ისრაელის რაბინები პუტინსა და ტრამპს მესამე ტაძრის აშენებაში დახმარებას თხოვენ | ქრისტიანი.ge

ისრაელის რაბინები პუტინსა და ტრამპს მესამე ტაძრის აშენებაში დახმარებას თხოვენ

რაბინების მოწინავე  ჯგუფმა ისრაელიდან დახმარების თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტ – დონალდ ტრამპს, იერუსალიმის  მესამე ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ტაძარი აშენდება ტაძრის მთაზე, მას მეორენაირად მორიის მთასაც უწოდებენ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე „პოლიტიკურად დამუხტული“ უძრავი ქონების ნაწილად ითვლება და ძალუძს გამოიწვიოს კონფლიქტური აფეთქება. ქრისტიანებს სჯერათ, რომ ტაძრის  მთა გახდება ეპიცენტრი ბოლო ჟამს დატრიალებული მოვლენებისა, რომელიც იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლის მაუწყებელი.

„პოლიტიკური ვითარება, როდესაც მსოფლიოს ორი მოწინავე ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს ებრაელთა უფლებებს იერუსალიმზე და მათ სულიერ მემკვიდრეობას, ისტორიულად უპრეცედენტოა.“ – აღნიშნა პროფესორმა რაბი ჰილერ უეისმა  “Israel National News”-თან ინტერვიუში.

რაბი უეისი „Sanhedrin”-ის ინიციატიური ჯგუფის  წარმომადგენელია, რომელიც დაკავებულია  მესამე ტაძრის აშენების საკითხით.

ამ ჯგუფმა წერილი გაუგზავნა ტრამპსა და პუტინს, რათა მხარი დაეჭირათ მათი პროექტისთვის, რომელიც, მათი თქმით სასიკეთო იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ,  უეისი გვარწმუნებს, რომ ისრაელი „მზად არის ააშენოს მესამე ტაძარი“ მათი დახმარებით, ან დახმარების გარეშე.

ისლამი გვასწავლის, რომ ალაჰმა როდესაც დაასრულა ყოველივეს შექმნა, ამაღლდა ზეცად ტაძრის მთიდან. ამავე მთაზე ისლამის მნიშვნელოვნებით მესამე საწმიდარი მდებარეობს, ალ-აკსას მეჩეთი.

იუდაიზმი ასწავლის, რომ აბრაამი, რომელიც მორჩილი იყო ღვთისა, მზად იყო სწორედ ამ მთაზე  ღმერთისთვის შეეწირა ერთადერთი ძე, ისააკი, მაგრამ ღმერთმა უკანასკნელ წუთს გამოაჩინა „ჩამანაცვლებელი“ მსხვერპლი – ვაცი. შემდგომ მეფე დავითმა ამ მთაზე მიწა იყიდა  და აშენდა პირველი ტაძარი.

„ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ მესამე ტაძარი აშენდება“ – აღნიშნავს დონ სტიუარტი და ჩაკ მისლერი თავის წიგნში „მომავალი ტაძარი“ (The Coming Temple).- ამას მოყვება უამრავი დრამატული მოვლენა, რომელთა კულმინაციაც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება.“

„ეს წმიდა ნაჭერი გახდება მომავალი მოვლენების ცენტრი ჩვენს პლანეტაზე.“

 თარგმანი: ია კარგარეთელი
წყარო

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.