მგალობელთა გუნდმა ,,ცისარტყელა" საქველმოქმედო ტურნე გახსნა (ვიდეო) | ქრისტიანი.ge

მგალობელთა გუნდმა ,,ცისარტყელა” საქველმოქმედო ტურნე გახსნა (ვიდეო)

სახარების რწმენის ეკლესიის საკვირაო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა მგალობელთა გუნდმა ,,ცისარტყელა” ერთკვირიანი საქველმოქმედო ტურნე გახსნა. ტურნეს ფარგლებში ისინი ესტუმრნენ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს, სადაც განსაკუთრებული პროგრამით, ტკბილეულითა და საჩუქრებით წარსდგნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ავსტრიელი მოზარდებიც, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის ესტუმრნენ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ,, ცისარტყელა” -ს მიერ შესრულებული საგალობლები სასულიერო ქრისტიანული მუსიკის – გოსპელის ჟანრს განეკუთვნება. აღნიშნულ მგალობელთა გუნდს მსგავსი ფორმატის არაერთი აქტივობა აქვს განხორცილებული და მომავალშიც აქტიურად გეგმავს საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.