ბუმერანგის ეფექტი – საოცარი ისტორია | ქრისტიანი.ge

ბუმერანგის ეფექტი – საოცარი ისტორია

ოთხი წლის წინ, 2011 წლის 29 მარტს ექიმი მაიკლ შენონი მიდიოდა გზატკეცილზე კალიფორნიის ქალაქ დანა პოინტში. მოულოდნელათ უზარმაზარი სატვირთო მანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანა  გზიდან გადავარდა და ცეცხლის ალში გაეხვია.

სწორედ ამ დროს, 29 წლის პარამედიკოსი კრის ტროუკი გამოძახებიდან ბრუნდებოდა როდესაც ცეცხლის ალში გახვეული ავტომანქანა შენიშნა.

როდესაც ის მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს მაიკლს ფეხები უკვე ეწვოდა. კრისმა დაიწყო  ხანძრის ჩაქრობა, რათა აფეთქება თავიდან აეცილებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

chris_trokey_2 

მძიმედ დაშავებული ექიმი შენონი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მან თვენახევარი დაჰყო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ხანძრის შედეგად დაზარალებულს ფეხის ორი თითი მოკვეთეს, ის კრისის წყალობით ცოცხალი გადარჩა.

ახალგაზრდა ექიმმა, რომელმაც სასწაულებრივად გადაარჩინა მამაკაცი ცდილობდა გაეხსენებინა ნაცნობი გვარი – ექიმი შენონი.

2015045526e4755d926

„საავადმყოფოში ყველა ექიმ შენონს ახსენებდა“.

მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცს გაახსენდა: ეს სწორედ ის ექიმი იყო, რომელიც ჩვილობის ასაკში ზრუნავდა ჩემზე.

მამაკაცთა შორის გამართულმა საუბარმა მისი ვარაუდი დაადასტურა:  პედიატრმა მაიკლ შენონმა ერთხელ თავად კრისი  გადაარჩინა. იგი ახალშობილ ბიჭს ზედიზედ რამდენიმე დღე არ მოშორებია სანამ, ჩვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. საქმე იმაშია, რომ კრისი ნაადრევად დაიბადა.  მისი წონა 1,5 კილოგრამზე ნაკლებს შეადგენდა, გადარჩენის შანსი ძალზე მცირე იყო.

თავად ექიმი შენონი ინციდენტის შესახებ: „ეს საოცრებაა: დააკვირდე როგორ იზრდებიან ჩვილები და ხდებიან ზრდასრულები. კიდევ უფრო გასაკვირია, როცა ისინი მაშინ ბრუნდებიან შენს ცხოვრებაში, როცა ნამდვილად გჭირდება დახმარება.

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა და მოხუცი ექიმები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ მოხდარის შესახებ სასაუბროდ არა.

ამჟამად ისინი ერთ საქველმოქმედო ფონდს ეხმარებიან ფინანსების მოძიებაში, რათა კიბოთი დაავადებულ ბავშვებს გაუწიონ დახმარება. მათ ერთმანეთი გადაარჩინეს, ახლა კი სხვა ადამიანების გადარჩენაზე ფიქრობენ.

თარგმანი: მარი უზუნაშვილი

წყარო

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.