ჯონ ბივერი: ჰომოსექსუალიზმზე | ქრისტიანი.ge

ჯონ ბივერი: ჰომოსექსუალიზმზე

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი საზოგადოება, რომელიც რელიგიით არის წახალისებული, ცოდვილებს კატეგორიებად ჰყოფს. ამიტომ ისინი, რომლებიც ეგრთ წოდებულ ,,კარგ ადამიანებად" მოიაზრებიან , ცდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მათ მხოლოდ მცირეოდენი მადლი ესაჭიროებათ.

რამდენიმე თვის წინ, დამირეკა მამაკაცმა, ალაბამადან. მათ ქალაქში მე ერთ-ერთ ეკლესიაში ვქადაგებდი. ეს პიროვნება მოდიოდა მსახურებაზე და გამოდიოდა ლოცვისთვის. მსახურებებზე შევიტყვე, რომ ის ჰომოსექსუალია. რამოდენიმე კვირის შემდგომ მან დამირეკა და გამოტყდა, რომ ის ჰომოსექსუალია. როცა ვუპასუხე, რომ მე ვიცოდი ამის შესახებ, მისი ხმა დაძაბული გახდა : ,,თქვენ რათქმაუდა გარყვნილად მთვლით, ხომ ასეა?" მე მაშინვე ვუპასუხე: ,,არა.'' მე ბოდიში მოვუხადე მას იმის გამო, რასაც მრავალი ქრისტიანი აკეთებს. ვუთხარი: ,,გთხოვთ, გვაპატიოთ, იმის გამო, რომ ჰომოსექსუალიზმს ცოდვის ერთ კატეგორიას მივაკუთვნებთ, დანარჩენს კი- მეორეს. მე შეკრული ვიყავი ცოდვის მიერ და იმავე ჯოჯოხეთში მივდიოდი, საითაც თქვენ. მეც ისევე ვსაჭიროებდი მხსნელს, როგორც თქვენ.

უბრალოდ, ჩემი ცოდვები საზოგადოებისათვის უფრო მისაღები იყო, ვიდრე თქვენი. მიუხედავად იმისა, ის ისეთივე საზიზღრობა იყო ღმერთის თვალში, როგორც თქვენი." ის მიხვდა რა იდო ჩემს გულში და ჩვენ ერთად ვილოცეთ. ღმერთმა იგი გაათავისუფლა. რამდენიმე თვის შემდეგ მან დამირეკა და დიდი მღელვარებით გამიზიარა , თუ რას აკეთებდა ღმერთი მის ცხოვრებაში. დიდება უფალს! 

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცოდვა-არის ცოდვა, იმისდა მიუხდავად, რა სახისაა იგი. ისინი, ვინც ნებისმიერ ცოდვას ეგუება საკუთარ ცხოვრებაში, საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან შესაძლოა მოისმინონ უფლისგან: ,,განმშორდით…''

ამონარიდი წიგნიდან ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოში" გვ 90.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.