7 გზა ბედნიერების გამოსამუშავებლად | ქრისტიანი.ge

7 გზა ბედნიერების გამოსამუშავებლად

    დღის განმავლობაში გსურს მეტი სიხარული? ბედნიერება მოდის, როცა ყოველდღიურ მოვლენებს  მარადიულობის პერსპექტივიდან უყურებ. ამ წინასწარგანზრახული აზრით მომართული, დღევანდელობას უკვე სხვანაირად შეხედავ.  მეტი სიხარული და დაჯერებულობა გექნება, რადგან  ღმერთი შენ ცხოვრებაში ყოველდღიურად  მუშაობს.

  1. გაიმეორე ღმერთთან ერთად მიზეზები რატომაც ენდობი მას.  უთხარი უფალს მისი რომელი თვისებაა ამჟამად შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. წაიკითხე წმინდა წერილიდან ფრაზები, დაიწყე  ფსალმუნი 103:1. შეუერთდი სხვა მორწმუნეს სამადლობელ ლოცვებში და ისიამოვნე უფლის მიერ.
     
  2. იქონიე  „დღიური, რომელშიც სასიხარულო მომენტებს შეინახავ“.  ჩაწერე მიზეზები, რომლებიც, ყოველდღიურ ცხოვრებაში გახარებს და უფლის ერთგულებას გახსენებს. სხვა მხრივ, შეგიძლია ჩაურთო ფოთლები, რომლებზე ეწერება  შენი ლოცვის ამონარიდი, ასევე სურათი ადამიანისა, რომლის დანახვაც ყოველ ჯერზე კარგ განწყობაზე გაყენებს.  იფიქრე უფრო ფართოდ.  გააკეთე შენი დღიური, როგორც „სიხარულის ყუთი“ ან „სიხარულის შემნახველი“, რომელიც მოგიტანს სიხარულის ზღვას ყოველ ჯერზე, როცა გადაშლი.
     
  3. იყოს შენი გარემოცვა მხიარული ხალხით დაკომპლექტებული.  სიხარული არის გადამდები. ააშენე ურთიერთობები ისეთ მეგობრებთან, რომელთა ცხოვრებაშიც გამოხატულია, რომ მათი რწმენა უფალზეა დაფუძნებული. ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა თქვენმა სიხარულმა ქრისტეში განაგრძოს ზრდა.
     
  4. შეები ცხოვრების გამოწვევებსა და  გამოცდებს , როგორც  შენ  დასახსნელად გამიზნულს.  ღმერთს უყურადღებოდ არ რჩება შენი ცხოვრების რთული სიტუაციები, მაგრამ იყენებს მათ რათა შენში თავისი ხასიათი განავითაროს. წნეხის ქვეშ ყოფნისას დასახმარებლად  გაიხსენე   რომაელთა 5:1 და იაკობის 1:1.  სიხარული შეუმჩნევლად შემოვა შენში, როცა შენი ცხოვრების ყველაზე რთულ გაკვეთილებს, შეაფასებ როგორც საჩუქარს უფლისაგან.
     
  5. გამოიმუშავე თვისებად  უფლის ქება და მადლიერება.  შეხვედრიხარ უფალს გაჭირვებაში? მიუძღვენი მას ქება!  შენი ცხოვრებისეული გამოწვევები გაძლევს იმის ნახვის შანსს, როგორ მოქმედებს უფალი? მადლობდე მას!  სიხარული მოდის მადლიერი და გულისხმიერი გულიდან.  დაღამებამდე დაწერე შენს „სიხარულის დღიურში“  სამიდან ხუთამდე  კურთხევა.  გადააქციე ეს ჩვევად და ნახავ როგორ გაიზრდება შენი სიხარული.
     
  6. მოუსმინე მუსიკას.  მოუსმინე მუსიკას და კონცენტრაცია მოახდინე იმ მუსიკაზე, რომელიც აახლოებს შენს გულს  უფალთან და მის სიტყვასთან.
     
  7. იყავი შორსმჭვრეტელი.  ინვესტორები ურჩევენ ხოლმე თავიანთ კლიენტებს  რომ არ იდარდონ ყოველდღიურ ელემენტალურ   პრობლემასა  და  ბაზარზე  საქონლის ფასების დაწევაზე, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს  როცა გრძელვადიანი პერსპექტივიდან უყურებ ყოველივეს.  გაძლევს ცხოვრება დღეს ახალ, დაუჯერებელ  გამოწვევას?  რა დონეზე ხარ? არ მიაქციო დღევანდელ მოვლენებს ყურაღება, იყავი შორსმჭვრეტელი.  გახსოვდეს, რომ ღმერთი შევასებს ყველა დანაკლისს და ერთგულად განავითარებს თავის ხასიათს შენში.  

        

 გახსოვდეს,  სიხარული მოაქვს ყოველდღიური მოვლენების აღქმას მარადიულობის   პერსპეტივიდან.  გწამდეს, რომ უფალი აკონტროლებს შენი ცხოვრების ყველა დეტალს  (რომაელთა 8:28),  ის ისმენს შენს ყველა თხოვნას (ფსალმუნის 116:6) და  მისი სიხარული იქნება შენი ძალა (ნეემიას 8:10).

სტატია მოამზადა: გურანდა სურგულაძემ

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.