ხანძრის ჩაქრობა ისრაელში : საერთაშორისო კუალიცია და ცეცხლოვანი ტერორი | ქრისტიანი.ge

ხანძრის ჩაქრობა ისრაელში : საერთაშორისო კოალიცია და ცეცხლოვანი ტერორი

პარასკევს, 25 ნოემბერს, ისრაელში ტყის ხანძართან ბრძოლის ახალი ფაზა დაიწყო. ისრაელის, საბერძნეთისა და ხორვატიის სახანძრო ავიაციას, ხანძრის ჩაქრობისათვის შეუერთდნენ თვითმფრინავები რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კვიპროსიდან.

რუსეთმა ისრაელს ცეცხლის ჩასაქრობად ორი "ამფიბია" თვითმფრინავი გაუგზავნა "_200", თითოეულს ზღვიდან 12 ტონა წყლის აღება შეუძლია.

 

ხანძრის ჩასაქრობად და დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზებული და საქმეში ჩართულია ისრაელის მთელი სახანძრო რაზმი, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ პოლიციელები, რომელთაც დახმარებას უწევს სასწრაფო დახმარების ჯგუფი "მაგენ დავიდ ადომი" და "კერენ კაემეტ ლე ისრაელი", ასევე ფონდები სამინისტროსთან ერთად და სამთავრობო ჯგუფები.

 

პარასკევს, 25 ნოემბერს, დილით მეტეოროლოგმა ხანუმ იუდოვოჩმა გამოაცხადა, რომ 30 ნოემბრამდე ისრაელში წვიმა არ არის მოსალოდნელი. ხუთშაბათს, ძლიერმა ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ ბინებსა და საზოგადოებრივ შენობებს, ინფრასტრუქტურას, კერძო და საზოგადო ტრანსპორტს ხაიფაში. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი (20 მათგანი საავადმყოფოში რჩებოდა პარასკევ დილამდე).  ქალაქში მცხოვრები დაახლოებით 75 000 ადამიანი ევაკუაცია განხორციელდა. 2000 ოჯახი კი, რომლებიც სახლებში დარჩნენ, პარასკევამდე არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია.

 

მიუხედავად ყველა ამ ძალისხმევისა, ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. 25 ნოემბერს, ღამით წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კერა "ნაცერეტის" რაიონში, "ბეიტშემეშას" და იერუსალიმის ახლოს. ხაიფის რაიონში კი ხანძრის ახალ კერაზე ცნობები არ მოიპოვება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და შინაგანი უსაფრთხოების მინისტრი გილად ერდანი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი არე დერი და სხვა სამინისტროების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ტყეში გაჩენილი ხანძარი ნაწილობრივ მიზანმიმართულად იყო მოწყობილი ბოროტმოქმედების მიერ, რომელთა ქმედებაც ებრაელი ერისადმი სიძულვილით იყო გამოწვეული. ეს ინფორმაცია გამოძიებას ექვემდებარება და მისით უკვე დაკავდა პოლიცია და საყოველთაო დაცვის სამსახური (შაბაკი).
 

 

 

 

თარგმანი: ია კარგარეთელი

წყარო

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.