33,000 დენომინაციის მითი | ქრისტიანი.ge

33,000 დენომინაციის მითი

 

რომის კათოლიკე აპოლოგეტების მონანიებისაკენ მოწოდება, რომლებიც საკუთარ განცხადებებში აშკარა ტყუილს იყენებენ

 

 თუ თქვენ ოდესმე მოგისმენიათ მოქცეული კათოლიკეს საუბრისთვის EWTN-ზე (საერთაშორისო კათოლიკური ტელევიზია/რადიო) მისი ,,შინ დაბრუნების” შესახებ, თქვენ მოისმენდით ერთ ძირითად არგუმენტს. თუ თქვენ წაგიკითხავთ ინტერნეტში გავრცელებული ,,მოქცევის ისტორიები”, თქვენ თვალში მოგხვდებოდათ იგივე არგუმენტი, სიტყვა – ad nauseum (ლათინური ტერმინი, როდესაც ვინმე განიხილავს რაღაცას ad nauseum, ისინი იმდენს ლაპარაკობენ, რომ ამის მოსმენა ძალიან მოსაწყენი ხდება). ,,არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, რომი! შეხედეთ პროტესტანტიზმს! 33,000 დენომინაცია და ყოველ დღე კიდევ უფრო მეტი ახალი დენომინაცია ჩნდება! და რატომ? ეს ხდება ,,sola scriptura” -ს მიზეზით (,,sola scriptura” – ლათინური ტერმინია, რომელიც ნიშნავს, რომ ბიბლია არის ერთადერთი შეუცდომელი ავტორიტეტი, პირველადი და აბსოლუტური სტანდარტი სარწმუნოების, ყველა დოქტრინის, წესის, მორალისა და რწმენის საკითხში; sola – მარტო, მხოლოდ; scriptura – წერილი”). ამგვარ განცხადებას აღმოაჩენთ  დამოწმებების წიგნებში, მაგალითად, პატრიკ მადრიდის რედაქტირებით გამოცემულ წიგნების სერიაში ,,სიმართლით გაოცებული”. ალ კრესტა – ერთ-ერთი ასეთი კათოლიკედ მოქცეული, ამ გამოცემის პირველ ნაწილში წერს:

 

“მაოცებდა როგორ შეიძლებოდა პროტესტანტიზმი, რომელიც დაყოფილია 20,000 დენომინაციად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოფილიყო ის, რასაც იესო გულისხმობდა იოანეს 17:21-ში, სადაც ის ამბობდა, რომ ჩემი მოწაფეების ერთობით, ქვეყნიერება გაიგებს, რომ მამამ ძე მოავლინაო (რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი- შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.’’ (Al Kresta,Surprised by Truth, p. 266)

 

კრესტა წერდა ამას მანამ, სანამ მათ მიერვე გამოგენებული პროტესტანტული დენომინაციების რიცხვი დღეს არსებულ 33,000-მდე გაიზრდებოდა. 1998 წლიდან მოყოლებული ამას ვპოულობთ Catholic Answers-დან (კათოლიკური აპოლოგეტური რადიო გადაცემა):

 

ერთ-ერთი, რასაც ისინი უარყოფენ, არის ბიბლიის გარდა სხვა რაიმე ავტორიტეტის არსებობა. შედეგად, ქრისტიანულ დენომინაციებთან დაკავშირებული ყოველი ახალი გამოქვეყნებული კვლევა, აჩვენებს, რომ დაყოფათა რიცხვი კი არ კლებულობს, არამედ მატულობს. დღესდღეობით 26,000 მეტი სხვადასხვა დენომინაცია, სექტა და დამოუკიდებელი ეკლესია  არსებობს მთელს მსოფლიოში. მათ აქვთ უთანხმოება, ისეთ ცენტრალურ საკითხზე, როგორიცაა უფლის სერობა (ზიარება) და ასევე ისეთ ტრივიალურ საკითხზე, როგორიცაა თუ რა სახის მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება ეკლესიაში. თითოეული ბიბლიამომარჯვებული ქრისტიანი უნდა პოულობდეს მის საკუთარ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას. მას შეუძლია ამოირჩიოს ვის ენდოს:  ადგილობრივი ეკლესიის პასტორის სწავლებას, ტელე-ევანგელისტისას (მახარებლის), თუ თავისი დენომინაციის ოფიციალურ სწავლებას, თუმცა ის არ იმყოფება ამ სწავლების ავტორიტეტის ქვეშ. მის ცხოვრებაში არ არის უზენაესი დოქტრინული ავტორიტეტი, წმინდა წერილის მისი პირადი ინტერპრეტაციის გარდა (sola scriptura).

 

ამჩნევთ, რომ დენომინაციათა რაოდენობამ მოიმატა? ტიმ სტეფლზი ამ კონკრეტული სტატისტიკური არგუმენტის გამოყენების სპეციალისტი იყო. მაგალითად იგი ამბობს,

 

განა ბევრ რამეზე არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ რეფორმაციიდან 480 წლის გასვლის შემდეგ – რეფორმაციისა რომელიც ამტკიცებდა, რომ მის ოფიციალურ პრინციპს sola scriptura წარმოადგენდა, დღეს გვაქვს ამ პრინციპიდან წარმოშობილი 26,000 დენომინაცია? 1982 წლის მსოფლიო საეკლესიო ენციკლოპედია პროგნოზირებდა, რომ 1985 წლისთვის იქნებოდა 22, 190 დენომინაცია. ამ მოცემული პროგნოზით ვიღებთ –  წელიწადში 270 დენომინაციას (5 ახალი დენომინაცია კვირაში). თუ ამ პროგნოზს ჩვენს დრომდე განვავრცობთ, დღეისთვის მივიღებთ 26,000_ზე მეტ დენომინაციას.

 

ჟურნალში ,,Envoy Magazine”, აღმოვაჩინეთ წყარო, რომელსაც ეს ადამიანები მიმართავენ. ეს წყარო არის მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედია (World Christian Encyclopaedia), რომლის ბოლო გამოცემა, როგორც ვიხილავთ, 2001 წლით თარიღდება.  სტეფლზი პირდაპირ ასახელებს წყაროს. ეს დაიმახსოვრეთ.  სხვა ადგილზე სტეფლზი ამბობს:

 

წმინდა წერილის თანახმად, ღმერთის ხალხისთვის, რწმენის, ზნეობისა და წესრიგის საკითხებში ეკლესია არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. მრავლის მეტყველია ის ფაქტი, რომ თითქმის 500 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რეფორმაცია ამტკიცებდა, რომ მის ოფიციალურ პრინციპს წარმოადგენს ”sola scriptura” და დღეისთვის არსებობს 33,000-ზე მეტი პროტესტანტული დენომინაცია. იოანეს 10:16-ში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ,,ერთი სამწყსო, ერთი მწყემსი”. დოქტრინისა და სულიერი ავტორიტეტის დასაფუძნებლად მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობა არ აღმოჩნდა ეფექტური.

 

სტეფლზმა 2001 წლის შემდეგ  საკუთარი მონაცემების განახლებული ვერსია დაასახელა. გამოყენებული წყარო იგივეა.

სტივ რეი კვლავ სრულად ენდო ამ არგუმენტს. თავის ინტერვიუში ამაღლების თემაზე, მან დაწერა:

 

ჩვენი ავტორიტეტის წყაროს მხოლოდ ბიბლია არ წარმოადგენს. ჩვენ ვმადლობთ ღმერთს და კათოლიკურ ეკლესიას ამისათვის (ავტორიტეტისათვის). შეხედეთ გამოგონილი დოქტრინით, sola scriptura-ით დაბნეულ მასას, , ეს დოქტრინაა თავს მოხვეული პროტესტანტებზე, რომლენიც დაყოფილნი და მიმოფანტულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 33,000-ზე მეტ განსხვავებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად, ბიბლიის საკუთარი ინტერპრეტაციით.

(World Christian Encyclopedia (Oxford University Press, 2001), pg. 10.)

 

ახლა გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ რეი პირდაპირ მიუთითებს წყაროს და გვერდსაც კი, რომელსაც ის ეყრდნობა. შემდეგ,  გაითვალისწინეთ, რომ ის პირდაპირ აცხადებს, რომ რაოდენობა 33,000  მოიცავს მხოლოდ პროტესტანტებს. უფრო მეტიც, ის ”sola scriptura”-ს დოქტრინას 33,000 დენომინაციის არსებობის მიზეზად ასახელებს. იმისათვის რომ დაგარწმუნოთ, რომ ეს ნამდვილად სტივ რეის პოზიციაა, მოვიყვან მის სიტყვებს:

 

ახლა რა? ვინ იცის! ხვალ ისინი შეიძლება კვლავ დაიყონ და შექმნან „პირველი ახალი პროგრესული მისიონერული ბაპტისტური ეკლესია“ და შემდეგ ეს ალბათ კვლავ დაიყოფა „უახლეს პირველ ახალ პროგრესირებად მისიონერულ ბაპტისტურ ეკლესიად“ ან „პირველ წმინდა ახალ პროგრესირებად მისიონერულ ბაპტისტურ ეკლესიად.“ რის შემდეგაც უკვე არსებულ 33,000 პროტესტანტულ დენომინაციას კიდევ მრავალი სექტა დაემატება.

 

ყურადღება მიაქციეთ ,,პროტესტანტულ დენომინაციებს.” გასულ კვირას სტივ რეიმ უთხრა კევინ ჯონსონს:

 

გამარჯობა კევინ: გმადლობ, რომ გამიზიარეთ თქვენი სახელი, რომელიც არ იყო ინტერნეტ პოსტზე მითითებული. ვისურვებდი, რომ დიალოგისთვის დრო მქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ გადატვირთული ვარ და არ შემიძლია ღრმად ჩავერთო დებატებში. წარსულში უამრავი თავისუფალი დრო მქონდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. ვიმედოვნებ სხვები ჩაერთვებიან შენთან დიალოგში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც მე წავაწყდი, კევინ არის ის, რომ შენ ხარ ერთ-ერთი 33,000 დენომინაციიდან, რომლებიც რეფორმაციიდან აღმოცენდა და ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა საკმარისი დროის გამოყოფა იმ სხვადასხვა დეტალის გასაგებად, რომლისაც თითოეულ თქვენგანს სწამს მრავალი მრწამსითა და ტრადიციით.

 

ამგვარად, სტივ რეიმ გაიმეორა განცხადება, რომ პროტესტანტული დენომინაცია არის 33,000. მან ხელმეორედ თქვა, რომ ეს განპირობებულია ”sola scriptura”-ს დოქტრინით და მან გარკვევით თქვა ისიც, საიდანაც ის ვითომდა იღებდა ინფორმაციას, მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედიიდან. კერძოდ:

 

მსოფლიო ქრისტიანული ენციკლოპედია: შედარებითი მიმოხილვა რელიგიებისა და ეკლესიების, თანამედროვე მსოფლიოში, მეორე გამოცემა, David B. Barrett, George T. Kurian, Todd M. Johnson Oxford University Press, 2001.

(იხილეთ ინგლისურ ენაზე: World Christian Encyclopedia: A comparative survey of churches and religions in the modern world. Second Edition, David B. Barrett, George T. Kurian, Todd M. Johnson Oxford University Press, 2001.)

 

ამგვარად, მოდით შევამოწმოთ ეს ხშირად გამეორებული არგუმენტი, რომელსაც ვპოულობთ კათოლიკე აპოლოგეტების ფართო ჯგუფების საუბრებსა და სტატიებში.

 

პირველი შეცდომა: მარტივი ლოგიკა
 

    სანამ ყურადღებას მიაქცევთ ამ არგუმენტის წყაროსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემას, ცხადი უნდა იყოს, რომ აქ წარმოდგენილი მთელი ეს არგუმენტები შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს, როგორც ,,ყალბი”. კრიტიკულ განსჯას ვერ უძლებს ვერცერთ დონეზე. ცვლილებები ლოგიკაში და არგუმენტები არის უსაშველოდ დიდი. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ 2 აშკარა პრობლემაზე.

      პირველი – კონკრეტულად რის საფუძველზე აჩვენებენ კათოლიკე აპოლოგეტები, რომ ”sola scriptura”-ს დოქტრინა არის ამ დაყოფების წყარო? მაგალითად, როდესაც ვხედავთ რომის საეკლესიო წოდებებს შორის დაყოფასა და ცხარე უთანხმოებას ძირითად საკვანძო საკითხებზე, გვაძლევს თუ არა ეს უფლებას დავადანაშაულოთ რომის მაგისტერიუმი ამ განსხვავებული თვალსაზრისების არსებობაში (კათოლიკური ეკლესიის მაგისტერიუმი წარმოადგენს ეკლესიის ავტორიტეტს ან ოფისს, საკუთარი ჭეშმარიტი სწავლების ჩამოყალიბების საქმეში)?  თუ ქრისტიანს სწამს, რომ წმინდა წერილი რწმენის საკმარისი სტანდარტია, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ საკმარისი წყაროს არასწორად გამოყენება (ბოროტგანზრახვით) მისი საკმარისობის წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტი შეიძლება იყოს? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ალოგიკურია. წმიდა წერილები სრულყოფილად შეიძლება მოემსახუროს იმ დანიშნულებას, რისთვისაც მოგვეცა, მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ ცოდვილნი არიან. ადამიანები ჯერ კიდევ არასრულყოფილნი არიან. ადამიანები ჯერ კიდევ უმეცარნი არიან და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ თავიანთი ტრადიციები. ამგვარად, სანამ ეს აპოლოგეტები თავს იკატუნებენ, რომ ”sola scriptura”-ს დოქტრინის დადანაშაულება დაყოფებში მოცემული ცხადი ფაქტია, ეს ვარაუდი არ არის საკმარისი ამ არგუმენტის დასამტკიცებლად.

        მეორეც – რაც ასევე უკავშირდება წინას, არის ის, რომ ცხადმა და მტკივნეულმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ დღეს პროტესტანტული ეკლესიების მხოლოდ მცირე პროცენტი ეძიებს შეგნებულად რომ ასწავლოს, აღიაროს და პრაქტიკაში განახორციელსო “Sola scriptura.” სინამდვილეში, დიდი რაოდენობის არა-კათოლიკური ეკლესიები აღიარებენ ნაირ-ნაირ კონცეფციებს, რომლებიც არღვევენ “Sola scriptura“-ს დოქტრინას. ამგვარად, როგორ შეიძლება დოქტრინა იყოს დამნაშავე მათ ქმედებებში, ვისაც არც კი სწამს მისი? ცხადია, რომ ეს შეუძლებელია. რეალურად, ის ეკლესიები რომლებიც მონდომებით მიილტვიან/ცდილობენ განაცხადონ, აღიარონ და გამოიყენონ „sola scriptura”, მნიშნელოვნად უფრო ერთსულოვანნი არინ საკუთარ თეოლოგიაში, ვიდრე ის ეკლესიები, რომლებიც ეძებენ განმარტებისა ან გამოცხადებების გარეშე, ღვთივსულიერ/წინამძღოლურ წყაროს.

      ამგავრად, იმ დროს, როდესაც 33 000 პროტესტანტული ეკლესიისა და ამაში დამნაშავე sola scriptura–ს დადანაშაულების არგუმენტი გავრცელებულია, ეს არ ქმნის მას დასაბუთებულ არგუმენტად. მაგრამ არსებობს ამ არგუმენტის უარყოფის ბევრად უფრო საფუძვლიანი მიზეზი, რომელიც ასე ხშირად არის გამოყენებული ტიმ სტეფლზისა და სტივ რეის მსგავსი ადამიანების მიერ.

 

მეორე შეცდომა: ეს არის უბრალოდ ტყუილი
 

იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა რელიგიაზე მოქცეული პიროვნება წყაროს ასახელებს, გამოიყენეთ ჩემი რჩევა. თავად წაიკითხეთ ეს წყარო.  როდესაც ვკითხულობთ მსოფლიო ქრისტიანულ ენციკლოპედიას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც უთქვამს სტივ რეისა და ტიმ სტეფლზ ან სხვებს მათი წრეებიდან ყოველთვის უნდა მიიღოთ სკეპტიკურად და არ დაიჯეროთ ბუკვალურად. რეის მიერ მითითებულ წყაროს მეათე გვერდზე ჩვენ ვკითხულობთ,

 

მსოფლიო ქრისტიანობას

გააჩნდა

26,350 33,820 დენომინაცია/ქვედენომინაცია

რომელთაც ჰქონდათ

1,391,020 3,445,000 საკრებულო/ ეკლესია

შედგებოდა

1,130 1,888 მილიონი წევრი ქრისტიანისაგან

გადანაწილებული

ორ გლობალურ კატეგორიად

 

პირველი რიცხვი არის 1970 წლიდან, მეორე 2000 წლიდან. დასახელებული ორი ,,გლობალური კატეგორია” არის  „დენომინაციონალიზმი“ და  “პოსტდენომინაციონალიზმი“. უდიდესი მნიშვნელობის მქონეა იმის გაგება, რომ რიცხვი 33,820, რომელსაც იყენებენ რეი და სტეფლზი და სხვა კათოლიკე აპოლოგეტები, აერთიანებს ყველა ორივე კატეგორიაში არსებულ “დენომინაციებს”. მაგრამ თუ ეს ადამიანები ცოტა მეტს წაიკითხავდნენ ენციკლოპედიის მათ მიერვე მითითებულ იმავე გვერდზე, ისინი მიხვდებოდნენ, რომ ეს არ არის “დენომინაციების” ჩამონათვალი, რომლებიც პროტესტანტული რეფორმაციიდან წარმოიქმნა (თუმცა კიდევ ერთხელ, სიცხადისათვის ავღნიშნავ, რომ ზუსტად ამას ამტკიცებს სტივ რეი, რაც ზევით არის წარმოდგენილი). 21,990  არის  “პოსტდენომინაციალიზმის” კატეგორიაში, 11,830 არის დენომინაციონალიზმში. გთხოვთ გაიაზრეთ, რომ დენომინაციების სია მოიცავს კათოლიკებს, მართმადიდებლებსა და პროტესტანტებს! რეალურად, განსაცვიფრებელია, რომ ეს წყარო ითვლის 242 რომის კათოლიკურ დენომინაციას! და თუ ეს „მუდამ გულდასმით ფრთხილი მკვლევარები“ შეიწუხებდნენ თავს და წაიკითხავდნენ მე-16 გვერდს, ისინი აღმოაჩენენ:

  • ეს წყარო მოიცავს 781 “მართმადიდებლურ” დენომინაციას (ე.ი აღმოსავლური მართმადიდებლობა), ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებს 887.
  • ეს წყარო მოიცავს 242 “კათოლიკურ” დენომინაციას 2000 წლისთვის, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებს 245.

       წარმოიშვა თუ არა ეს ორი ჯგუფი რეფორმაციიდან? რა თქმა უნდა არა! ამის ნაცვლად, მე-16 გვერდზე ვკითხულობთ, რომ ყოვლისმომცველი “პროტესტანტების” ჯგუფი 2000 წლის მონაცემებით აღნიშნულია როგორც 8,973 დენომინაცია, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია 9,490.  თუ ჩვენ ზუსტად აქ შევჩერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სტივ რეი და ტიმ სტეფლზი 24 000 დენომინაციით ჩამორჩებიან თავიანთ ხშირად განმეორებულ მტკიცებულებას, ე.ი რეალურად წყაროში მოცემული რიცხვი  არის მხოლოდ მათ მიერ მოცემული რაოდენობის  27 %. ეს არის 300 %-ით გაბერილი რიცხვი! რატომ? ისინი უბრალოდ მიყვებიან მეორადი წყაროს ცნობებს, ისე, რომ არასოდეს ყურადღებასაც კი არ აქცევენ პირველად წყაროებს? თუ ისინი არაკეთილსინდისიერად იქცევიან? რომელია აქედან სწორი?

      მაგრამ ეს არ არის სრული სურათი. როგორც კი თქვენ დაიწყებთ “პროტესტანტული” დენომინაციების სიის შესწავლას, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის შეიცავს ისეთ არა-ტრინიტარულ ჯგუფებს (სამების დოქტრინის უარმყოფი რელიგიური ჯგუფები), როგორიცაა უანნესების დენომინაციები (კიდევ ცნობილია, როგორც დენომინაციები „მხოლოდ იესო“. უარყოფენ სამების დოქტრინას და აღიარებენ რომ ღმერთი არის ერთპიროვნული), ასევე, მეშვიდე დღის ადვენტისტების მსგავსი ჯგუფები! ზოგიერთი ჩამოთვლილი დენომინაცია ღიად ცნობს ,,გამოცხადების“ გაგრძელებას თანამედროვე პერიოდში,  რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ sola scriptura–ს დოქტრინასთან შეხება სავარაუდოდ საერთოდ არა აქვთ.

      პროტესტანტული ჯგუფების შემდგომ არის “დამოუკიდებელი” ჯგუფები, რომლებსაც მოყვებიან “მარგინალური/მწვალებლური ქრისტიანული”  ჯგუფები. მაგრამ ყველა ეს ჯგუფი ჩამოთვლილია რიცხვში – 33,820! გთხოვთ გაიაზრეთ, აქ შედიან “გნოსტიკები” (!) მორმონები (122 დენომინაცია) და იეჰოვას მოწმეები (228 დენომინაცია)!

        ამგვარად, ყურადღებიანი მკითხველი გამოიტანს ერთ დასკვნას: სტივ რეი, ტიმ სტეფლზი და კათოლიკე აპოლოგეტების დანარჩენი საზოგადოება, ისე ისვრის რიცხვს 33,000 როგორც რაგბის ბურთს და უსასრულოდ ირცხვენენ თავს ყოველ ჯერზე, როდესაც ამ მითს იმეორებენ. არა მხოლოდ ის ფაქტია ძალიან აშკარა, რომ “Sola scriptura–ს” დოქტრინა არ არის დამნაშავე 33 000–ის რაოდენობის არსებობაში, არამედ ამავე წყაროში, თუ წაიკითხავთ კონტექსტში, ამ  33,000-ის დიდი ნაწილი არც კი აღიარებს ამ დოქტრინას, რომ აღარაფერი ვთქვათ მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ჩამოთვლილ პროტესტანტულ ჯგუფებს შორისაც კი, რამდენმა იცის სერიოზულად აღნიშნულ დოქტრინასთან დაკავშირებული საკითხები, ნუთუ თავი დაანებეს სიმართლის გონივრულად დადგენას? ამგვარად, არცერთ პატიოსან ადამიანს არ შეეძლო, ამ ინფორმაციის შუქზე გაეგრძელებინა ამ რიცხვის გამოყენება იმ გზით, როგორც ამას რეი, სტეფლზი და სხვები რეგულარულად აკეთებენ.

        ირონიულად, რეის მიერ მითითებული გვერდის შემდეგ გვერდზე (გვ.11), ჩვენ აღმოვაჩინეთ გრაფიკი,  ქრისტიანობის ისტორიაში წამებულთა შესახებ. ის ამტკიცებს, რომ 11,000,000 მოწამე მოკლეს, როგორც რომის კათოლიკე  1000 წლის შემდეგ ახ.წ.აღ. (შეიცავს თუ არა რიცხვი ჯვაროსნულ ლაშქრობებს? – ჩვენთვის ეს უცნობია). აღნიშნული წყარო ასევე ასახელებს 3,170,000 პროტესტანტ წამებულსა და 838,000 “რომის კათოლიკეს ახ.წ.აღ. 1000 წლამდე”.

        მაგრამ, მომდევნო ნაწილში მოცემულია მათი ჩამონათვალი, ვინც პასუხისმგებელი იყო მოწამეთა მკვლელობაზე. საერო ხელისუფლებისა და ათეისტების მაჩვენებელი დიდია 55, 597,000 და შესაბამისად 31,519,000. მუსულმანებიც მაღალი მაჩვენებლით არიან წარმოდგენილი ქრისტიანების მოწამედ ქმნის სკალაზე 9,101,000 ადამიანია მათ ანგარიშზე. ანიმისტები მოდიან მეოთხე ადგილზე 7,469,000 ქრისტიანი და გამოიცანით ვინ არის მეხუთე ადგილზე მოწამეთა– წარმოებაში, აღლუმის მომწყობები? დიახ, კათოლიციზმი 4,951,000 ქრისტიანით! მაინტერესებს რეი და სტეფლზი ამ სტატისტიკით მალე თუ მოახდენენ ციტირებას? და თუ არა, რატომ არა?

 

დასკვნა:
 

ამ ფაქტების ფონზე, მე მოვუწოდებ სტივ რეის, ტიმ სტეფლიზა და სხვა კათოლიკე აპოლოგეტებს, რომლებიც ასწავლიან ზეპირსიტყვიერად თუ წერილობითი ფორმით, რომ არსებობს 33,000 პროტესტანტული დენომინაცია, გულახდილად და საჯაროდ უკან წაიღონ თავიანთი მცდარი, დაუსაბუთებელი განცხადებები, ბოდიში მოიხადონ და ახსნან, როგორ შეეძლოთ ციტირება წყაროდან, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად უარყოფს მათ განცხადებებს. ვერ გაიგეს, რას კითხულობდნენ? ფაქტობრივად წყარო არც კი უნახავთ? სხვისგან აღებულ ციტირებას გვთავაზობდნენ? რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს? მაძიებელ გონებას სურს პასუხის მიღება.

 
 
თარგმანი: 
ანუკი გელაშვილი
შალვა სახელაშვილი
 
რედაქტირება:
ალექს კვინიკაძე
 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.