საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სახელით ვგმობთ 12 მარტს ვალეში მომხდარ ფაქტს, კათოლიკე ეკლესიის ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის შესახებ.
ეს არის ძალიან სამწუხარო და ამავდროულად სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ცალსახად არის დასაგმობი, რათა შემდგომში არ მოხდეს მომხდარის წახალისება. ვფიქრობ, რომ მთავარი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. ერთხმად ვუცხადებთ თანადგომასა და მხარდაჭერას საქართველოს კათოლიკე ეკლესიის მრევლს.