ბრაზილიელმა სპეცრაზმელებმა ურთულესი ოპერაციის შემდეგ საგალობელი იგალობეს | ქრისტიანი.ge

ბრაზილიელმა სპეცრაზმელებმა ურთულესი ოპერაციის შემდეგ საგალობელი იგალობეს

ვიდეომ, რომელშიც ასახულია თუ როგორ ეთაყვანებიან ღმერთს ბრაზილიელი პოლიციელები, რთული ოპერაციის შემდეგ, სადაც მათი თანამშრომლები დაიღუპნენ, დააგროვა 3,7 მლნ-ზე მეტი ნახვა.

შაბათს, 19 ნოემბერს, ჩამოვარდა სამხედრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც უზრუნველყოფდა ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერას. ავიაკატასტროფა მოხდა შტატ რიო დეჟანეიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ სიდადე-დე-დუშ-ის ტერიტორიაზე. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 4 პოლიციელი.

isp1_2-1

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ლეიტენანტმა, გილერმე დერიტომ, თავის facebook-ის გვერდზე გააზიარა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ უგალობენ  ღმერთს მისი თანამშრომლები. "ასეთი დიდი დანაკარგებისას, ჩვენმა მეგობრებმა უფლის განდიდებასა და თაყვანისცემაში იპოვეს ძალა გაეგრძელებინათ თავიანთი საქმე" – წერს ლეიტენანტი. ვიდეოში ფორმიანი პოლიციელები, სამსახურებო მანქანების გარემოცვაში, დგანან ჩახუტებულები და პორტუგალიურად გალობენ ცნობილი ბენდის (ჯგუფის) "Hillsong United"-ის სიმღერას (საგალობელს) .

ვიდეო 21 ნოემბერს გამოქვეყნდა და უკვე მოასწრო Youtbe-ზე 3,7 მილიონი ნახვის და Facebook-ზე 98 000 გაზიარების მოგროვება. ბრაზილიური გამომცემლობა Canal Gama წერს: „ჩვენს ქვეყანაში პოლიციელები სერიოზულ კრიზისს განიცდიან, მათი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგას, გარდა ამისა მათ ხშირად, ხანგრძლივი ვადით უგვიანებენ ხელფასებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პოლიციელები დადებული ფიცის ერთგულებად რჩებიან. ბოლო დროს შეინიშნება პოლიციელების მოქცევა ღმერთისკენ. ისინი ღმერთში ხედავენ საკუთარი ძალების წყაროს, და სწამთ მისი მფარველობის.“

14666168_1330005570356517_3270668412651988060_n

თარგმანი: მარიამ ბობოხიძე

 

საგალობლის მისამღერი ქართულ ენაზე: "თუნდაც ოკეანეები ღელავდნენ და ჭექა-ქუხილი იყოს, მე მაინც ვინავარდებ შენში, შენ მეფობ ყველა სტიქიაზე და მე მუდამ მემახსოვრება რომ შენ ხარ მამა"

ორიგინალი:

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.