ბრიტანელი წყვილი, რომელიც დაადანაშაულეს ჰომოფობიაში და უარი ეთქვათ ბავშვის აყვანაზე | ქრისტიანი.ge

ბრიტანელი წყვილი, რომელიც დაადანაშაულეს ჰომოფობიაში და უარი ეთქვათ ბავშვის აყვანაზე

ერთსქესიანთა ოჯახში ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი შეხედულების გამო, ბრიტანელ წყვილს ორი ბავშვის შვილად აყვანაზე უარი ეთქვათ. მათ განაცხადეს, რომ ამით დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება.

წყვილმა მიიღო უარი შვილად აყვანაზე მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ „ბავშვს ესაჭიროება, როგორც დედა, ასევე მამა“.

მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება და აღნიშნეს რომ, იგი არ ემსახურება ბავშვების ინტერესებს.

შვილად აყვანის  საბჭო სამშაბათს განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

წლის დასაწყისში ბავშვები დროებით იზრდებოდნენ მიმღებ ოჯახში. ქრისტიანმა წყვილმა იცოდა, რომ სახელმწიფო ბავშვებისთვის ეძებდა მშვილებელ ოჯახს. როცა მათთვის ცნობილი გახდა, რომ პოტენციური მშობელი შეიძლება ყოფილიყო – ერთსქესიანი წყვილი, მიმღებმა ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვები თვითონ ეშვილათ.

„ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ბავშვებზე იზრუნებდა ორი მამაკაცი," – განაცხადა ქალმა, რომელსაც სურს ბავშვების შვილად აყვანა   BBC-ის  წამყვან პროგრამაში, ვიქტორია დერბიშირთან ერთად.

არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი ბიჭია თუ გოგო, ის ეძებს ქცევის მოდელს. ჩვენთვის საუკეთესო ოჯახის სისტემა არის – დედა და მამა. ერთსქესიანი წყვილი – შეიძლება მიმზიდველია, მათ სურთ გახდნენ მშობლები, შეიძლება აქვთ მეტი შესაძლებლობა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩვენ უფლებებს რელიგიური შეხედულებების გამო ზღუდავენ – დასძინა ქალმა.

ქალბატონის თქმით საბჭო მიზნად ისახავდა  ერთსქესიანი წყვილების განაცხადის დაკმაყოფილებას  და „არ ითვალისწინებდა ბავშვების კეთილდღეობას“.

წყვილი, რომელიც თავს არ თვლის ჰომოფობად აღნიშნეს, რომ შვილად აყვანის საბჭომ თავიდანვე იცოდა მათი რელიგიური შეხედულების შესახებ.

2014-2015 წლებში ერთსქესიანთა წყვილებმა იშვილეს:  ინგლისი- 450 ბავშვი,  უელსი-30, შოტლანდია -22.

თარგმანი: მარიამ უზუნაშვილი
რედაქტირება: ანუკი გელაშვილი

წყარო

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.