აშშ-ის ქრისტიანი ლიდერები დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ | ქრისტიანი.ge

აშშ-ის ქრისტიანი ლიდერები დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ

8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ცნობილმა მილიარდელმა აუცილებელი 270 ხმიდან დააგროვა 276.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში ტრამპი ცდილობდა მიეღო ამერიკის ევანგელისტური ქრისტიანების მხარდაჭერა. ის სასტუმრო „მერიოტ მარკი“-ში დახურულ შეხვედრაზე ასობით გავლენიან მსახურს  შეხვდა. დღის განმავლობაში პოლიტიკოსი საუბრობდა რელიგიის თავისუფლების დაცვაზე, თანამედროვე ეკლესიის მთავარ გამოწვევებზე.

 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპი ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლებში არაერთხელ ,აღიარებდა, რომ არის პროტესტანტი და აპირებს ქვეყანაში, ქრისტიანებს დაუბრუნოს პოლიტიკური გავლენა. მან თქვა რომ, როგორც პრეზიდენტი შეეცდება დაუბრუნოს აშშ-ის საზოგადოებას ქრისტიანული ღირებულებები.

„თუ მე გავხდები პრეზიდენტი, მაშინ ამერიკაში ქრისტიანობას ექნება ძალა“-ის ამბობდა დებატების დროს.

ტრამპი აგრეთვე ამბობდა, რომ აპირებს გახდეს ქრისტიანების დამცველი ახლო აღმოსავლეთში, შეამცირებს მუსლიმთა ემიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში და აკრძალავს  აბორტსა და ერთსქესიანთა ქორწინებას.

მაისში CBN ახალ ამბებში გამოსვლისას ტრამპმა თქვა: „მე ვიქნები ქრისტიანების ყველაზე დიდი წარმომადგენელი“.

რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ღვთის რწმენის შეფასება შეუძლებელია გარეგნული მახასიათებლებით. საბოლოო შედეგი გამოჩნდება მაშინ, როდესაც ყველა დაპირება განხორციელებული იქნება მომავალში. ზოგიერთმა ქრისტიანელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ორი ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატიდან ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი აირჩიეს „ნაკლებად ბოროტი“.

მიუხედავად ამისა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება განიხილება, როგორც ქრისტიანთა გამარჯვება. სხვა კანდიდატებთან შედარებით ტრამპი ყველაზე ახლოსაა ქრისტიანებთან. 

რიკ ჯოინერი -  ცნობილი მქადაგებელი: „ტრამპი პრეზიდენტია! ეს ღვთის დამსახურებაა. დიდი მადლობა ნდობისთვის, არჩევნებში მონაწილეობისთვის, იმ რთული სამუშაოსთვის , რომელიც გაწიეთ. მაგრამ ახლა იწყება რეალური სამუშაო. ღმერთმა მოგვცა წყალობა და დრო . ახლა არ არის დასვენების დრო. ჩვენ ვიქნებით იგივე ან უარეს მდგომარეობაში თუ ამერიკაში არ დაიწყება დიდი გამოღვიძება“.

 

 

კენეტ კოუპლენდი- ავტორიტეტული ბიბლიის მასწავლებელი: „თქვენ იმედგაცრუებული ხართ არჩევნების შედეგებით? იმან მოიგო, ვისაც ხმა არ მიეცით? თქვენთვის მაქვს სიახლე ამ ქვეყნის ბედი არ არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, სანამ ქრისტიანები ლოცულობენ საკუთარ ერზე და ეძებენ ღმერთს შეერთებული შტატების ბედი იქნება საიმედო ღვთის ხელში. ის თვითონ უხელმძღვანელებს, გაუძღვება და განკურნავს ამ მიწას“.

 

რიკ რენერი - მწყემსი, ბიბლიის ცნობილი მასწავლებელი: „არჩევნების დღე დასრულდა და მე მადლობელი ვარ, რომ ვიცი იესო ჯერ კიდევ ზის ტახტზე „ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა…“( ეფეს. 1:21). «…»  არჩევნები დასრულდა, მაგრამ ახლა ეკლესიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ილოცოს ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და იმათზე, რომლებიც დაეხმარებიან ქვეყნის მართვაში“.

 

ფრანკლინ გრემი - ევანგელისტი, ასოციაცია ბილი გრემის პრეზიდენტი: „წუხელ ბევრი ადამიანისთვის იყო ნამდვილი სიურპრიზი! პოლიტიკური კრიზისის პერიოდში ამერიკის საზოგადოებამ ქვეყნის მმართველად აირჩია ტრამპი.  «…» ახლა დროა გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ. ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი – სულიერი მოთხოვნილებები.  არ აქვს მნიშვნელობა ღარიბი იქნები თუ მდიდარი ქრისტეს გარეშე იქნები ყველაზე უბედური. ერთი რამის თქმა შემიძლია დარწმუნებით, ვეთანხმებით თუ არა მათ, ჩვენ ყოველდღე უნდა ვილოცოთ პრეზიდენტზე, ვიცე-პრეზიდენტსა და სხვა ლიდერებზე, მათ სჭირდებათ ღმერთის ხელმძღვანელობა“.

ჯონ ბივერი - ბიბლიის ცნობილი მასწავლებელი: „მე არ ვიწონებ რომელიმე კანდიდატს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანთა ხმა იყოს შესმენილი. «…» ჩვენამდე არსებული ქრისტიანები ხმის მიცემისთვის იბრძოდნენ. ისინი რწმენის გამო  განიცდიდნენ ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას.  საბოლოოდ პრეზიდენტი აკეთებს არჩევანს ეკლესიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“.

 

პოლ ზინკი - ეპისკოპოსი, იონგი ჩოს საერთაშორისო ეკლესიის ზრდის დირექტორთა საბჭოს წევრი: „ეს არ არის მხოლოდ ამერიკის არჩევანი, ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს. გახსოვდეთ, ყველაფერი ღვთის ხელთაა. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ აღსრულდეს მისი ნება ჩვენს ქვეყანაში. ქრისტიანთა ლოცვის წყალობით ღმერთს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ერის ისტორია.

 

დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა მხარდამჭერთა წინაშე ნიუ იორკის შტაბ ბინაში . შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა მიიღო მილოცვები სახელმწიფოს მმართველებისგან და პოლიტიკოსებისგან.

ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ შეუდგება, რომელიც გაიმართება 2017 წლის 20 იანვარს.

 

თარგმანი: მარიამ უზუნაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.