შეაჩერე თვითმკვლელობა – სინათლის თაობის აქცია რუსთაველის გამზირზე (ვიდეო) | ქრისტიანი.ge

შეაჩერე თვითმკვლელობა – სინათლის თაობის აქცია რუსთაველის გამზირზე (ვიდეო)

17 მარტს ქალაქის მთავარ გამზირზე მსგავსი შინაარსის უამრავ პოსტერს შეხვდებოდით: 
„სიცოცხლე ღმერთისგანაა, ნუ შეწყვეტ შენით" „ნუ გაცვლი სიცოცხლეს სიკვდილში“ „შენი სიცოცხლე ჩემთვის მნიშვნელოვანია“ და ა.შ.

ბოლო დროს ქვეყანაში იმატა თვითმკვლელობის ფაქტებმა, მრავალი მოზარდიც არის ამის მსხვერპლი.
შესაძლოა დღეს არავინ საუბრობს ამაზე, მაგრამ ეს მწარე რეალობაა. 
შესაძლოა ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც განიზრახავენ, ან ფიქრობენ თვითმკვლელობაზე,
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინიციატივით გამოსვლა ქალაქის ქუჩებში.

ჩვენ ვდგავართ ასეთი ადამაინების გვერდით და მზად ვართ დავეხმაროთ მათ.
გამხნევდით, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა!
ყოველთვის არის გამოსავალი, და ის, იესო ქრისტეშია!

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.