამგვარად, სანამ ეს აპოლოგეტები თავს იკატუნებენ, რომ ”sola scriptura”-ს დოქტრინის დადანაშაულება დაყოფებში მოცემული ცხადი ფაქტია, ეს ვარაუდი არ არის საკმარისი ამ არგუმენტის დასამტკიცებლად.

        მეორეც – რაც ასევე უკავშირდება წინას, არის ის, რომ ცხადმა და მტკივნეულმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ დღეს პროტესტანტული ეკლესიების მხოლოდ მცირე პროცენტი ეძიებს შეგნებულად რომ ასწავლოს, აღიაროს და პრაქტიკაში განახორციელსო “Sola scriptura.” სინამდვილეში, დიდი რაოდენობის არა-კათოლიკური ეკლესიები აღიარებენ ნაირ-ნაირ კონცეფციებს, რომლებიც არღვევენ “Sola scriptura“-ს დოქტრინას. ამგვარად, როგორ შეიძლება დოქტრინა იყოს დამნაშავე მათ ქმედებებში, ვისაც არც კი სწამს მისი? ცხადია, რომ ეს შეუძლებელია. რეალურად, ის ეკლესიები რომლებიც მონდომებით მიილტვიან/ცდილობენ განაცხადონ, აღიარონ და გამოიყენონ „sola scriptura”, მნიშნელოვნად უფრო ერთსულოვანნი არინ საკუთარ თეოლოგიაში, ვიდრე ის ეკლესიები, რომლებიც ეძებენ განმარტებისა ან გამოცხადებების გარეშე, ღვთივსულიერ/წინამძღოლურ წყაროს.

      ამგავრად, იმ დროს, როდესაც 33 000 პროტესტანტული ეკლესიისა და ამაში დამნაშავე sola scriptura–ს დადანაშაულების არგუმენტი გავრცელებულია, ეს არ ქმნის მას დასაბუთებულ არგუმენტად. მაგრამ არსებობს ამ არგუმენტის უარყოფის ბევრად უფრო საფუძვლიანი მიზეზი, რომელიც ასე ხშირად არის გამოყენებული ტიმ სტეფლზისა და სტივ რეის მსგავსი ადამიანების მიერ.

 

მეორე შეცდომა: ეს არის უბრალოდ ტყუილი
 

იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა რელიგიაზე მოქცეული პიროვნება წყაროს ასახელებს, გამოიყენეთ ჩემი რჩევა. თავად წაიკითხეთ ეს წყარო.  როდესაც ვკითხულობთ მსოფლიო ქრისტიანულ ენციკლოპედიას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც უთქვამს სტივ რეისა და ტიმ სტეფლზ ან სხვებს მათი წრეებიდან ყოველთვის უნდა მიიღოთ სკეპტიკურად და არ დაიჯეროთ ბუკვალურად. რეის მიერ მითითებულ წყაროს მეათე გვერდზე ჩვენ ვკითხულობთ,

 

მსოფლიო ქრისტიანობას

გააჩნდა

26,350 33,820 დენომინაცია/ქვედენომინაცია

რომელთაც ჰქონდათ

1,391,020 3,445,000 საკრებულო/ ეკლესია

შედგებოდა

1,130 1,888 მილიონი წევრი ქრისტიანისაგან

გადანაწილებული

ორ გლობალურ კატეგორიად

 

პირველი რიცხვი არის 1970 წლიდან, მეორე 2000 წლიდან. დასახელებული ორი ,,გლობალური კატეგორია” არის  „დენომინაციონალიზმი“ და  “პოსტდენომინაციონალიზმი“. უდიდესი მნიშვნელობის მქონეა იმის გაგება, რომ რიცხვი 33,820, რომელსაც იყენებენ რეი და სტეფლზი და სხვა კათოლიკე აპოლოგეტები, აერთიანებს ყველა ორივე კატეგორიაში არსებულ “დენომინაციებს”. მაგრამ თუ ეს ადამიანები ცოტა მეტს წაიკითხავდნენ ენციკლოპედიის მათ მიერვე მითითებულ იმავე გვერდზე, ისინი მიხვდებოდნენ, რომ ეს არ არის “დენომინაციების” ჩამონათვალი, რომლებიც პროტესტანტული რეფორმაციიდან წარმოიქმნა (თუმცა კიდევ ერთხელ, სიცხადისათვის ავღნიშნავ, რომ ზუსტად ამას ამტკიცებს სტივ რეი, რაც ზევით არის წარმოდგენილი). 21,990  არის  “პოსტდენომინაციალიზმის” კატეგორიაში, 11,830 არის დენომინაციონალიზმში. გთხოვთ გაიაზრეთ, რომ დენომინაციების სია მოიცავს კათოლიკებს, მართმადიდებლებსა და პროტესტანტებს! რეალურად, განსაცვიფრებელია, რომ ეს წყარო ითვლის 242 რომის კათოლიკურ დენომინაციას! და თუ ეს „მუდამ გულდასმით ფრთხილი მკვლევარები“ შეიწუხებდნენ თავს და წაიკითხავდნენ მე-16 გვერდს, ისინი აღმოაჩენენ:

  • ეს წყარო მოიცავს 781 “მართმადიდებლურ” დენომინაციას (ე.ი აღმოსავლური მართმადიდებლობა), ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებს 887.
  • ეს წყარო მოიცავს 242 “კათოლიკურ” დენომინაციას 2000 წლისთვის, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებს 245.

       წარმოიშვა თუ არა ეს ორი ჯგუფი რეფორმაციიდან? რა თქმა უნდა არა! ამის ნაცვლად, მე-16 გვერდზე ვკითხულობთ, რომ ყოვლისმომცველი “პროტესტანტების” ჯგუფი 2000 წლის მონაცემებით აღნიშნულია როგორც 8,973 დენომინაცია, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია 9,490.  თუ ჩვენ ზუსტად აქ შევჩერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სტივ რეი და ტიმ სტეფლზი 24 000 დენომინაციით ჩამორჩებიან თავიანთ ხშირად განმეორებულ მტკიცებულებას, ე.ი რეალურად წყაროში მოცემული რიცხვი  არის მხოლოდ მათ მიერ მოცემული რაოდენობის  27 %. ეს არის 300 %-ით გაბერილი რიცხვი! რატომ? ისინი უბრალოდ მიყვებიან მეორადი წყაროს ცნობებს, ისე, რომ არასოდეს ყურადღებასაც კი არ აქცევენ პირველად წყაროებს? თუ ისინი არაკეთილსინდისიერად იქცევიან? რომელია აქედან სწორი?

      მაგრამ ეს არ არის სრული სურათი. როგორც კი თქვენ დაიწყებთ “პროტესტანტული” დენომინაციების სიის შესწავლას, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის შეიცავს ისეთ არა-ტრინიტარულ ჯგუფებს (სამების დოქტრინის უარმყოფი რელიგიური ჯგუფები), როგორიცაა უანნესების დენომინაციები (კიდევ ცნობილია, როგორც დენომინაციები „მხოლოდ იესო“. უარყოფენ სამების დოქტრინას და აღიარებენ რომ ღმერთი არის ერთპიროვნული), ასევე, მეშვიდე დღის ადვენტისტების მსგავსი ჯგუფები! ზოგიერთი ჩამოთვლილი დენომინაცია ღიად ცნობს ,,გამოცხადების“ გაგრძელებას თანამედროვე პერიოდში,  რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ sola scriptura–ს დოქტრინასთან შეხება სავარაუდოდ საერთოდ არა აქვთ.

      პროტესტანტული ჯგუფების შემდგომ არის “დამოუკიდებელი” ჯგუფები, რომლებსაც მოყვებიან “მარგინალური/მწვალებლური ქრისტიანული”  ჯგუფები. მაგრამ ყველა ეს ჯგუფი ჩამოთვლილია რიცხვში – 33,820! გთხოვთ გაიაზრეთ, აქ შედიან “გნოსტიკები” (!) მორმონები (122 დენომინაცია) და იეჰოვას მოწმეები (228 დენომინაცია)!

        ამგვარად, ყურადღებიანი მკითხველი გამოიტანს ერთ დასკვნას: სტივ რეი, ტიმ სტეფლზი და კათოლიკე აპოლოგეტების დანარჩენი საზოგადოება, ისე ისვრის რიცხვს 33,000 როგორც რაგბის ბურთს და უსასრულოდ ირცხვენენ თავს ყოველ ჯერზე, როდესაც ამ მითს იმეორებენ. არა მხოლოდ ის ფაქტია ძალიან აშკარა, რომ “Sola scriptura–ს” დოქტრინა არ არის დამნაშავე 33 000–ის რაოდენობის არსებობაში, არამედ ამავე წყაროში, თუ წაიკითხავთ კონტექსტში, ამ  33,000-ის დიდი ნაწილი არც კი აღიარებს ამ დოქტრინას, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ჩამოთვლილ პროტესტანტულ ჯგუფებს შორისაც კი, რამდენმა იცის სერიოზულად აღნიშნულ დოქტრინასთან დაკავშირებული საკითხები, ნუთუ თავი დაანებეს სიმართლის გონივრულად დადგენას? ამგვარად, არცერთ პატიოსან ადამიანს არ შეეძლო, ამ ინფორმაციის შუქზე გაეგრძელებინა ამ რიცხვის გამოყენება იმ გზით, როგორც ამას რეი, სტეფლზი და სხვები რეგულარულად აკეთებენ.

        ირონიულად, რეის მიერ მითითებული გვერდის შემდეგ გვერდზე (გვ.11), ჩვენ აღმოვაჩინეთ გრაფიკი,  ქრისტიანობის ისტორიაში წამებულთა შესახებ. ის ამტკიცებს, რომ 11,000,000 მოწამე მოკლეს, როგორც რომის კათოლიკე  1000 წლის შემდეგ ახ.წ.აღ. (შეიცავს თუ არა რიცხვი ჯვაროსნულ ლაშქრობებს? – ჩვენთვის ეს უცნობია). აღნიშნული წყარო ასევე ასახელებს 3,170,000 პროტესტანტ წამებულსა და 838,000 “რომის კათოლიკეს ახ.წ.აღ. 1000 წლამდე”.

        მაგრამ, მომდევნო ნაწილში მოცემულია მათი ჩამონათვალი, ვინც პასუხისმგებელი იყო მოწამეთა მკვლელობაზე. საერო ხელისუფლებისა და ათეისტების მაჩვენებელი დიდია 55, 597,000 და შესაბამისად 31,519,000. მუსულმანებიც მაღალი მაჩვენებლით არიან წარმოდგენილი ქრისტიანების მოწამედ ქმნის სკალაზე 9,101,000 ადამიანია მათ ანგარიშზე. ანიმისტები მოდიან მეოთხე ადგილზე 7,469,000 ქრისტიანი და გამოიცანით ვინ არის მეხუთე ადგილზე მოწამეთა– წარმოებაში, აღლუმის მომწყობები? დიახ, კათოლიციზმი 4,951,000 ქრისტიანით! მაინტერესებს რეი და სტეფლზი ამ სტატისტიკით მალე თუ მოახდენენ ციტირებას? და თუ არა, რატომ არა?

 

დასკვნა:
 

ამ ფაქტების ფონზე, მე მოვუწოდებ სტივ რეის, ტიმ სტეფლიზა და სხვა კათოლიკე აპოლოგეტებს, რომლებიც ასწავლიან ზეპირსიტყვიერად თუ წერილობითი ფორმით, რომ არსებობს 33,000 პროტესტანტული დენომინაცია, გულახდილად და საჯაროდ უკან წაიღონ თავიანთი მცდარი, დაუსაბუთებელი განცხადებები, ბოდიში მოიხადონ და ახსნან, როგორ შეეძლოთ ციტირება წყაროდან, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად უარყოფს მათ განცხადებებს. ვერ გაიგეს, რას კითხულობდნენ? ფაქტობრივად წყარო არც კი უნახავთ? სხვისგან აღებულ ციტირებას გვთავაზობდნენ? რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს? მაძიებელ გონებას სურს პასუხის მიღება.

 
 
თარგმანი: 
ანუკი გელაშვილი
შალვა სახელაშვილი
 
რედაქტირება:
ალექს კვინიკაძე
 

5 გარემოება, რაც პატიებას არ ნიშნავს

წლების განმავლობაში რჩევა–დარიგებას ვაძლევდი ადამიანებს, რომელთა მიმართაც საშინლად შესცოდეს.

 

ამავე დროს მე ნამდვილად  არასრულყოფილი სამუშაო გავწიე მათი ტკივილისა და მიტევების პროცესის წარმართვაში. სხვების მიტევება ღმერთისგან ცხადი მოწოდებაა, რაც ღრმად სურს მორწმუნეთა უმრავლესობას, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის ადვილი და მრავალ კითხვას წარმოშობს. კითხვებს როგორიცაა: როცა ვპატიობ მე უნდა ვიგრძნო (ემოციურად) მიტევება? თუ მე მოგიტევებ, ნიშნავს თუ არა ეს ამ თემაზე საუბრის დასასრულს და მე აღარ შემიძლია  ვილაპარაკო ჩემს ტკივილზე? ნიშნავს ეს, ავტომატურად საწყის მდგომარეობასთან დაბრუნებას, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ შესცოდავდი? ამ თემაზე უამრავი წიგნია დაწერილი, მაგრამ ძალზედ ცოტაა მოცემული თუ რა არ არის მიტევება. ვიმედოვნებ, რომ ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება.

მიტევების მოწოდება სულაც არ ნიშნავს რომ ეს ადვილია ან რომ ჩვენ უნდა ვაპატიოთ სწრაფად. როცა ჩვენ ვცოდავთ (ვინმეს წინააღმდეგ), ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი, სიცოცხლის გამანადგურებელი, გზიდან გადამცდენი. ზოგიერთი ცოდვა არის ადვილად საპატიებელი, მაგრამ ზოგჯერ მიტევებას სჭირდება ხანგრძლივი დრო, ბევრი ლოცვა და უფლის ძლიერი დახმარება. როდესაც ადამიანი შეძრულია ტკივილით, პირველი  რაც მას სჭირდება არის ჩვენი თანაგრძნობა და გაგება, და არა სწრაფი დარწმუნება, რომ აპატიოს. ეს არის პატიების პროცესის ნაწილი, მაგრამ არა პირველივე ნაბიჯი. ვნანობ, რომ წარსულში მე ვიყავი ძალზედ უგრძნობი ზოგიერთი ადამიანის ტკივილის მიმართ და მეტისმეტად სწრაფი რჩევაში, რომ ისინი შეხვედროდნენ მათ, ვინც შესცოდეს მათ წინააღმდეგ და მიეტევებინათ.

პატიება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიგრძნობთ მიტევებას (ემოციურად). მიტევება არის გადაწყვეტილება შთანთქო ტკივილი ან შედეგი/ზიანი გამოწვეული ვიღაცის ცოდვით და არ მოითხოვო გადახდა/ანაზღაურება. თუ შენ გათხოვებ ჩემს ავტომობილს და მოგიხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, ვიღაცას მოუწევს დაფაროს შეკეთების ხარჯები, შენ  ან მე. თუ მე ”გპატიობ” შენ, მე ვიღებ ხარჯიან გადაწყვეტილებას, დავფარო შენი მარცხის ფასი, სწორედ ისევე, როგორც იესომ გადაიხადა ფასი ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარზე. ამგვარად, მიტევება შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. მაშასადამე, პატიების მოწოდება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ,,ვიგრძნოთ მიტევება”, როცა ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ტკივილის განცდა პატიებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგაც.

მიუტევო ვინმეს, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მაშინვე უნდა ენდო. პატიება არის მყისიერი, ნდობა დროთა განმავლობაში ყალიბდება. თუ ალკოჰოლიკი მოვიდა ეკლესიაში და შემობრუნდა ქრისტესკენ, ღმერთი პატიობს მას დაუყოვნებლივ, მაგრამ ის ვერ გახდება წინამძღოლი(ხელმძღვანელი) მომდევნო დღესვე. თუ ვინც ტკივილი მოგვაყენა, მოვა და პატიებას გვთხოვს, ჩვენ შეგვიძლია მივუტევოთ მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს უცილობლად, რომ ისინი უკვე შეიცვალნენ. არაა მცდარი, რომ გსურდეს ცვლილებების დანახვა, სანამ ვინმეს კვლავ ენდობი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უკვე მიტევებული გვაქვს.

პატიება არ ნიშნავს პრობლემის აღარ განხილვას. რამდენ ქმარს გვითქვამს ცოლებისთვის ”ხომ მოგიბოდიშე?! და რაღატომ ვაგრძელებთ ამაზე დავას/განსჯას/განხილვას?“ მაშინაც კი, როცა ჩვენ ვპატიობთ,  შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დაზარალებულისთვის გამოთქვას თუ რამდენად ატკინა, დააზიანა შემცოდემ. ჩვენ გვჭირდება გავიაზროთ ჩვენი ცოდვების შედეგები. ხშირად ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ავწონ-დავწონოთ (განვიხილოთ) რა უძღოდა წინ ჩვენს ცოდვას, რამ მიგვიყვანა ცოდვამდე, იმისათვის რომ  მომავალში ცოდვის პრევენცია მოვახდინოთ.

და ბოლოს, პატიება არ ნიშნავს, რომ ცოდვას არ ექნება თავისი შედეგი. თუ მე სულელურად მთლიანად დავხარჯავ ჩემს საკრედიტო ბარათს, ამის შემდეგ კი ვაღიარებ ჩემს ცოდვას, ღმერთი მომიტევებს, მაგრამ მე ჯერ კიდევ მომიწევს გადავიხადო ჩემი ვალი, რომელსაც შეიძლება წლები დასჭირდეს. როცა ჩვენ ვპატიობთ ვინმეს, ჩვენ ვამბობთ, ”უფალო, გთხოვ მსჯავრს ნუ დასდებ მათ ამ ცოდვებისათვის. გთხოვ ნუ მიუზღვავ მათ რასაც თავიანთი ცოდვის გამო იმსახურებენ, სწორედ ისევე როგორც მე არ მომაგე, რასაც ჩემი ცოდვების გამო ვიმსახურებდი.” მიუხედავად ამისა შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს შედეგები, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი, მაშინაც კი, როცა ღმერთი პატიობს მათ თავიანთ ცოდვებს.

ზოგ შემთხვევაში ადვილია აპატიო. სხვა შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი დავალებასავითაა. ძალიან ხშირად, იესო ბრძანებს შეუძლებელის შესრულებას, მაგალითად გვიყვარდეს ჩვენი მტრები და სიკეთე გავუკეთოთ ჩვენს მოძულეებს (ლუკა 6:27). ჩვენ არ შეგვიძლია ეს შეუძლებელი მოწოდება შევასრულოთ ჩვენი ძალებით, მაგრამ თუ ღმერთი ბრძანებს, ის მოგვცემს ძალასაც მის დასამორჩილებლად, თუ ვთხოვთ კიდეც.    


თარგმანი: ანუკი გელაშვილი
წყარო

 

 

 

 

8 გზა ცდუნების დასაძლევად

ჩვენ ყველანი უამრავი საცდურის წინაშე ვდგავართ, ღმერთს უნდა რომ ჩვენ შევებრძოლოთ მათ.  განვიხილავთ 8 გზას თუ როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება.

1.ილოცე სანამ ცდუნდები.

იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს რომ ეთხოვათ ღმერთისთვის, „ და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. და როგორც მან გვითხრა რომ ვილოცოთ, „ პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.“ კარგია, რომ ვთხოვოთ ღმერთს რომ გვიხსნას საცდურიგან და ბოროტისაგან დღეს.

2. აარიდე თავი. კარგი გაქცევა უკეთესია ვიდრე ცუდი დაცემა.

დადექი ცოდვისგან რაც შეგიძლია შორს. არ იფიქრო რომ არ დაეცემი. თუ შენ დაიქირავებ ვინმეს, რომ გადაატანინო ყველაზე ფასეული ნივთები შენი საკუთრებიდან, შენ არ ეტყვი მათ რომ სცადონ კლდის ნაპირთან რამდენად ახლოს შეძლებენ მანქანის გატარებას. იგავების მე-7 თავში „ახალგაზრდა გულუბრყვილო კაცი“ შებინდებისას დახეტიალობს ქალის სახლთან და უბრალოდ ისე „ხდება“ რომ მიირბენს მასთან. ქალს მეძავივით აცვია. ის ეუბნება რომ მისი ქმარი წასულია და აღუწერს თავის სურნელოვან საწოლს. საბოლოოდ ის მიჰყვება ქალს დასაკლავი ხარივით. სატანის მიერ მოხიბლული ევა განსაცდელში ჩავარდა იმის ყურებით, თუ როგორ გემრიელად გამოიყურებოდა ნაყოფი. თავი აარიდე ცდუნებას.  დადექი შორს ბნელ პარკში მდგარი მანქანიდან.

3.მოახდინე საღვთო წერილების ციტირება.

ეს არის გზა, რომლითაც იესომ დაძლია ცდუნება.  როდესაც შენ ბუზღუნებ, გაახსენე შენს თავს -„ მარადის იხარე“.  როდესაც ცდუნების წინაშე ხარ რომ უხეში პასუხი გასცე, გაიხსენე-„ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას“. როდესაც წვალობ შეცდომის გამოსწორებისთვის გაახსენე შენს თავს – „ ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება , თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“. რა თქმა უნდა, ის რომ წმინდა წერილის ციტირება მოვახდინოთ ცდუნებისას ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის, რაც ნიშნავს რომ რეგულარულად უნდა მივიღოთ იგი.

4. ილოცე ცდუნებაში ყოფნისას.
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.  ( ებრ. 4)

5. სთხოვე ძმას ან დას რომ ილოცოს შენთან ერთად.

ეკლესიასტეს 4:12 ამბობს „თუ ერთს დაჯაბნის ვინმე, ორნი აღდგებიან მის წინააღმდეგ; სამმაგი თოკი მალე აე გაწყდება“.

6.სთხოვე ვინმეს რომ იყოს პასუხისმეგებელი შენს დაჭერაზე.

ერთხელ მეგობარმა მითხრა, „ მარკ, როცა მე დავბრუნდები ჩემი ბიზნეს მოგზაურობიდან ამ კვირაში, შეგიძლია მკითხო  ვუყურე თუ არა ტელევიზორს სასტუმროს ოთახში? როცა მე მარტო ვარ მოგზაურობისას, მე ვარ საცდურის წინაშე რომ ვუყურო ცუდ მასალას. იმის ცოდნა რომ შენ მკითხავ ამის შესახებ დამეხმარება მე რომ ვებრძოლო ცდუნებას.

7.გახსოვდეს ღმერთის ერთგულება.

”ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეძლოთ“ (1 კორ. 10:13). ღმერთი არასოდეს დაუშვებს რომ ვცდუნდეთ იმ ძალის მიღმა რასაც ის გვაძლევს, და თუ ჩვენ ვთხოვთ ის „გამოსავალსაც გაგვიჩენს“ რათა გადავლახოთ ცდუნებები.

8.შეახსენე შენს თავს რომ ცოდვას აქვს შედეგები.

გაიხსენე გალატელთა 6:7 –„ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის.“

როცა დავითმა უღალატა თავის ცოლს ბათ-შებაყთან და მოაწყო მისი ქმრის სიკვდილი, ღმერთმა აპატია მას, მაგრამ უთხრა რომ მახვილი აღარ მოშორდებოდა მის სახლს, მისი ოჯახის წევრები დიდ ზიანს მიაენებდნენ დავითს და ბავშვი რომელიც ეყოლებოდა ბათ-შებაყისგან მოკვდებოდა.(2სამ.12:10-14)

 

ასე რომ შევაჯამოთ მოკლედ:

ილოცე სანამ ცდუნდები

აარიდე თავი

მოახდინე წმინდა წერილის ციტირება

ილოცე ცდუნებაში ყოფნისას

სთხოვე ძმას ან დას რომ ილოცონ შენთან ერთად

სთხოვე ვინმეს რომ პასუხისმგებელი იყოს შენს დაჭერაზე

გახსოვდეს ღმერთის ერთგულება

გაახსენე შენს თავს რომ ცოდვას აქვს შედეგები


თარგმანი: თამთა ნიქაბაძე


წყარო

მორწმუნე ჰომოსექსუალები

მორწმუნე ჰომოსექსუალები

თანამედროვე კონსერვატულ მორწმუნეებს შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება, რომ უარყონ ჭეშმარიტებისათვის მოსალოდნელი ტანჯვის გარდაუვალობა  (1პეტრე 3:14-16; 4:12-16).  მათ ძალუძთ იტირონ ბედისწერაზე, დეპრესიაში ჩავარდნენ და იწუწუნონ კულტურული ზემოქმედების გამო რწმენის შერყევაზე.

         კულტურული ზეგავლენა გადაუვალია, რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენ, მიუკერძოებელი ფუნდამენტალისტები, შევძლებთ ოდესმე ჰომოსექსუალი აქტი ცოდვად არ ვაღიაროთ. თუმცა, კიდევ ერთი საფრთხე გვემუქრება ჩვენ – ფუნდამენტალისტ ქრიატიანებს. ეს არის არგუმენტთა მთელი ნუსხა, რომელიც მიმართულია ჰომოსექსუალიზმის გასამართლებლად და ხელს უწყობს "მორწმუნე გეების" არსებობას. არიან მრავალი მათგანნი, რომელნიც თავს აღიქვამენ ერთსადაიმავე დროს ლიბერალებად და ღვთისმეტყველებად, ეყრდნობიან საკმაოდ კონსერვატულ შეხედულებებს და ამავე დროს სურთ იყვნენ ჰომოსექსუალები. ისინი ბედავენ და წმინდა წერილისაც კი იშველიებენ  ამ საკითხში. მათი ამგვარი სურვილი- დარჩნენ გარკვეული გაგებით ქრისტიანები- აყალიბებს შედარებით ახალ მიმდინარეობას გეი აქტივისტებისას. რა თქმა უნდა, იესო გვაფრთხილებდა, რომ გამოჩნდებოდნენ ცრუმასწავლებლები, რომელნიც "ასწავლიან და ცდუნებაში შეიყვანენ ჩემს მსახურებს, რომ იმრუშონ და ჭამონ ნაკერპავი." (გამოცხ.2:20). მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ქრისტიანობის ისტორიის განმავლობაში არსებულიყო რაიმე დაჯგუფება, რომელიც შეეცდებოდა თვალსაჩინოდ გაეერთიანებინა ჰომოსექსუალები და ქრისტიანები.

    "მორწმუნე გეები" თვალსაჩინოდ როდი გმობენ ბიბლიას. თავიანთ ბროშურებში, ბლოგებსა და იუთუბეზე ატვირთულ გულისამაჩუყებელ ვიდეოებში, ისინი ბიბლიის უარყოფის მაგიერ, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბიბლიაში წაკითხული ყოველთვის როდი ასახავს ჩვენს ვარაუდსა და მტკიცებულებებს. სწორედ ამ მიზეზმა აღმძრა, დამეწერა ეს სტატია. მათი არგუმენტები შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს მათთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს "ქრისტიანობა" მაგრამ ამავედროს დაიცვას ჰომოსექსუალები, რაიმე სახის გამართლება მოუძებნოს მათ და მათ წრეში ტრიალებდეს. მნიშვნელობა არ აქვს, გაქვთ თუ არა ასეთ ხალხთან ურთიერთობა, ამ არგუმენტებს შეიძლება მაინც წააწყდეთ და კარგი იქნება თუ მზად იქნებით ამისთვის. მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ის წევრები ეკლესიისა, რომელნიც მიზიდულობას გრძნობენ თავიანთი სქესის წარმომადგენლებისადმი. სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ იოლი მსხვერპლი ე.წ "მორწმუნე გეებისა." ამ უკანასკნელთა არგუმენტებმა შეიძლება დააბნიოს ისინი, გზაკვალი აუბნიოს და საბოლოო ჯამში დაღუპოს.

 არგუმენტი, რომელსაც "მორწმუნე ჰომოსექსუალები" იყენებენ.

   ჩვენ ამ თემაში შევეხებით ბიბლიურ ჰერმენევტიკას-  ბიბლიის განმარტების ხელოვნება და მეცნიერება. ჩვენი კონტრარგუმენტები მიმართულია "მორწმუნე ჰომოსექსუალების წინააღმდეგ" და ისინი ასევე მოიცავენ მნიშვნელოვან ჰერმენევტიკულ პრინციპებს.

  1. იესოს არასოდეს უხსენებია ჰომოსექსუალიზმი (ე.ი არ თვლიდა ამ თემას მნიშვნელოვნად). ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, ამ თემას ეხება. "წითელი სიტყვები" ბიბლიაში (ბიბლიაში იესოს წარმოთქმული ზოგიერთი სიტყვა წითლად არის დაბეჭდილი) არ არის სხვა სიტყვებზე ნაკლებად ან მეტად შთამაგონებლური. სულაც არ იყო საჭირო იესოს რაიმე ეთქვა ჰომოსექსუალიზმზე იმისათვის, რომ ეს პრაქტიკა გაკიცხულიყო. ეს არასწორი ლოგიკაა. ჰომოსექსუალიზმი გაკიცხული იყო იესომდეც, ძველ აღთქმაში. მთავარი კონტრარგუმენტი აქ შეიძლება იყოს ის, რომ ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება ბუნების კანონს, რომლის მიხედვითაც ღმერთმა სექსუალი კავშირი დააკანონა ქალსა და მამაკაცს შორის. ამაზე ვკითხულობთ რომაელთა მიმართ წერილში. 1:26-27 მაგალითად, ფრაზა:" ქალური ცხოვრების წესი." სხვა სიტყვებით, ნებისმიერი ჰომოსექსუალური კავშირი არაბუნებრივია. "ბუნებრივი კანონი" აღნიშნა იესომაც, "ერთხორცად" ყოფნაა. "ერთხორცი" კი შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ მამაკაცი და ქალი (მათე 19:4-5 ).
  2.   მოსე და პავლე განიხილავდნენ ჰომოსექსუალიზმს, როგორც ცოდნის სიმწირისგან გამოწვეულ ცოდვას. ისინი მოისაზრებდნენ ძალადობასა და ექსპულატაციურ ფორმებს ჰომოსექსუალიზმისას, რაც გავრცელებული იყო მათ მაშინდელ კულტურაში. ეს არგუმენტი მნიშვნელოვან ჰერმენევტიკულ შეკითხვას ბადებს: რამდენად მნიშვნელოვანია ანტიკური ისტორიის ცოდნა, ბიბლიის სწორად ინტერპრეტაციისთვის? პასუხი ცხადია: ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, შეიძლება კი დავეყრდნოთ მხოლოდ გარეგნულ ისტორიულ წყაროებს? ბიბლია ხომ თავად მოიცავს ინფორმაციას წარმართული, ძველი ცივილიზაციის შესახებ. ის ასევე ბევრს საუბრობს სხვადასხვა კულტურულ პრაქტიკაზე, რის გამოც მასზე დაყრდნობა, როგორც ისტორიულ ინფორმაციათა წყაროზე, სავსებით ლოგიკური იქნება. საჭირო იყო თუ არა, რომ ეკლესია, პავლეს სიტყვების სწორად მიჩნევისათვის, "ნუ გაავხორცდება მამაკაცი მამაკაცთან,“ დალოდებოდა არქეოლოგიურ ცნობებს ან მტკიცებულებებს? რატომ უნდა ვიფიქრო მე, დღევანდელ ეპოქაში მცხოვრებმა, რომ ამ საკითხში პავლე მოციქული ჩემზე ცუდად ერკვეოდა? ეპისკოპოსი რაიტი ამბობს: როდესაც მე ვკითხულობ თანამედროვე რომაული იმპერიის ისტორიასა და ჰომოსექსუალიზმის პრაქტიკაზე, გამომაქვს დასკვნა, რომ იმ დროში მათ იცოდნენ ამ საკითხზე იმდენი, რამდენიც ვიცით ჩვენ. მათ იცოდნენ ბევრი ერთსქესიანთა სქესოსბრივ ხანგრძლივ ურთიერთობებზე. ერთსქესიანთა სიყვარული,  თანამედროვე გამოგონება არ არის. ის ცნობილი გახლდათ უკვე პლატონისთვის.
  3.   ძველი აღთქმა განიხილავს მრავალ საკითხს, რომელსაც ქრისტიანები მშვენივრად აპრაქტიკებენ. მაგალითად: სხვადასხვა ქსოვილის გამოყენება სამოსში. ზოგს კი არ  აპრაქტიკებენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ძველი აღთქმიდან რაღაცას ვეთანხმებით და რაღაცას არა,გამოდის, რომ ისე ვუდგებით მას, როგორც მოგვესურვება. ანუ ვასრულებთ იმას, რაც მოგვწონს. ე.ი ვირჩევთ რა შევასრულოთ და რა არა. შესაძლოა მსგავსი არგუმენტით მოგვმართონ. მე ამ კონტრარგუმენტს ვიშველიებ ხშირად შეიძლება მე ვარღვევ ღმერთის მცნებას , როდესაც ეკლესიაში შევდივარ კოტონის ქსოვილის პერანგით, მაგრამ მე ვიცავ მის კანონმდებლობას, რომელშიც ამბობს:"ნუ დაწვება კაცი კაცთან" (ლევიტ18:22). რითი ავხსნი ჩემს ამგვარ მიდგომას? ერთი წინადადებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რჯულის შესრულებას რაც შეეხება ამ პრობლემას პირველი ქრიატიანებიც წააწყდნენ, თუმცა ისინი იცავდნენ რჯულს, მაგრამ გარეშეთა ხედვით არა. ამაზე ჩვენ ვკითხულობთ საქმე მოციქულთა წიგნის მეთხუთმეტე თავში, მოქცეულ წარმართებს არ სურდათ მთელი რჯულის დაცვა, მაშინ, როდესაც იესომ პირდაპირ განაცხა, რომ რჯულის გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვიდა (მათრ 5:17). რაც შეეხება ძველ აღთქმაში აღწერილ მსხვერპლშეწირვებს, იესომ გააუქმა ისინი თავისი მოტანილი მსხვერპლით (ებრ. 10:11-18). სხვა სიტყვებით,  ჩვენ აღარ გვიწევს მორალურად ნეიტრალური მცნებების დაცვა, როგორიცაა სხვადასხვა ქსოვილებისგან დამზადებული სამოსის ტარება, რადგან ეს უბრალოდ სისუფთავის სიმბოლო, გამოხატულება გახლდათ. ამავე დროს ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უფლის მორალური რჯულის ანუ კანონის დაცვა არანაირად არ არის გაუქმებული. ისევ ცოდვად ითვლება კერპთაყვანისმცემლობა,მრუშობა ჰომოსექსუალური კავშირი სწორედ ამ ცოდვის ნაწილად ითვლება. მორალური არსი რჯულისა ქრისტეს არ გააუუქმებია! მან ასევე აღნიშნა, რომ რჯულის დაცვაში მთავარი მნიშვნელობა ადამიანის გულის მოტივებს აქვს და არა ვიზუალურ რიტუალს (მათე5:27-28).
        ამ თემას თავისი სირთულეები აქვს და მოითხოვს ჩაღრმავებას კვლევისას. საჭიროა ვხედავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეს და გვქონდეს ცოდნა,რომლითაც წინ აღვუდგებით მას და დავიცავთ შედარებით სუსტ წევრებს ეკლესიისას. ჩვენი მიზანია  გავაკეთოთ ყოველივე, რაც ძალგვიძს, რომ ე.წ "ქრისტიან ჰომოსექსუალთა" არგუმენტებმა ჩიხში არ მოგვიმწყვდიოს.
  1. სინამდვილეში ჩვენ არ  ვიცით რას აღნიშნავს 1კორ. 6:9 და 1ტიმ. 1:10-ში გამოყენებული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია,როგორც „მამათმავალი“.  ამ არგუმენტს ბიბლიის კონსერვატიული სწავლულები პასუხობენ ასე: პავლე ფარისეველი,ებრაელი რაბინი გახლდათ და საუკეთესოდ იცოდა ძვ.აღთქმა, ამიტომაც ის მოისაზრებდა ამ ტერმინში ზუსტად იმავე მნიშვნელობას, რასაც ლევიტელთა წერილში ავტორი. ასეთი არგუმენტირების მაგალითად შეიძლება მოვიშველიოთ რობერტ განონის წიგნი: “ბიბლია და ჰომოსექსუალური პრაქტიკა: ტექსტები და ჰერმენევტიკა“ (Robert Gagnon’s The Bible and Homosexual Practice: Texts and Hermeneutics). ისიც უნდა აღინიშნოს,რომ აბსოლუტური დარწმუნებით არ შეიძლება გავიგოთ იშვიათად შემხვედრი ბერძნული სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა. თუმცაღა, ეს მახვილი ორლესულია და ამარცხებს ორივე მხარეს- ჰომოსექსუალიზმის დამცველთ, არ ძალუძთ დაიცვან ჰომოსექსუალიზმი ზემოთ მოყვანილი არგუმენტიდან გამომდინარე.  ბიბლიის ტექსტების მთლიანი გაგება იძლევა დარწმუნებულობას იმის თაობაზე, რომ ჰომოსექსუალიზმსა და მსგავს პრაქტიკას ბიბლია კრძალავს და უწოდებს ცოდვას. ასევე ბიბლიის ტექსტებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ტერმინი „მამათმავლობა“ არასწორად არის გაგებული მორწმუნეთა და მკვლევართა მიერ.
  2. ეზეკიელი არ ახსენებს ჰომოსექსუალიზმს „სოდომურ“ ცოდვათა ჩამონათვალში (ეზ. 16:49-50).

სინამდვილეა, რომ ეზეკიელი საუბრობს სოდომურ სიბილწეზე ჰომოსექსუალიზმის ხსენების გარეშე. მაგრამ, დაფიქრდით: ებრაელებმა შესანიშნავად იცოდნენ რა ცოდვებს სჩადიოდნენ სოდომელები, სხვა რა შეიძლება მოისაზრებოდეს „სიბილწეში“, თუ არა ის რაც აღწერილია დაბადების წიგნის 19-ე თავში?

დიახ, ეზეკიელი არ მოიხსენიებს „ჰომოსექსუალიზმს“,მაგრამ მას არც სჭირდება ამის გაკეთება. ჰომოსექსუალიზმის საჯარო განკითხვა ბიბლიის მთელი კონტექსტიდან შესანიშნავად მოჩანს, რის გამოც ამ თემაში მოყვანილი ყველა არგუმენტი ჰომოსექსუალიზმის დასაცავად შეუძლებელია იყოს მტკიცე და გამართლებული. მათ არ  გააჩნიათ საფუძველი ბიბლიიდან, რადგან დაფუძნებულნი არიან კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე მუხლზე, რომელთაც როგორც ყოველთვის არასწორად განმარტავენ.

     „მორწმუნე გეების“ არგუმენტები ხშირად გამომდინარეობს „მარცხნიდან“- პირველად    მათ   იყენებენ ურწმუნოები, შემდგომ მათ აიტაცებენ ხოლმე ლიბერალი პროტესტანტები და საბოლოოდ „მარცხენა მხარეს გადახრილები“ რომელთა რიცხვშიც ზოგიერთი ევანგელური ქრისტიანიც ურევია.  შეიძლება  ვივარაუდოთ,რომ ამ ხაფანგს ფუნდამენტალური მორწმუნეც წამოეგება?  არ მსურს პერსიმისტის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ასეთია. კულტურა თავისი წნეხის ქვეშ მაინც აქცევს ადამიანს და ნაკვალევს ტოვებს.  აუცილებელია შევიარაღდეთ ბიბლიური სწორი ჰერმენევტიკით, რომ წინ აღვუდგეთ კულტურულ ტალღას. განსაკუთრებით ეს მათთვის არის აუცილებელი, ვინც საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ გადახრებს ებრძვის.


Proclaim And Defend-ის ცნობების მიხედვით

თარგმანი: ია კარგარეთელი
წყარო

 

ბრძოლა და გამარჯვება

რა არის ოლიმპიელობა ?  განდიდების  სურვილი და ისტორიაში შესვლის შანსი  თუ  დიადი დრამა, მაყურებელზე გათვლილი სპექტაკლი ? 
რა არის ჯილდო ?   უბრალოდ  გამარჯვება თუ  საკუთარი თავის დაძლევა  და  შესაძლებლობების  მაქსიმუმის ჩვენება ?

ამ ფილმში ჩვენ მოგიყვებით  4 სპორტსმენის  შესახებ რომლებმაც  დიად  წარმატებებს მიაღწიეს  ოლიმპიურ  და  პარაოლიმპიურ თამაშებზე.

 

სილვესტერ სტალონე – ქრისტესთან დაბრუნების ისტორია

 მეგავარსკვლავი, სილვესტერ სტალონე, ყოველთვის თავად ასრულებდა რთულ სცენებს ფილმებში, რაც ხშირად მთავრდებოდა ძვლების მოტეხილობითა და ჰოსპიტალიზაციით. ამ იტალიელის რწმენამაც, ქრისტეს მიმართ, მრავალი დარტყმა გადაიტანა. და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ეს ჰოლივუდელი  "უძღები ძე" უფალს არ დუბრუნა (როგორც ამას თავად აღნიშნავას).


   „მე ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, _  ყვება სტალონე “Dove Foundation”_თან ინტერვიუში. ბავშვობიდან მინერგავდნენ რწმენას და მეც ვცდილობდი ვყოფილიყავი მორწმუნე ისე, როგორც ეს შემეძლო, სანამ, ერთხელაც რეალურ სამყაროში არ ამოვყავი თავი. მრავალ ცდუნებას წავაწყდი და გზიდან გადავუხვიე. ბევრი არასწორი და ცუდი არჩევანი გავაკეთე.“

   სტალონე (ის ამჟამად 70 წლის გახლავთ) დაიბადა ნიუ-იორკში. მამამისი კოსმეტოლოგი და დალაქი იყო. დედამისი სპორტული დარბაზის მფლობელი გახლდათ, ასევე დაკავებული იყო ასტროლოგიით, ცეკვით და ქალთა ბრძოლებსაც  უწევდა პროპაგანდას. 

   სტალონეს დაბადებას თან სირთულეები ახლდა. გამბანელმა ქალმა ახალშობილს შემთხვევით ნერვი გადაუჭრა, რამაც სახის არეში პარალიჩი გამოიწვია. თუმცა, სწორედ ასეთი „ველური მზერა“ გახდა  შემდგომში მისი სცენური იჯიმი_ ისევე, როგორც ოდნავ ნერვიული საუბარი. 

  როდესაც სტალონე 10 წლის გახლდათ მისი მშობლები გასცილდნენ. შეიძლება სწორედ ეს გახდა სკოლაში მისი ცუდი ყოფაქცევის მიზეზი. 24 წლის ასაკში სახლიდან გამოაგდეს და ბენზინგასამართ სადგურებზე ეძინა. სწორედ ამ პერიოდში აიყვანეს ის ფილმში როლის შესარულებლად, რაშიც 200 დოლარი გადაუხადეს. ფილმი პორნო-ეროტიკული ჟანრის გახლდათ. „მე მქონდა არჩევანი: ან ამ ფილმში მიმეღო მონაწილეობა, ან თავი ვიღაც-ვიღაცეების ძარცვით მერჩინა – იხსენებს სტალონე. – სასოწარკვეთილი გახლდით, საშინლად სასოწარკვეთილი.“ 
 

    ამ ფილმის შემდგომ, კიდევ ითამაშა რამდენიმე როლი სხვა ფილმებში, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება მას 1976 წელს   ფილმმა _"როკი" მოუტანა. ამ კინოფილმმა მიიღო სამი ოსკარი და გარემოიცვა ამერიკელთა წარმოსახვა. „წარუმატებელი ბოქსიორი“ ამერიკის კუმირი გახდა. 


ამ წარმატების შემდეგ,  კიდევ იყო შემოთავაზებები „როკი“-ს გაგრძელებაზე  და ასევე „რემბო“-ში მონაწილეობაზე, სადაც სტალონემ ყოფილი სპეცრაზმელის, ჯონ რემბოს როლი შეასრულა. შემდგომ იყო „დაუკავებელნი". საზოგადოებისგან „გარიყული კასტიდან“ ეს ბიჭი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი გახდა. უცაბედმა სიმდიდრემ და პოპულარობამ მის წინაშე კიდევ მრავალ საცდურს ახადა ფარდა. „უცაბედად  შენ  ზღაპრული სამყაროს გასაღები გერგო და უამრავი  ცდუნება მოვიდა. მეც  ჩემი დიდების რწმენა დავიწყე _ ამბობს სტალონე პეტ რობერტსონთან ინტერვიუში. – ეჭვგარეშეა, რომ მაშინ სწორ გზას ავცდი. ამას ვაღიარებ.“

   სტალონე ორჯერ გაშორდა ცოლს. პირველი ქორწინება მას საშა ზაკთან ჰქონდა, ხოლო მეორე – ბრიჯიტ ნილსენთან. ამჟამად ის დაქორწინებულია ჯენიფერ ფლავინზე. ჯენიფერისგან მას სამი ქალიშვილი ჰყავს. 
   მისმა პირადმა სირთულეებმა სურვილი აღუძრა რომ ბოლო ფილმებში თავის მიერ შესრულებული როლები გაეანალიზებიანა.  მისი და, ტონი დუალტო, 2012 წელს 48 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. კინოფილმ „როკი“-ს ბოლო ნაწილში, როკი ბალბოა ადონს ჯონსონის ხელმძღვანელის როლში გვევლინება, სადაც  კიბოს ებრძვის.

  როგორც თავად  სტალონე ამბობს, მისი სიცოცხლე ბოლო 12 წლის განმავლობაში ფსკერისკენ ეშვებოდა, სანამ მასში  "უძღები ძის" გაღვიძება არ მოხდა და ის დაუბრუნდა  ბავშობის რწმენას. „საბოლოოდ გავაცნბიერე რომ უნდა გავჩერდე,“ _ ამბობს სტალონე  _ ,,უნდა დავუბრუნდე მთავარს, დროა შევწყვიტო საკუთარი ცხოვრების კონტროლი და ამის უფლება ღმერთს დავუთმო.“ მიუხედავად ჰოლივუდის ქრისტიანობასთან არასახრბიელო დამოკიდებულებისა და შეუფერხებელი გარემოსი, სტალონე თამამად საუბრობს ქრისტესადმი თავის რწმენაზე. ყოველთვის გამოხატავას ენთუზიაზმს, როდესაც საქმე ეკლესიაში სიარულს ეხება. 

„რაც უფრო ხშირად დავდივარ ეკლესიაში, მით უფრო მეტად ვაჩვევ თავს უფალთან ერთად სიარულს. რაც უფრო მეტად ვისმენ მის სიტყვას _ ის მხელძღვანელობს მე და ვგრძნობ, რომ ზეწოლა იკლებს“ – ამბობს სტალონე გადაცემაში "ოჯახი ფოკუსში".  ეკლესია – სულის სავარჯიშო არენაა. თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის თავად წვრთნა. აუცილებელია საიდანღაც ვიღებდეთ ცოდნას, გამოცდილებას, აუცილებელია ვიღაცის ხელმძღვანელობა.“

    ახლა, როდესაც ის უკვე ასაკშია და გამოცდილებაც დიდი აქვს, სტალონე აღიარებს, რომ მის ადრინდელ ფილმებში  ხშირი იყო ძალადობა. თუმცა, "როკის" სერიები მისთვის ძვირფასია. 


„ეს არის ისტორია რწმენის, სიწრფელისა და გამარჯვების“_ამტკიცებს სტალონე. _"იესო არის ძალთა წყარო ყველასთვის, ვინც  მარათონი უნა გადალახოს. ეს შეგიძლიათ შეადაროთ დავითის სიმამაცეს –  გმირს, რომელიც ერთ დროს არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ გოლიათი დაამარცხა. ეს სიცოცხლის მეტაფორაა.“

 რაღაც დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა "რემბო"-ს იმ  ვერსიაზე, როდესაც ერაყის ტერტორიაზე მისიონერები უნდა გადაერჩინათ. მაგრამ ეს ფილმი ალბათ, არც არასოდეს გამოვა ეკრანზე.
   სტალონეს სტილის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ის ყველა ილეთს დუბლიორის გარეშე ასრულებს. ამას მოჰყვა ტრამვა მხრებზე, მკერდსა და ზურგის მაღლითა ნაწილზე. ამ ტრამვის შედეგების დაფარვას იგი ტატუირების მეშვეობით ცდილობს. პირველი ტატუ მის ცოლის, ფლავინის, გამოსახულება იყო. 

   როდესაც სტალონეს „როკი 4“_ს გადაღებები ჰქონდა, მისმა თანამონაწილემ (რომელიც რუსი ბოქსიორის როლში იყო) ისე ძლიერ დაარტყა, რომ ოთხი დღის განმავლობაში სტალონე ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფებოდა. "რაოდენ უაზროა"_აღიარა მსახიობმა. 

    ეს ტრამვები ასევე მეტაფორაა. როდესაც ზურგს ვაქცევთ ქრისტეს და მივდივართ მისგან, ჩვენ ცხორებისაგან დარტყმებს ვიღებთ და ისინი აღგვძრავენ, რომ დავფიქრდეთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეებზე, ამის შემდგომ კი კვლავ ვუბრუნდებით მას. ვფიქრობ სტალონე დაეთანხმებოდა ამას.

თარგმანი: ია კარგარეთელი
რედაქტორი: მარიამ კახიაშვილი


წყარო:  http://www.grehu.net/news/culture/29655

ელის კუპერი: მე უძღები ძის იდეალური მაგალითი ვარ

მას შოკ-როკის მამად მოიხსენიებდნენ, საშინელებათა ფილმებიდან ამოღებული ელემენტებით, სცენური დადგმებითა და გილიოტინებით, სისხლით, საბავშვო სათამაშოებითა და სახრჩობელებით.

ბევრი გაოცდება, როცა მისი ქრიატიანული ფესვებისა და  ,,მამის სახლში” დაბრუნების შესახებ გაიგებს, განსაკუთრებით კი ამდენწლიანი თავაშვებული ცხოვრების შემდგომ.

 "მამაჩემი პასტორი გახლდათ,  ბაბუა კი მახარებელი, სინამდვილეში ორივენი სახარების მაუწყებელნი იყვნენ"_თქვა კუპერმა Harvest Show_ს მსვლელობისას. მე ეკლესიაში ვიზრდებოდი და მორწმუნე მშობლების შვილი ვიყავი. მორწმუნეთა შვილები იყვნენ აგრეთვე ჩემი პირველი მეგობრები. ძალიან მხიარული ბავშვობა მქონდა. ეკლესიაში მსახურებაზე დავდიოდი. მთელი ჩემი სოციალური ცხოვრება  ეკლესიური ბავშვების გარშემო ბრუნავდა.

როდესაც  60_იან წლებში „ბითლზი“ მუსიკის არენაზე გაიჭრა, კუპერი (ვინსენტ ფიორნერი) დატყვევებული გახლდათ მათი შემოქმედებით და საკუთარი ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა სახელწოდებით "The Spiders" (ობობები), რომელიც “ბითლზის” სტილში უკრავდა. სიმღერების ჩაწერიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ის მიხვდა, რომ როკ სცენას რაღაც აკლდა.


 „მივიხედე და გავიფიქრე: როკ-ენ-როლში საერთოდ არ არიან ბოროტმოქმედები, რა მოხდება  თუ მათ მე შევქმნი?“


და ფიორნერმა შექმნა პერსონაჟი, სახელად _ ელის კუპერ, რომელიც  სცენაზე წასრდგა, როგორც ქალის მკვლელი,  შავად შეღებილი, ჩათხაპნილი თვლებით და მეძავი ქალის სამოსში გამოწყობილი.

თავიდან  წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სცენაზე მისი თამაში მის ქრისტიანულ ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას მოახდენდა. „საერთოდ ვერ ვჭვრეტდი, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს რწმენაზე. ბიბლია სავსეა ბოროტმოქმედებით და მეც ვფიქრობდი, რომ  ერთ-ერთი მათგანი გავხდებოდი.“

 „მე დავაწესე საზღვრები ელის კუპერისთვის, რომელიც მას არ უნდა გადაელახა“_თქვა მან Harvest Show_ს ინტერვიუში. საბოლოოდ მთელს ჯგუფს მისი სამარცხვინო ლიდერის სახელი ეწოდა.

მათ პირველი, დიდი წარმატება სიმღერამ „I'm eighteen“ მოუტანა, რომელმაც  1971 წლის 100 საუკეთესო სიმღერას შორის 21_ე ადგილი დაიკავა .

 ჯგუფის ტურნეები 1971_1972 წლებში  დადგმული ჩხუბებით,  გითიკური წამებითა და ახალშობილთა დასაჭურისებით იყო სავსე. სცენაზე მიმდინარეობდა დადგმული წამებაც.

1971 წელს  მათი სიმღერა „school's Out“   დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სიმღერათა ჰიტპარადში შევიდა. ჯგუფი შოკში აგდება მშობლებს და აღაშფოთებდა საზოგადო მოღვაწეებს. ბრიტანეთის პოლიტიკოსმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა საჩივარი შეიტანა, რათა ქვეყანაში ჯგუფის შემოქმედება აღკვეთილიყო. BBC_ზე მათი ერთ-ერთი სიმღერა მართლაც აკრძალეს.

ფიორნერი ცნობილი, როგორც კუპერი თვითდამანგრეველი ცხოვრების სტილში ჩაება, დატოვა რა თავისი ქრისტიანული ფესევბი ძალიან შორს.

 "ყველაფერი, რაც შენ გსმენია ჩვენზე, როგორც სიგიჟე ისე ჟღერდა"_თქვა მან ავსტრიაში Mulatschag TV_ზე. „ალბათ მაშინდელი საზოგადოებისთვის ჩვენ მართლაც საფრთხეს წარმოვადგენდით. ჩვენ გახლდით ისინი, ვინც გადარჩნენ. ბევრი ჩვენი მეგობარი როკ-ვარსკვლავად გახდომის მცდელობისას დაიღუპა.“

კუპერის მეგობრები გახლდნენ: ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და კიტ მუნი. „ამ ბიჭებთან ერთად ვსვამდი ყოველ საღამოს და ვუყურებდი, როგორ ეშვებოდა თითოეული მათგანი ფსკერზე.საქმე იმაში იყო, რომ ისინი ცდილობდნენ ეთამაშათ თავიანთი პერსონაჟი სცენის მიღმაც.“

მისი მსმელობა აისახა ჯანმრთელობაზეც.  „დიდი ხნის განმავლობაში ვსვამდი. სერიოზული ალკოჰოლიკი ვიყავი. სასტიკი და ბობოქარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მოქმედებები თვითგანადგურებისკენ მიმიძღოდა.“_ამბობს იგი. რეპორტიორები ამბობენ, რომ ის ყოველ დღე მინიმუმ ორ შეკვრა ლუდსა  და ერთ ბოთლ ვისკის სვამდა.

 დიდ ბრიტანეთში ტურნეს შემდგომ, 1972 წელს კუპერმა  ალკოჰილის გამო სისხლის ანალიზი აიღო. 7 წლის შემდეგ ის ჰოსპიტალიზირებული იყო დიაგნოზით – „ფილტვის ცეროზი.“

 „უნდა გამეარა მკურნალობა“_ ამბობს კუპერი Mulatschag TV_ს ეთერში. „გამოვაღწიე საავადმყოფოდან და ეს გახლდათ სასწაული. გავთავისუფლდი ალკოჰოლისაგან. უფალმა ის ჩემგან წაიღო. ნამდვილად საოცრება იყო. 30 წლის განმალობაში არ მიგრძვნია ლტოლვა ალკოჰოლისადმი, რაც მანამდე ჩემს ცხოვრებაში არარსებული გახლდათ.“

 კუპერი ფსკერზე დაეშვა და თავის აღორძინებაში უზენაესის ხელი იხილა, რამაც აიძულა თავისი რწმენა გადაემოწმებინა. იგი ყოფილ მეუღლეს შეურიგდა, ბალერინასა და ქორეოგრაფს, რომელიც მის შოუში 70_იან წლებში გამოვიდა. მისი მამა ბაპტისტური ეკლესიის მწყემსი გახლდათ.

 მათ ერთად დაიწყეს ფენიქსში არსებულ ეკლესიაში სიარული. „ფენიქსში მყავდა მწყემსი, რომელიც ყოველ კვირა დღეს მესაუბრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეკლესიაში დაახლოებით 6000 ადამიანი ჰყავდა. მისი სიტყვები ჩემი გულის კუთხე-კუნჭულში აღწევდა. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, თავს დაცარიელებულად და გათელილად ვგრძნობდი, ვამბობდი, რომ აღარ მოვიდოდი, მაგრამ მაინც ყოველ კვირას მოვდიოდი ეკლესიაში.“

 ღმერთი ზრუნავს განდგომილთა გულებზე, რათა დააბრუნოს ისინი სახლში. "როგორც იქნა გადავწყვიტე, რომ ან ერთი მიმართულებით უნდა წავსულიყავი, ან მეორე. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რადგან გამუდმებით მსჯავრდადებას ვგრძნობდი. უფალი ძლიერ მამხელდა.“

 ელის კუპერი დაბრუნდა მამის სახლში და ღმერთი შეხვდა მას გაშლილი ხელებითა და სიყვარულით, რომელსაც ის ინახავდა თავისი უძღები ძისთვის.

 კუპერის გულში სიცარიელე  უფლით შეივსო. „როდესაც თქვენ იგრძნობთ ამ შევსებას, ძალიან გაოცდებით. ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც ახლა თავად ვიმყოფები. მე ჯერ ახალი მორწმუნე ვარ, ახალგაზრდა რწმენაში, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის შესწავლას დიდ დროს ვუთმობ“_ამბობს ის.

 კუპერი და მისი მეუღლე დადიან ბიბლიის შემსწავლელ კურსებზე ეკლესიაში, მაგრამ „მე ჯერ ისევ 'როკენროლერი' ვარ, რომელიც დადის ტურნირებაში,თუმცა ეს ტურნეები ისეთი როდია, როგორიც ადრე იყო. მე ლირიკულ სიმღერებს ვასრულებ. ზოგიერთი სიმღერა აღწერს იმ პერიოდს, როდესაც მე პიკზე ვიმყოფებოდი.

ადრე ეგოისტი გახლდით. ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის იყო. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ეპიცენტრში უნდა იყოს ღმერთი! ადამიანები თავიანთთვის ქმნიან ნამდვილად საშინელ კუმირებს. ჩვენ უნდა მივცეთ უფლება ღმერთს, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყოს და გვაქციოს ჩვენ იმად, ვინც ვართ სინამდვილეში. ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. საკუთარი თავის მსახურების მაგიერ მე  ქრისტეს მსახურება დავიწყე. მე  უძღები ძის საუკეთესო მაგალითი ვარ.

                                                                                                                                                

თარგმანი: ია კარგარეთელი
                                                                                                                                                 წყარო: www.316news.org

სულთმოფენობა 2016

 

სულთმოფენობა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულია, სულიწმიდის გადმოღვრა არის მოწმობა იმისა, რომ უფალი ჩვენთან არს წუთისოფლის აღსასრულამდე.

19 ივნისს 16:00 საათზე, გეპატიჟებით სულთმოფენობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ერთად ვიზეიმოთ სულიწმიდის გადმოღვრის დღესასწაული!

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
თორნიკე ერისთავის #1

როგორ არ დავკარგოთ სახე და სინდისი ინტერნეტში. 10 რჩევა

 

დღეს ინტერნეტით  მილიონობით ადამიანი სარგებლობს,  მაგრამ ხშირად ადამიანებს გვავიწყდება, რომ ინტერნეტში  არამხოლოდ სასარგებლო ინფორმაციის  მოძიებაა შესაძლებელი,  არამედ  ღირსების დაკარგვა, სინდისის წაბილწვა და რეპუტაციის შელახვაც.

1. ნუ კამათობთ! კამათში ჭეშმარიტება არ იბადება, არამედ კვდება.

დისკუსია  განსხვავდება კამათისგან. დისკუსიაში ოპონენტები ინტერესდებიან ერთმანეთის აზრებით, შეუძლიათ მოსმენა, არავის თავზე არაფერს არ ახვევენ და ცდილობენ გაერკვნენ იმ საკითხში რომელიც განიხილება.

როგორც წესი, კამათში  ოპონენტებს არ უსმენენ, არამედ ცდილობენ საკუთარი სიმართლის  დამკვიდრებას; გამონათქვამები  ემოციურ ხასიათს იძენენ, ხოლო დიალოგი ხშირ შემთხვევაში – არაკონსტრუქციულია.  ამიტომ, სჯობს მოკლედ, ერთჯერადად და კონკრეტულად გამოხატოთ თქვენი აზრი, ვიდრე ენერგია  და დრო დახარჯოთ კონფლიქტის გაღვივებაში.

„სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე,
იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.“    2ტიმოთე 2:23

„სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას,
კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე,
ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.“   ტიტე  3:9

 

2.   ნუ წერთ განრისხებულ გულზე ან სხვა უარყოფითი ემოციების თანხლებით (გაღიზიანება, წყენა, რისხვა, იმედგაცროება, გულდაწყვეტა და ა.შ.)  

ვნებათა ღელვა გადაგივლით და დაწერილზე ინანებთ.  მოითმინეთ,  აიღეთ დრო და თუ გარდაუვალია  პასუხის გაცემა, – უპასუხეთ, ოღონდ მოგვიანებით, ცივ გონებაზე.

„განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს;
მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.“    იგავნი 19:11

ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო,
ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი,
სიტყვაში – მძიმე და რისხვაში – ნელი.
რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.  იაკობი 1:19-20

„ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის,
ბრძენი კი – თავშეკავებულია.“    იგავნი 29:11

„უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას,
გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.“        იგავნი 12:16

„მრისხანე კაცი შფოთს იწვევს,
გულფიცხი – მრავალ დანაშაულს.“  იგავნი 29:22

 

3. ნუ წერთ და ნურც აზიარებთ  გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ ინფორმაციას.

ეს შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს. ეცადეთ გამოიყენოთ სანდო წყაროები, და არა ე.წ. ყვითელი პრესის საიტები, ან საეჭვო ინფორმაციები ფორუმებიდან და ჯგუფებიდან.    

არ იჩქაროთ ე.წ.  „სასწრაფო“  შეტყობინებების (რომლებშიც გთხოვენ წაკითხვას ან მეგობრებისთვის გაზიარებას)  გადაგზავნა მეგობრებში.   ხშირ  შემთხვევაში მსგავსი „სასწრაფო“  მესიჯები  ე.წ. სპამს  შეიცავს,  ან  შესაძლოა ძველი (თუნდაც ნამდვილი) ინფორმაციის დამახინჯებული  ვერსიაა.   

ერთი მოწმე ვერ წარდგება ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში ან შეცოდებაში, რომლითაც შესცოდავს: ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.  მეორე რჯული 19:15

გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა,
გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.  იგავნი 14:15

4. სოციალურ ქსელებში გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი – გამჭირვალობა დაგიცავთ საცდურისგან.

ქსელში  ამორალური ქცევა გაცილებით ადვილი ხდება მაშინ, როდესაც  უცნობი სახელით, ან ე.წ.  ნიკით  ხარ  შენიღბული.    გამოიყენეთ  თქვენი  რეალური  სახელი,  და ეს  იქნება დამატებითი ფაქტორი   რომელიც  დაგიცავთ  სისულელეების  კეთებისგან.

არ  გააკეთოთ  ქსელში ისეთი რაღაც,  რომლის  საჯაროდ  მოყოლაც  შეგრცხვებათ.

მაგალითად,  ძნელად  დასაჯერებლია  ცოლიანი  კაცი  დარეგისტრირდეს  +18  ჯგუფებში ნამდვილი   სახელით და გვარით,  ან  ეკლესიის  მსაუხრმა ღიად და პირდაპირ ფლირტაობა  დაუწყოს გოგოებს.  

არ  დამალოთ თქვენი ქრისტიანული შეხედულებები! „კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია,
ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.“   იგავნი 22:1

„სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.“   იერემია 23:24

„…არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება.“    მათე  10:26

5. ყოვეთვის იყავით კორექტულნი, პატივისცემით უპასუხეთ  ოპონენტებს.

ნუ  წერთ  უხეშად, ზემოდან ყურებით, განსაკუთრებით თქვენთვის უცხო  ადამიანებს.

ნუ  ამცირებთ  თანამოსაუბრეს  და  ნუ დასცინით,  თუნდაც  შეეშალოს  და  სისულელე დაწეროს.  არ  გადახვიდეთ  პიროვნებებზე:  გამიჯნეთ  ცოდვა ცოდვილისგან,  შეცდომა  შემცდარისგან.  ნუ ფანტაზიორობთ, მიმართეთ  ადამიანებს ისე, როგორც  თვითონ არიან წარმოდგენილნი  ინტერნეტში.   ნუ იყენებთ უწმაწურ იუმორს, უხამსობას  და  ორაზროვან  გამონათქვამებს.   არ  გადახვიდეთ  პიროვნებებზე!   ნუ  აყვედრით  ადამიანს ეროვნებას, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს  და  ა.შ.

„მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად.“      2  ტიმოთე  2:24-25

 

6. ნუ  იჩქარებთ  დასკვნების გამოტანაში,  და  ნუ  დაასხავთ ნავთს  ცეცხლზე.

უსასრულო  კომენტარების  ჯაჭვში, განსაკუთრებით რთულია  მსჯელობების  სრული სურათის  დანახვა,  ამიტომ  სხვის  დისპუტში,  არ იჩქაროთ  რომელიმე  მხარის დაჭერა, მხოლოდ  დიალოგის  ნაწილის  და  ბოლო  კომენტარების  საფუძველზე.  

ნაჩქარევი  და  წინდაუხედავი  მოქმედებით,   შეცდომის დაშვების  დიდი  რისკის ქვეშ  იგდებთ თავს.   

„მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.“  იგავნი 18:13

„გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა,
მას რომ არ ეხება.“   იგავნი 26:17

„დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.“    იგავნი 20:3

 

7. კონფლიქტის წარმოშობის დროს, ნუ  არჩევთ თქვენს ურთიერთობებს საჯაროდ.

ეცადეთ  პირადში  დაარეგულიროთ კონფლიქტი. ნუ აწყობთ  საჯარო საქმის  გარჩევებს, აყალ-მაყალს,  რითიც  საკუთარი თავის და სხვების  დისკრედიტაციას  ეწევით.

ადამიანებს  არ უყვართ  თავიანთი  მეგობრების  საჯარო კონფლიქტების ყურება,   მითუმეტეს  მაშინ, როდესაც  არსებობს  პირადი მიმოწერების საშუალება,  სადაც შეიძლება ნებისმიერი უთანხმოების განხილვა, და თუ შესაძლოა, მოგვარება.

„თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.“     მათე  18:15-17


„იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ.“   იგავნი  25:9


8. პატივი ეცით  საავტორო უფლებებს.  

ეცადეთ  არ  გამოაქვეყნოთ  სხვისი  მასალები  ისე,  რომ  არ მიუთითოთ  წყარო.

სხვისი  ტექსტის  ან ციტატის დაკოპირებისას,  დაეყრდენით  კონკრეტულ  წყაროს  ან ავტორს.   გარდა  ამისა,  ძალიან ცუდი ტონი  და  ჟესტია სოციალურ ქსელებში,  საკუთარი  მასალების ან საიტიების  რეკლამირება  სხვების  პროფილებზე.

„და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ,

თქვენც ასევე მოექეცით მათ.“    ლუკა 6:31

„ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.“    1  პეტრე 4:15

9.  მშვიდად  შეხვდით კრიტიკას.  

თუ  დაიმსახურეთ კრიტიკა – იქონიეთ ვაჟკაცობა საკუთარი შეცდომების აღიარების;

ხოლო თუ დაუმსახურებლად – იქონიეთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის სიბრძნე და ტაქტი,  თავის მართლებების და თავდასხმებზე გადასვლის გარეშე.

ზოგჯერ  დუმილი  ღირს.  არსებობენ განსაკუთრებული  შემთხვევები,  როდესაც  უკეთესია კონფლიქტის პროვოკატორების  დაბლოკვა,  ვიდრე  უსასრულო  „შეხლა-შემოხლის“

გაგრძელება.  თუმცა ამ  მეთოდის ბოროტად გამოყენებაც არ ღირს.

„ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.“   იგავნი 28:13

„დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.“   იგავნი  15:32

„შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.“   იგავნი  19:20

„კაცი, რომელიც მრავალი მხილებისას ქედს არ იდრეკს, უცაბედად განადგურდება და კურნება არ ექნება.“    იგავნი  29:1

 

10. ნუ ართმევთ დროს რეალობას: ინტერნეტი არ არის ღვთაება რომელსაც შეუძლია წაგართვათ ყველაფერი: სინდისი, დრო, ოჯახი, მეგობრები, სიცოცხლე.

თუ  პრიორიტეტებს არასწორად დავალაგებთ,   შედეგები, სულ მცირე დაგვამწუხრებს.

ალაგმეთ თქვენი სურვილები  ინტერნეტში, დააკვირდით დროს,  ნუ  აკლიკებთ  ყველა ბანერს: ყველა  გვერდს ვერ  ნახავ და  ყველა რეპლიკას ვერ უპასხუებ  –  ნუ ცხოვრობთ ონლაინით!  ცხოვრება გადის!   დაიწესეთ  თქვენი  ინტერნეტ  აქტივობებისთვის სიმშვიდის დღე (ინტერნეტ-შაბატ).

„არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.  თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.“    გამოსვლა  20:4-5

 

P.S   ზემოთაღნიშნული  ათი  რეკომენდაცია   არ  წურავს ამ თემას,  ამ თემაზე მსჯელობის  გაგრძელება კიდევ შესაძლებელია.  ამიტომ  თქვენ შეგიძლიათ  გაბედულად  დაწეროთ თქვენი აზრები და წინადადებები, ინტერნეტში  მოქცევის ქრისტიანული  ეთიკის  შესახებ.

თარგმანი: დავით ასლანიანი
წყარო:  http://www.grehu.net/news/culture/28967