როდის ტოვებ ეკლესიას? | ქრისტიანი.ge

როდის ტოვებ ეკლესიას?

ეკლესიის წევრებთან ამ თემაზე საუბარს ყველა მწყემსი ერიდება(უფრთხის), მაგრამ ეს გარდაუვალია ყველასთვის, ვინც ადგილობრივ ეკლესიას მწყემსავს.

“პასტორო, ჩვენ გვინდა შეხვედრა თქვენთან და საუბარი ჩვენს მომავალზე ამ ეკლესიაში, ჩვენ უკვე ვლოცულობთ სხვა ეკლესიაში გადასვლაზე და წევრად გახდომაზე.” ბუნებრივია თქვენ აუცილებლად უსვამთ კითხვას, “რატომ?” პასუხი არის იმდენად სხვადასხვაგვარი რამდენი “მოხეტიალე”ც არსებობს, დაწყებული აქედან:  “ზემოთ ქუჩაზე ეკლესიას მეტი შესაძლებლობის მიცემა შეუძლია ჩემი ახალგაზრდა შვილებისთვის” ან  “ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვპოულობთ საინტერესოს ვერაფერს; აღფრთოვანებას არ გვანიჭებს მოსმენილი სიტყვა” ან უფრო სამწუხაროსაც მოისმენთ “ჩვენ გვიყვარხართ თქვენ და თქვენი ქადაგება მწყემსო, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ეკლესია.”

 ხანდახან ნამდვილად არსებობს კანონიერი მიზეზები ეკლესიის მიტოვებისა და სამწუხაროდ, აუცილებელიც კია და მოვალეც კი ხდები დატოვო იქაურობა და იპოვნო ერთგული ბიბლიური სხეული (ეკლესია).  ხანდახან ეკლესიების თეოლოგიური და მორალური გაკოტრება ხდება, რის გამოც ჯანმრთელ მორწმუნეს არ აქვს არჩევანი. მაგრამ ძირითადად, დატოვების მიზეზი ხდება ამქვეყნიური კომფორტის მაძიებლობით აღძრული მორწმუნის მოთხოვნილებები, რასაც უწოდებენ ხოლმე ,,ეკლესიურ ხტუნაობას” და ეს უკვე ფაქტობრივად ეპიდემიად იქცა!  ამ რეალობის მიზეზი ბიბლიური გაუნათლებლობაა, ძლიერი ეკლესიოლოგიის დაკარგვა, ავტორიტეტის შეზიზღება, და მათ შორის ყველაზე დიდი პრობლემა ეკლესიური დისციპლინის გაუჩინარება და ეკლესიის მაღალ-რეიტინგული სტატუსის მიხედვით შერჩევა.

როდის უნდა დატოვო ეკლესია?  მე ვფიქრობ უფრო სასარგებლოა პირველ რიგში იმ მიზეზებზე ფიქრი თუ რატომ არ უნდა დატოვო ეკლესია. აქ არის რამოდენიმე არასწორი მიზეზი, რის გამოც ეკლესიიდან მიდიან, მიზეზები,რომლებიც მოსმენილი მაქვს წლების განმავლობაში:

  1. რადგან ჩვენს შვილებს უნდათ სხვა ეკლესიაში წასვლა. სულიერად მოუმწიფებელი ოჯახის წევრები ერთპიროვნულად არ უნდა ღებულობდნენ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ოჯახში. ეს არის ძალიან გავრცელებული მიზეზი ეკლესიის დატოვებისა, რაც მაქვს მოსმენილი, და ეს ღრმად სამწუხაროა.
     
  2. რადგან აქ ჩემი ასაკის ადამიანები ბევრნი არ არიან. ქრისტეს სხეული უნდა ირეკლავდეს კულტურას, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ასაკსა და პროფესიებს. ეკლესია არ არის სოციალური კლუბი, არამედ მადლით გადარჩენილ ცოდვილთა შესაკრებელია. პირიქით, წუთისოფელი როცა ეკლესიას შეხედავს, უნდა გაოცდეს ეკლესიის მრავალფეროვნებით და კითხვა დაებადოს: ,,რა არის ის, რასაც ერთიანობაში მოჰყავს და მტკიცე სიყვარულით აერთიანებს ასეთი განსხვავებული ტიპის ხალხს?
     
  3. რადგან არ მომწონს აქაური მუსიკა.  ჩემი აზრით თანამედროვე და ტრადიციული საკითხები ჩვეულებრივ არასწორად არის ხოლმე გაგებული. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია:  რა შინაარსის არის სიმღერა? არის ეკლესიის სიმღერა თეოლოგიურად სწორი? მელოდია და ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ეს კამათი, როგორც წესი, უფროსი თაობის სტერეოტიპული აზროვნების ნაყოფია; მათ სამწუხაროდ ყველაფერი ახალი საეჭვო ჰგონიათ.
     
  4. რადგან მწყემსის ქადაგებები ძალიან გრძელია.  ქადაგება არის ძირითადი აქტი ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში და უნდა დაეთმოს ლომის წილი დრო.
     
  5. რადგან ეკლესიაში უამრავი ცოდვილია. როგორც ლუთერმა განაცხადა, ქრისტეს მიმდევრები არიან simul iustis et peccator, ერთდროულად წმინდანებიც და ცოდვილებიც. ადგილობრივი ეკლესია არის საავადმყოფო ავადმყოფებისათვის. ცხადია, იქ არის სერიოზული ავადმყოფობა, სადაც ღია, თავაშვებული, დაფარული ცოდვა არის შეწყნარებული, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მხედველობაში მაქვს.
     
  6. რადგან მწყემსი არ იქცევა ისე, როგორც ჩვენ ძველად.  ტრადიცია შეიძლება იყოს სასარგებლო, მაგრამ ტრადიციონალიზმი, რომლისკენაც ეკლესიები მიემართებიან არის მრავალის დამღუპველი.
     
  7. რადგან აქ არ აქვთ კარგი ახალგაზრდული / ბავშვთა პროგრამა. მშობლები არიან სულიერი დარაჯები თავიანთი შვილებისათვის. ეკლესიამ კი უბრალოდ უნდა გააძლიეროს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება სახლში. ეკლესიური პროგრამა არ უნდა მწყემსავდეს ჩვენს შვილებს, ეს არის მშობლების მოწოდება, განსაკუთებით კი მამების.
     
  8. რადგან ქადაგება / თაყვანისცემა არის მოსაწყენი. თაყვანისცემის მიზანი არის ღმერთის განდიდება და არა ჩვენი გართობა.
     
  9. რადგან  მათ აქვთ / არ აქვთ საკვირაო სკოლა.  მე მესმის ბევრი „ეკლესიაში ნელ-ნელა ინტეგრირების“ მიმდევარი შემეწინააღმდეგება, მაგრამ მე მინდა დიდი პატივისცემით გითხრათ, რომ საკვირაო სკოლები არის კეთილი, მაგრამ, „დამატებითი მომსახურება“. სახარებისეული ჭეშმარიტება კი – მაცოცხლებელი.
     

ესენი იყო არასწორი მიზეზები ეკლესიის დასატოვებლად და კიდევ ბევრია გარდა ამ ჩამონათვალისა. მიუხედავად ამისა, ხანდახან მართლა დასატოვებელია ესა თუ ის ეკლესია.

ეკლესიის დატოვების ლეგიტიმური მიზეზების საპოვნელად, ჯონ მაკარტური არის სასარგებლო ამ საკითხში. ის ურჩევს (და ასაბუთებს ბიბლიურად) რომ თქვენ საჭიროდ უნდა მიიჩნიოთ ეკლესიის დატოვება იმ შემთხვევაში თუ:

  1. რაიმე მწვალებლობას (ერესს) ასწავლიან კათედრიდან, ამახინჯებენ ძირითად ჭეშმარიტებას. (გალ 1:7-9)
     
  2. ეკლესიის ლიდერები ნებას რთავენ ნებისმიერს, რომ ასწავლონ მცდარი დოქტრინები ეკლესიის ერთობაში. (რომ. 16:17)
  3. ეკლესიას ახასიათებს თავაშვებულობა და წმინდა წერილის იგნორირება,უყურადღებობა, როგორიცაა უარყოფა იმ წვრებისა, რომლებიც უხეშად,ხმაურიანად და რეგულარულად სცოდავენ. (1კორ 5:1-7)
     
  4. ცოდვილი ცხოვრების  წესი  არის შეწყნარებული ეკლესიაში. (1კორ 5:9-11)
     
  5. ეკლესია სერიოზულად განსხვავდება ბიბლიური ეკლესიის ნიმუშისაგან. (2თეს 3:6,14)
     
  6. ეკლესია გამოირჩევა მასიურ თვალთმაქცობით, რომელიც ბაგით ემსახურება ბიბლიურ ქრისტიანობას, მაგრამ არ აღიარებს მის ჭეშმარიტ ძალას.  (2 ტიმ 3:5)
     

წლების განმავლობაში, როდესაც წევრებს ან მეგობრებს აქვთ ხოლმე ჩემთან საუბარი ეკლესიის დატოვებასთან დაკავშირებით, როგორც წესი მე მათ მოვუწოდებ იყვნენ თავიან გარეშომომყოფთა ერთგულნი და მოწყალენი, და მხოლოდ კი ნუ წუწუნებენ და ელოდებიან მაგიურ რეფორმას, არამედ, თვითონ შეუდგნენ რეფორმირებას. ეკლესიაში გაწევრიანებაც და მისი მიტოვებაც უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე. თუნდაც რომ უეჭველად იცოდეთ, რომ ეკლესია უღირს მდგომარეობაშია და აუცილებლობას წარმოადგენს იქაურობის დატოვება, ჯერ ყველა ღონე იხმარეთ რომ დარჩეთ და სასიკეთოთ შეცვალოთ ყველაფერი. იყავით ღვთის წინაშე ერთგულნი.

 

 ავტორი: ჯეფ რობინსონი
წყარო
თარგმანი: თორნიკე ხუბაშვილი

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.