ჩრდილოეთ კორეის ქრისტიანები | ქრისტიანი.ge

ჩრდილოეთ კორეის ქრისტიანები

„ჩვენ არ გვაქვს არც ფული,არც თავისუფლება, მაგრამ გვყავს ქრისტე – ეს ჩვენთვის საკმარისია!“

ისინი იმდენს არ ლოცულობენ  რელიგიურ  თავისუფლებაზე  თავიანთ  ქვეყანაში,  რამდენსაც ამერიკაში  მცხოვრებ  და-ძმებზე,  რომლებიც ფულში ცვლიან საკუთარ რწმენას.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც  ცდილობდა  დახმარებოდა  ჩრდილოეთ  კორეაში  მცხოვრებ ქრისტიანებს, რომლებიც  იდევნებოდნენ  ქრისტიანული  სარწმუნოების გამო,  აცხადებს, რომ მრავალი  კორეელი  მორწმუნე  უფრო  მეტად  ამერიკაში  მცხოვრებ  ქრისტიანებზე  ლოცულობდა,  ვიდრე  საკუთარ თავისუფლებაზე.

ერიკ ფოლმა- მისია „კორეელ  წამებულთა  ხმის“  (Voice of the Martyrs Korea) ხელმძღვანელმა  ჩრდილოეთ კორეელ ქრისტიანებთან საუბრის შემდეგ  განაცხადა,რომ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ქრისტიანები არ ლოცულობენ  თავიანთ ქვეყანაში არსებული რეჟიმის დამხობაზე.

„ისინი არ ლოცულობენ ფულზე ან თავისუფლებაზე. ისინი სთხოვენ უფალს, რომ უფრო მეტად განასახიერონ ქრისტე თავიანთი ცხოვრებით.“- ამოწმებს ერიკი.

მისიის  “International Christian Concern” თანამშრომლები ამატებენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში (ქვეყანაში, სადაც რელიგია კანოგარეშედ ცხადდება) მცხოვრები ბევრი ქრისტიანის ცხოვრება იმაზე მეტად საშინელია, ვიდრე ჩვენ ამას წარმოვიდგენთ. მათ დევნიან, ყრიან საპყრობილეებში და კლავენ. ერთ-ერთმა ქრისტიანმა, რომელმაც შეძლო ჩრდილოეთ კორეიდან გამოღწევა, თქვა: ,,თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის? ეს ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის.. თქვენ გაქვთ იმდენი რამ, რომ ხშირად რწმენას ნივთებზე და ფულზე ცვლით. ჩრდილოეთ კორეაში ჩვენ არ გვაქვს არც ფული და არც თავისუფლება, მაგრამ ჩვენ გვყავს ქრისტე. ჩვენთვის ეს საკმარისია!“

ეს მოხსენება  სასტიკი დევნისა და ტანჯვის მრავალ მაგალითს მოიცავს, რომელსაც განიცდიან კიმ ჩემ ინის რეჟიმში მცხოვრებნი.

„მიზეზი იმისა, რის გამოც ჩრდილოეთ კორეას ასე ეშინია ქრისტიანობის, არის ის, რომ ქრისტიანობას მომენტალურად ძალუძს ამხილოს ჩუჩხეს რეჟიმის მთელი სიყალბე. ამიტომ ქრისტიანობას უყურეფენ, როგორც დივერსიულ იდეოლოგიას – ის ხომ სულ სხვა ფასეულობებსა და აზროვნებას გვთავაზობს, ასევე სხვა ცხოვრებისეულ მიზნებს,“-განმარტავს ფოლი.

შემდგომ ის დასძენს, რომ არ არის აუცილებელი დასავლეთელი ქრისტიანებისგან ჩრ.კორეელ ქრისტიანთა  გათავისუფლებაზე ლოცვა. საკმარისია, მათ ილოცონ იმაზე, რომ ღმერთმა ჩრდილოეთ კორეაში მყოფ ქრისტიანებს მისცეს სიმტკიცე და სიმამაცე ამ საშინელი დევნების დროს.

„ეს იმიტომ, რომ ჩვენ, ამერიკელ ქრისტიანებს, არ გვყოფნის ჭეშმარიტი ბედნიერება, რადგან ბედნიერება არც ფულშია და არც თავისუფლებაში“,-დაამატა ფოლმა.

„არის ერთი სხეული ქრისტესი. არ არსებობს „ კორეის დევნილი ეკლესია“ და „ამერიკის თავისუფალი ეკლესია“, არსებობს მხოლოდ ერთი სხეული და ჩვენ მოწოდებულნი ვართ, დავეხმაროთ უღელქვეშ მყოფთ - თითქოს ჩვენ თავად ვიმყოფებოდეთ მათ შორის.

რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაცამ, ისეთებმა როგორიცაა, ბრიტანული იურიდიული ცენტრი “Christian Solidarity Worldwide”, წარმოადგინეს მეტი მტკიცებულება იმის შესახებ,თუ რას გადიან ჩრ. კორეაში მცხოვრები მორწმუნეები.  სექტემბერში წარდგენილ ფაქტებში ასევე ნათქვამი იყო, რომ ზოგიერთ მორწმუნეს ტანკით უვლიდნენ, სხვებს ჯვარზე აკრავდნენ და წვავდნენ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ ცხოველური მოპყრობისა, რომელთაც ამ ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანები განიცდიან.

ასევე, განმარტავენ: "პოლიტიკა" – " დამნაშავე იმის გამო, რომ დამნაშავესთან აქვს შეხება", გულისხმობს იმას, რომ იდევნებიან ისინიც, ვინც კორეელ ქრისტიანებს ნათესავად ერგებიან და მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თავად არიან მორწმუნენი თუ არა.“

სიუზენ შოლტე-ჩრდილოეთ კოალიციის წარმომადგენელი და ჩრ. კორეის ხალხთა უფლებების დაცვის ამერიკული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი  “Christian Post”-თან ინტერვიუში ამბობს: „ამ მოხსენებაში ჩვენ ზუსტად გადმოგცემთ იმას, რისი ატანაც უწევთ ჩრ. კორეის ქრისტიანებს.“ მან ასევე განაცხადა თავის ურთიერთობაზე ჩრ. კორეიდან გამოქცეულ ქრისტიანებთან, რომელთაც დაადასტურეს ყველა ეს ისტორია.

თარგმანი: ია კარგარეთელი
რედაქტირება: ნინი გელაშვილი

წყარო

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.