ელის კუპერი: მე უძღები ძის იდეალური მაგალითი ვარ | ქრისტიანი.ge

ელის კუპერი: მე უძღები ძის იდეალური მაგალითი ვარ

მას შოკ-როკის მამად მოიხსენიებდნენ, საშინელებათა ფილმებიდან ამოღებული ელემენტებით, სცენური დადგმებითა და გილიოტინებით, სისხლით, საბავშვო სათამაშოებითა და სახრჩობელებით.

ბევრი გაოცდება, როცა მისი ქრიატიანული ფესვებისა და  ,,მამის სახლში” დაბრუნების შესახებ გაიგებს, განსაკუთრებით კი ამდენწლიანი თავაშვებული ცხოვრების შემდგომ.

 "მამაჩემი პასტორი გახლდათ,  ბაბუა კი მახარებელი, სინამდვილეში ორივენი სახარების მაუწყებელნი იყვნენ"_თქვა კუპერმა Harvest Show_ს მსვლელობისას. მე ეკლესიაში ვიზრდებოდი და მორწმუნე მშობლების შვილი ვიყავი. მორწმუნეთა შვილები იყვნენ აგრეთვე ჩემი პირველი მეგობრები. ძალიან მხიარული ბავშვობა მქონდა. ეკლესიაში მსახურებაზე დავდიოდი. მთელი ჩემი სოციალური ცხოვრება  ეკლესიური ბავშვების გარშემო ბრუნავდა.

როდესაც  60_იან წლებში „ბითლზი“ მუსიკის არენაზე გაიჭრა, კუპერი (ვინსენტ ფიორნერი) დატყვევებული გახლდათ მათი შემოქმედებით და საკუთარი ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა სახელწოდებით "The Spiders" (ობობები), რომელიც “ბითლზის” სტილში უკრავდა. სიმღერების ჩაწერიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ის მიხვდა, რომ როკ სცენას რაღაც აკლდა.


 „მივიხედე და გავიფიქრე: როკ-ენ-როლში საერთოდ არ არიან ბოროტმოქმედები, რა მოხდება  თუ მათ მე შევქმნი?“


და ფიორნერმა შექმნა პერსონაჟი, სახელად _ ელის კუპერ, რომელიც  სცენაზე წასრდგა, როგორც ქალის მკვლელი,  შავად შეღებილი, ჩათხაპნილი თვლებით და მეძავი ქალის სამოსში გამოწყობილი.

თავიდან  წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სცენაზე მისი თამაში მის ქრისტიანულ ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას მოახდენდა. „საერთოდ ვერ ვჭვრეტდი, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს რწმენაზე. ბიბლია სავსეა ბოროტმოქმედებით და მეც ვფიქრობდი, რომ  ერთ-ერთი მათგანი გავხდებოდი.“

 „მე დავაწესე საზღვრები ელის კუპერისთვის, რომელიც მას არ უნდა გადაელახა“_თქვა მან Harvest Show_ს ინტერვიუში. საბოლოოდ მთელს ჯგუფს მისი სამარცხვინო ლიდერის სახელი ეწოდა.

მათ პირველი, დიდი წარმატება სიმღერამ „I'm eighteen“ მოუტანა, რომელმაც  1971 წლის 100 საუკეთესო სიმღერას შორის 21_ე ადგილი დაიკავა .

 ჯგუფის ტურნეები 1971_1972 წლებში  დადგმული ჩხუბებით,  გითიკური წამებითა და ახალშობილთა დასაჭურისებით იყო სავსე. სცენაზე მიმდინარეობდა დადგმული წამებაც.

1971 წელს  მათი სიმღერა „school's Out“   დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სიმღერათა ჰიტპარადში შევიდა. ჯგუფი შოკში აგდება მშობლებს და აღაშფოთებდა საზოგადო მოღვაწეებს. ბრიტანეთის პოლიტიკოსმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა საჩივარი შეიტანა, რათა ქვეყანაში ჯგუფის შემოქმედება აღკვეთილიყო. BBC_ზე მათი ერთ-ერთი სიმღერა მართლაც აკრძალეს.

ფიორნერი ცნობილი, როგორც კუპერი თვითდამანგრეველი ცხოვრების სტილში ჩაება, დატოვა რა თავისი ქრისტიანული ფესევბი ძალიან შორს.

 "ყველაფერი, რაც შენ გსმენია ჩვენზე, როგორც სიგიჟე ისე ჟღერდა"_თქვა მან ავსტრიაში Mulatschag TV_ზე. „ალბათ მაშინდელი საზოგადოებისთვის ჩვენ მართლაც საფრთხეს წარმოვადგენდით. ჩვენ გახლდით ისინი, ვინც გადარჩნენ. ბევრი ჩვენი მეგობარი როკ-ვარსკვლავად გახდომის მცდელობისას დაიღუპა.“

კუპერის მეგობრები გახლდნენ: ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და კიტ მუნი. „ამ ბიჭებთან ერთად ვსვამდი ყოველ საღამოს და ვუყურებდი, როგორ ეშვებოდა თითოეული მათგანი ფსკერზე.საქმე იმაში იყო, რომ ისინი ცდილობდნენ ეთამაშათ თავიანთი პერსონაჟი სცენის მიღმაც.“

მისი მსმელობა აისახა ჯანმრთელობაზეც.  „დიდი ხნის განმავლობაში ვსვამდი. სერიოზული ალკოჰოლიკი ვიყავი. სასტიკი და ბობოქარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მოქმედებები თვითგანადგურებისკენ მიმიძღოდა.“_ამბობს იგი. რეპორტიორები ამბობენ, რომ ის ყოველ დღე მინიმუმ ორ შეკვრა ლუდსა  და ერთ ბოთლ ვისკის სვამდა.

 დიდ ბრიტანეთში ტურნეს შემდგომ, 1972 წელს კუპერმა  ალკოჰილის გამო სისხლის ანალიზი აიღო. 7 წლის შემდეგ ის ჰოსპიტალიზირებული იყო დიაგნოზით – „ფილტვის ცეროზი.“

 „უნდა გამეარა მკურნალობა“_ ამბობს კუპერი Mulatschag TV_ს ეთერში. „გამოვაღწიე საავადმყოფოდან და ეს გახლდათ სასწაული. გავთავისუფლდი ალკოჰოლისაგან. უფალმა ის ჩემგან წაიღო. ნამდვილად საოცრება იყო. 30 წლის განმალობაში არ მიგრძვნია ლტოლვა ალკოჰოლისადმი, რაც მანამდე ჩემს ცხოვრებაში არარსებული გახლდათ.“

 კუპერი ფსკერზე დაეშვა და თავის აღორძინებაში უზენაესის ხელი იხილა, რამაც აიძულა თავისი რწმენა გადაემოწმებინა. იგი ყოფილ მეუღლეს შეურიგდა, ბალერინასა და ქორეოგრაფს, რომელიც მის შოუში 70_იან წლებში გამოვიდა. მისი მამა ბაპტისტური ეკლესიის მწყემსი გახლდათ.

 მათ ერთად დაიწყეს ფენიქსში არსებულ ეკლესიაში სიარული. „ფენიქსში მყავდა მწყემსი, რომელიც ყოველ კვირა დღეს მესაუბრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეკლესიაში დაახლოებით 6000 ადამიანი ჰყავდა. მისი სიტყვები ჩემი გულის კუთხე-კუნჭულში აღწევდა. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, თავს დაცარიელებულად და გათელილად ვგრძნობდი, ვამბობდი, რომ აღარ მოვიდოდი, მაგრამ მაინც ყოველ კვირას მოვდიოდი ეკლესიაში.“

 ღმერთი ზრუნავს განდგომილთა გულებზე, რათა დააბრუნოს ისინი სახლში. "როგორც იქნა გადავწყვიტე, რომ ან ერთი მიმართულებით უნდა წავსულიყავი, ან მეორე. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რადგან გამუდმებით მსჯავრდადებას ვგრძნობდი. უფალი ძლიერ მამხელდა.“

 ელის კუპერი დაბრუნდა მამის სახლში და ღმერთი შეხვდა მას გაშლილი ხელებითა და სიყვარულით, რომელსაც ის ინახავდა თავისი უძღები ძისთვის.

 კუპერის გულში სიცარიელე  უფლით შეივსო. „როდესაც თქვენ იგრძნობთ ამ შევსებას, ძალიან გაოცდებით. ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც ახლა თავად ვიმყოფები. მე ჯერ ახალი მორწმუნე ვარ, ახალგაზრდა რწმენაში, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის შესწავლას დიდ დროს ვუთმობ“_ამბობს ის.

 კუპერი და მისი მეუღლე დადიან ბიბლიის შემსწავლელ კურსებზე ეკლესიაში, მაგრამ „მე ჯერ ისევ 'როკენროლერი' ვარ, რომელიც დადის ტურნირებაში,თუმცა ეს ტურნეები ისეთი როდია, როგორიც ადრე იყო. მე ლირიკულ სიმღერებს ვასრულებ. ზოგიერთი სიმღერა აღწერს იმ პერიოდს, როდესაც მე პიკზე ვიმყოფებოდი.

ადრე ეგოისტი გახლდით. ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის იყო. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ეპიცენტრში უნდა იყოს ღმერთი! ადამიანები თავიანთთვის ქმნიან ნამდვილად საშინელ კუმირებს. ჩვენ უნდა მივცეთ უფლება ღმერთს, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყოს და გვაქციოს ჩვენ იმად, ვინც ვართ სინამდვილეში. ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. საკუთარი თავის მსახურების მაგიერ მე  ქრისტეს მსახურება დავიწყე. მე  უძღები ძის საუკეთესო მაგალითი ვარ.

                                                                                                                                                

თარგმანი: ია კარგარეთელი
                                                                                                                                                 წყარო: www.316news.org

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.