5 გარემოება, რაც პატიებას არ ნიშნავს | ქრისტიანი.ge

5 გარემოება, რაც პატიებას არ ნიშნავს

წლების განმავლობაში რჩევა–დარიგებას ვაძლევდი ადამიანებს, რომელთა მიმართაც საშინლად შესცოდეს.

 

ამავე დროს მე ნამდვილად  არასრულყოფილი სამუშაო გავწიე მათი ტკივილისა და მიტევების პროცესის წარმართვაში. სხვების მიტევება ღმერთისგან ცხადი მოწოდებაა, რაც ღრმად სურს მორწმუნეთა უმრავლესობას, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის ადვილი და მრავალ კითხვას წარმოშობს. კითხვებს როგორიცაა: როცა ვპატიობ მე უნდა ვიგრძნო (ემოციურად) მიტევება? თუ მე მოგიტევებ, ნიშნავს თუ არა ეს ამ თემაზე საუბრის დასასრულს და მე აღარ შემიძლია  ვილაპარაკო ჩემს ტკივილზე? ნიშნავს ეს, ავტომატურად საწყის მდგომარეობასთან დაბრუნებას, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ შესცოდავდი? ამ თემაზე უამრავი წიგნია დაწერილი, მაგრამ ძალზედ ცოტაა მოცემული თუ რა არ არის მიტევება. ვიმედოვნებ, რომ ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება.

მიტევების მოწოდება სულაც არ ნიშნავს რომ ეს ადვილია ან რომ ჩვენ უნდა ვაპატიოთ სწრაფად. როცა ჩვენ ვცოდავთ (ვინმეს წინააღმდეგ), ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი, სიცოცხლის გამანადგურებელი, გზიდან გადამცდენი. ზოგიერთი ცოდვა არის ადვილად საპატიებელი, მაგრამ ზოგჯერ მიტევებას სჭირდება ხანგრძლივი დრო, ბევრი ლოცვა და უფლის ძლიერი დახმარება. როდესაც ადამიანი შეძრულია ტკივილით, პირველი  რაც მას სჭირდება არის ჩვენი თანაგრძნობა და გაგება, და არა სწრაფი დარწმუნება, რომ აპატიოს. ეს არის პატიების პროცესის ნაწილი, მაგრამ არა პირველივე ნაბიჯი. ვნანობ, რომ წარსულში მე ვიყავი ძალზედ უგრძნობი ზოგიერთი ადამიანის ტკივილის მიმართ და მეტისმეტად სწრაფი რჩევაში, რომ ისინი შეხვედროდნენ მათ, ვინც შესცოდეს მათ წინააღმდეგ და მიეტევებინათ.

პატიება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიგრძნობთ მიტევებას (ემოციურად). მიტევება არის გადაწყვეტილება შთანთქო ტკივილი ან შედეგი/ზიანი გამოწვეული ვიღაცის ცოდვით და არ მოითხოვო გადახდა/ანაზღაურება. თუ შენ გათხოვებ ჩემს ავტომობილს და მოგიხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, ვიღაცას მოუწევს დაფაროს შეკეთების ხარჯები, შენ  ან მე. თუ მე ”გპატიობ” შენ, მე ვიღებ ხარჯიან გადაწყვეტილებას, დავფარო შენი მარცხის ფასი, სწორედ ისევე, როგორც იესომ გადაიხადა ფასი ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარზე. ამგვარად, მიტევება შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. მაშასადამე, პატიების მოწოდება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ,,ვიგრძნოთ მიტევება”, როცა ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ტკივილის განცდა პატიებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგაც.

მიუტევო ვინმეს, სულაც არ ნიშნავს, რომ მას მაშინვე უნდა ენდო. პატიება არის მყისიერი, ნდობა დროთა განმავლობაში ყალიბდება. თუ ალკოჰოლიკი მოვიდა ეკლესიაში და შემობრუნდა ქრისტესკენ, ღმერთი პატიობს მას დაუყოვნებლივ, მაგრამ ის ვერ გახდება წინამძღოლი(ხელმძღვანელი) მომდევნო დღესვე. თუ ვინც ტკივილი მოგვაყენა, მოვა და პატიებას გვთხოვს, ჩვენ შეგვიძლია მივუტევოთ მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს უცილობლად, რომ ისინი უკვე შეიცვალნენ. არაა მცდარი, რომ გსურდეს ცვლილებების დანახვა, სანამ ვინმეს კვლავ ენდობი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უკვე მიტევებული გვაქვს.

პატიება არ ნიშნავს პრობლემის აღარ განხილვას. რამდენ ქმარს გვითქვამს ცოლებისთვის ”ხომ მოგიბოდიშე?! და რაღატომ ვაგრძელებთ ამაზე დავას/განსჯას/განხილვას?“ მაშინაც კი, როცა ჩვენ ვპატიობთ,  შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დაზარალებულისთვის გამოთქვას თუ რამდენად ატკინა, დააზიანა შემცოდემ. ჩვენ გვჭირდება გავიაზროთ ჩვენი ცოდვების შედეგები. ხშირად ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ავწონ-დავწონოთ (განვიხილოთ) რა უძღოდა წინ ჩვენს ცოდვას, რამ მიგვიყვანა ცოდვამდე, იმისათვის რომ  მომავალში ცოდვის პრევენცია მოვახდინოთ.

და ბოლოს, პატიება არ ნიშნავს, რომ ცოდვას არ ექნება თავისი შედეგი. თუ მე სულელურად მთლიანად დავხარჯავ ჩემს საკრედიტო ბარათს, ამის შემდეგ კი ვაღიარებ ჩემს ცოდვას, ღმერთი მომიტევებს, მაგრამ მე ჯერ კიდევ მომიწევს გადავიხადო ჩემი ვალი, რომელსაც შეიძლება წლები დასჭირდეს. როცა ჩვენ ვპატიობთ ვინმეს, ჩვენ ვამბობთ, ”უფალო, გთხოვ მსჯავრს ნუ დასდებ მათ ამ ცოდვებისათვის. გთხოვ ნუ მიუზღვავ მათ რასაც თავიანთი ცოდვის გამო იმსახურებენ, სწორედ ისევე როგორც მე არ მომაგე, რასაც ჩემი ცოდვების გამო ვიმსახურებდი.” მიუხედავად ამისა შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს შედეგები, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი, მაშინაც კი, როცა ღმერთი პატიობს მათ თავიანთ ცოდვებს.

ზოგ შემთხვევაში ადვილია აპატიო. სხვა შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი დავალებასავითაა. ძალიან ხშირად, იესო ბრძანებს შეუძლებელის შესრულებას, მაგალითად გვიყვარდეს ჩვენი მტრები და სიკეთე გავუკეთოთ ჩვენს მოძულეებს (ლუკა 6:27). ჩვენ არ შეგვიძლია ეს შეუძლებელი მოწოდება შევასრულოთ ჩვენი ძალებით, მაგრამ თუ ღმერთი ბრძანებს, ის მოგვცემს ძალასაც მის დასამორჩილებლად, თუ ვთხოვთ კიდეც.    


თარგმანი: ანუკი გელაშვილი
წყარო

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.