ურეკში ქრისტიანული ბანაკების ორგანიზების თემაზე 3 დღიანი კონფერენცია გაიმართება | ქრისტიანი.ge

ურეკში ქრისტიანული ბანაკების ორგანიზების თემაზე 3 დღიანი კონფერენცია გაიმართება

5-7 მაისს ურეკში,  Empower – ის ეგიდით  გაიმართება ინტერკონფესიული მასტერკლასი ქრისტიანული ბანაკების ორგანიზების თემაზე, რომელზე დასწრების შესაძლებლობა ექნება საბანაკო მსახურებაში  ჩართულ ყველა მსურველ  პირს.

Empower – არის ბანაკების ახალი თაობა, საბანაკო აქტივობების პლატფორმა.  უამრავი  აზრები, შეხედულებები, მიდგომები, მეთოდები  და  ერთი ოცნება – საბანაკო მსახურების რეფორმა.

აღნიშნული მასტერკლასით გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ ლიდერების მრავალწლიან გამოცდილებას და თავიდან აიცილოთ ბანაკის მსვლელობისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. თქვენ შეძლებთ მოისმინოთ  პროფესიონალების რჩევები. 
საბანაკო მსახურების ლიდერები გაგიზიარებენ თავიანთ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობაში. მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა საბანაკო პროგრამებს და მათ თავისებურებებს.

გეძლევათ საშუალება გაეცნოთ ბანაკების ჩატარების ყველაზე ხელსაყრელ მეთოდებს და გაზარდოთ თქვენი პროფესიონალიზმის დონე.

ჩვენ გთავაზობთ შემოქმედებით პლატფორმას და გეპატიჟებით ყველას, ვისაც გსურთ შთაგონების და პოზიტიური განწყობის მიღება საბანაკო სეზონის წინ.

ჩვენი პლატფორმა – ერთი მაგიდის გარშემო დასხდომის (შეკრების) ადგილია, რომელიც აერთიანებს ბანაკების დირექტორებს, პროგრამების კოორდინატორებს, პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და ლიდერებს. ეს გახლავთ თეორიისა და პრაქტიკის შერწყმის დრო.
თქვენ გელით 3 დაუვიწყარი დღე,  რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას  ჩაერთოთ საბანაკო ატმოსფეროში.

მასტერკლასს დაესწრებიან როგორც საქართველოდან, ასევე  რუსეთიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
მასტერკლასები ჩატარდება ურეკში, სასტუმრო კოლხიდაში. ადგილების რაონდეობა შეზღუდულია.

პროექტში მონაწილეობის სიმბოლური ღირებულება: 10$  
ადგილების რაოდენობა: 110
თანხის შემოტანის ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2017

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfrldyGZ7JFgdhPxlQ_W-2LBq6xPe2omhgW4xBJFallLZ816g/viewform?usp=sf_link 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: +995 568 26 22 33

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.