მედია ჯგუფი "ქრისტიანი" გთავაზობთ სიახლეს! | ქრისტიანი.ge

მედია ჯგუფი “ქრისტიანი” გთავაზობთ სიახლეს!

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მედია ჯგუფი „ქრისტიანი“ ბოლო თვეების მანძილზე ახალი ქრისტიანული საინფორმაციო პორტალის www.qristianinews.ge-ს გასაშვებად მუშაობდა.
მედია საქმიანობა ჩვენს ეკლესიაში პირველად  1996 წელს დაიწყო.
2007 წელს კი, პირველად ქართულ მედია სივრცეში პროტესტანტული ქრისტიანული საიტი 
www.qristiani.ge გამოჩნდა. საიტი ემსახურებოდა  და ემსახურება საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის  მსახურებების გაშუქებას.
3 წლის წინ ეკლესიის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულ იქნა ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებით. 

დღეს www.qristiani.ge სახარების რწმენის ეკლესიის ოფიციალური ვებ-გვერდია. 
ბოლო წლებში ჩვენი  შიდა საეკლესიო ამბების, ქადაგებების და მოვლენების გარდა,   მსოფლიო ქრისტიანული ამბების, სტატიების და ვიდეოების გაშუქებაც გვიწევდა.  ამან  საიტს  ერთგვარი ქრისტიანული ბლოგის სახეც შესძინა, რამაც ეკლესიის ოფიციალურ საიტს თავისი ხიბლი დააკარგვინა. ამიტომ,  გადავწყვიტეთ 3 წლის წინანდელი ჩანაფიქრი განგვეხორციელებინა და შეგვექმნა ქრისტიანული მედია პორტალი,  სადაც  განვათავსებდით მსოფლიო ქრისტიანულ ახალ ამბებს, ნათარგმნ (და არა მხოლოდ) სტატიებს, ვიდეო რგოლებს, გადაცემებს, ფილმებს  და  ა.შ.  ასევე გარკვეული სტატიების გადმოტანაც მოხდება ვებ-გვერდ qristiani.ge- დან. 
 რაც შეეხება ეკლესიის ოფიციალურ საიტს, მას რამდენიმე თვეში სრულიად  ახალი სახით იხილავთ.

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროდუქტს www.qristianinews.ge რომელიც, უფლის მადლით მრავალი წელი მოგემსახურებათ  www.qristiani.ge-სთან ერთად.

პატივისცემით საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის  მედია ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.