მელ გიბსონი ხსნის თუ როგორი გამოწვევა იყო მისი რწმენისთვის "Hacksaw Ridge" | ქრისტიანი.ge

მელ გიბსონი ხსნის თუ როგორი გამოწვევა იყო მისი რწმენისთვის „Hacksaw Ridge”


მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი ამჟამად თავისი ახალი ფილმის „Hacksaw Ridge“ პოპულარიზაციითაა დაკავებული, რომელიც ფართო ეკრანებზე პარასკევიდან გამოვა.

ფილმი დაფუძნებულია დესმონ დოსის რეალურ ცხოვრებაზე, ის იყო ექიმი, რომელიც   მეორე მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას და რომელმაც ქრისტიანული რწმენის გამო უარი განაცხადა იარაღის ტარებაზე.

მიუხედავად დაცინვისა და ჯარიდან თითქმის გამოგდებისა, დოსმა მაინც შეძლო, რომ მომსახურებოდა ახალგაზრდა ჯარისკაცებს და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა ბრძოლის ველზე.  ის იყო ერთადერთი ადამიანი , რომელმაც რელიგიური მოტივების გამო უარი თქვა იარაღის ტარებაზე და რომელიც ღირსების მედალით დაჯილდოვდა.

„როდესაც მე წავიკითხე სცენარი და დავინახე ვინმე დესმონ დოსის მსგავსი ადამიანი, ძალაუნებურად გავაცნობიერე თუ რაოდენ მწირი იყო ჩემი რწმენა “, უთხრა გიბსონმა ვენდი გრიფიტს ინტერვიუს დროს, როდესაც ვენდისმა კითხა, თუ რა ზეგავლენა მოახდინა ფილმმა და არჩეულმა როლმა მის პირად რწმენაზე.

„წარმოიდგინეთ, რომ მას შეეძლო შესულიყო მტრის ცეცხლში, რათა გადაერჩინა ადამიანის სიცოცხლე, არ ვიცი შევძლებდი თუ არა მე ამას“  განაგრძო მან „მე უბრალოდ ამის გაფიქრების დროსაც კი იარაღი დამჭირდებოდა“.

მელ გიბსონმა ასევე ისაუბრა თავის „წვერზე“ და „ქრისტეს ვნებანი“-ს გაგრძელებაზე.

სრული ინტერვიუ

იხილეთ ფილმის ტრეილერი :

თარგმანი: მარიამ კახიაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.