Category Archives: ფილმები

სიკეთე თუ ღმერთი? – ჯონ ბევირი (ელ. წიგნი)

წიგნის შესახებ შეგიძლიათ "სიკეთე თუ ღმერთი?"თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ სხვა წიგნების მსგავსად. გარდა ამისა, წიგნის დასასრულს დამატებითი მასალა ჩავრთე მათთვის, ვისაც "სიკეთე თუ ღმერთი?"-ის გამოყენება სურს ინტერაქტიული შესწავლისთვის. სწავლების განხორციელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. წიგნი ექვსკვირიანი კურსისთვის არის შედგენილი, მაგრამ თავისუფლად
 

  • შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საჭიროებებს. თითოეული კვირა მოიცავს:
  • კითხვებს ჯგუფური დისკუსიის ან ინდივიდუალური საჭიროებისთვის;  
  • ყოველკვირეული ლოცვებს ღმერთთან მოზიარეობისთვის;
  • იფიქრეთ: მუხლი განსჯისთვის მთელი კვირის განმავლობაში;    

გამოიყენეთ: ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების მარტივი გზა. თითოეული კვირის შესაბამისი თავები მოცემულია სადისკუსიო კითხვების ზემოთ.

თუ ამ წიგნს სასწავლო გეგმის ნაწილის სახით კითხულობთ, რეკომენდაციას გაძლევთ, რომ უყუროთ ან მოუსმინოთ თითოეული კვირის სასწავლო მონაკვეთს და ჯგუფურად უპასუხოთ წიგნის დასასრულს მოცემულ კითხვებს. შემდეგ ჯგუფის ყოველმა წევრმა შესაბამისი თავი და ლოცვა წაიკითხოს მომდევნო შეხვედრამდე. ეს იქნება პროგრამით გათვალისწინებული მასალა ერთი კვირისთვის.
ისიამოვნეთ!

ბრძოლა და გამარჯვება

რა არის ოლიმპიელობა ?  განდიდების  სურვილი და ისტორიაში შესვლის შანსი  თუ  დიადი დრამა, მაყურებელზე გათვლილი სპექტაკლი ? 
რა არის ჯილდო ?   უბრალოდ  გამარჯვება თუ  საკუთარი თავის დაძლევა  და  შესაძლებლობების  მაქსიმუმის ჩვენება ?

ამ ფილმში ჩვენ მოგიყვებით  4 სპორტსმენის  შესახებ რომლებმაც  დიად  წარმატებებს მიაღწიეს  ოლიმპიურ  და  პარაოლიმპიურ თამაშებზე.

 

სიცრუე მეცნიერების სახელით

კითხვები რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე უჩნდება. როგორ შეიქმნა სამყარო, დიდი აფეთქება თუ ღმერთის შემოქმედება ექვს დღეში? კითხვები რომელზეც ხშირად ორაზროვანი პასუხებია და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია. როგორ დაიბადა სიცოცხლე დედამიწაზე, ევოლუცია თუ ღვთის ინიციატივა?.
ფილმში ასახული ინფორმაცია არის მხოლოდ თეორია!

ბიბლია, დასაწყისი – ქართულად

დასახელება: ბიბლია, დასაწყისი
გამოშვების თარიღი: 1966 წელი, 28 სექტემბერი.
ფილმი გადაღებულია ბიბლიის მიხედვით, მოგვითხრობს ადამის და ევას, ნოეს, აბრაამის და ისააკის შესახებ.

სოციალური მოღვაწეობა

ბიბლია გულმოწყალების შესახებ

ბიბლია ბევრს ლაპარაკობს მოყვასის სიყვარულზე და გულმოწყალების შესახებ: ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მათ. 22:39), ,,ვინ არის ჩემი მოყვასი?… რომელმაც წყალობა უყოს მას…” (ლუკ. 10:29-37), ,,ვინც გთხოვოს მიეცი…” (მათ. 5:42).
ჭეშმარიტი გულმოწყალება, სხვებზე იმ მადლის გავრცელებაა, რომელსაც ჩვენ ღმერთისაგან ვღებულობთ.
ქრისტე გვასწავლის, რომ ადამიანებმა ღვთისაგან წყალობა არა მხოლოდ უნდა მიიღოს, არამედ სხვა ადამიანებსაც უნდა უყოს წყალობა: ,,ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან” (მათ.5:7).
ადამიანებს ღმერთის თვალში დიდი ფასი აქვთ. უფალი იყენებს მორწმუნეებს, რომ წუთისოფელში დაჭრილ ადამიანებს დაეხმაროს.ადამიანების მიმართ გულმოწყალების გამოვლინებით ქრისტიანებს შეუძლიათ და მოვალენიც არიან იყვნენ ღვთიური სიყვარულის გამტარენი.
ღმერთი მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ ყოველთვის სითბოს, მზრუნველობას, სიბრალულს, შემწეობასა და სიყვარულს ამჟღავნებდნენ ადამიანების მიმართ, რაც ასე აუცილებელია მათთვის.

ეკლესიის მონაწილეობა სოციალურ საქმიანობაში

ეკლესიის სოციალური მოღვაწეობის გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე ზრდას განიცდის. ეკლესია ყოველთვის ახდენდა გავლენას სოციალური დაძაბულობის შემსუბუქებაზე და ხელს უწყობდა საზოგადოებაში მშვიდობისა და ჰარმონიის დამკვიდრებას.
ეკლესია მოღვაწეობს სხვადასხვა სოციალური მიმართულებით:
ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში;
მეურვეობს დაუძლურებულ ადამიანებს;
მონაწილეობს პატიმართა ზნეობრივ მხარდაჭერაში;
რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს უჩენს ფსიქოლოგიურ, სულიერ და მატერიალურ დახმარებას;
ეკლესია აყალიბებს სხვადასხვა სახის სოციალურ დაწესებულებებს, როგორიცაა: ბავშვთა თავშესაფრები, სარეაბილიტაციო ცენტრები, უფასო სასადილოები, საკვირაო სკოლები და აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენი დაწესებულებები.
ეკლესიის სოციალური მსახურების პერსპექტივებია:
პროტესტანტული ეკლესიების საზოგადოებრივი მსახურება, სოციალური მუშაკების ინსტიტუტისა და პროტესტანტული ეკლესიების ურთიერთქმედება ქვეყნის აღორძინების საქმეში;
პროტესტანტული ეკლესიების მონაწილეობა ეთნიკური დაპირისპირების გადაჭრაში, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებასა და სხვადასხვა ეროვნების ხალხთა შორის თანამშრომლობაში;
კონფესიური შემწყნარებლობის აღზრდა მოსახლეობაში;
პოზიციური სოციალური თვისებების მქონე პირთა ფორმირების მიზნით რელიგიური განათლება და აღზრდა;
საქველმოქმედო მოღვაწეობა;
სამოქალაქო საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლების ფორმირება;
ქრისტიანული და საერო სოციალური დაწესებულებების თანამშრომლობა, როგორც საყოველთაო სამოქალაქო ამოცანების, ასევე ცალკეული ადამიანებისათვის დახმარების აღმოსაჩენად;