ოთხი კითხვა რომელიც დაგეხმარება უკეთ გაუგო ღმერთს | ქრისტიანი.ge

ოთხი კითხვა რომელიც დაგეხმარება უკეთ გაუგო ღმერთს

ბიბლიაში ოთხ ბიოგრაფიულ წიგნში , იესოს შესახებ ღმერთს უსვამენ 183 შეკითხვას .როგორ ფიქრობთ რამდენს უპასუხა მან პირდაპირ ? ოთხს.

დანარჩენ 179 შეკითხვას ის  იგავით,   ქმედებით, ან კითხვაზე კითხვით პასუხობდა.  იესოს გააჩნია განსაკუთრებული ნიჭი მიმართოს  ხალხი შეკითხვის მეშვეობით.  მან  ოთხ  სახარებაში დასვა 307  შეკითხვა .

რატომ უსვამდა იესო ჩვეულებრივ ადამიანებს  შეკითხვებს, თუ მას მსოფლიოში ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი ?  ალბათ ამის მეშვეობით ცდილობდა,  უკეთ  გაგვეგო მისი და გაგვემყარებინა ღმერთთან ურთიერთობა.

ამის გათვალისწინებით საკუთარ თავს დაუსვი ოთხი შეკითხვა  თუ გაქვს  სურვილი, რომ ღმერთთან გაამყარო ურთიერთობა.

რას ვეძებ  ?

პირველი შეკითხვა,  რომელიც  დაუსვა ღმერთმა თავის მიმდევრებს არ იყო ღმერთზე,  ცოდვაზე,  პოლიტიკაზე  ან  ოჯახზე.  იესოს  პირველი შეკითხვა იყო თვითონ მიმდევრებზე „იესო მობრუნდა დაინახა,  რომ მიჰყვებიან  და ჰკითხა მათ რა გინდათ?  (იოანე 1:38)

ამ შეკითხვის  მეშვეობით  იესო  ცდილობს ჩვენი შინაგანი სამყარო დააფიქროს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ  ფასეულობებზე, არამიწიერზე.  ის ამბობს, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ერთადერთი ცხოვრება.

რა არის  „შემაშფოთებელი“ ან თუნდაც საწყენი იესოს სწავლებაში ?

მოწაფეები  რაღაცით  უკმაყოფილოები  იყვნენ  იესოს სწავლებაში (იოანე 6:22-70)“ ეს გაცდუნებთ თქვენ ?“. ეს შეკითხვა ხაზს უსვამს  ევანგელიზაციის  ბუნებასთან  დაკავშირებულ  გაუგებრობას.  ზოგჯერ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ გვავიწყდება  ღმერთზე მინდობა და გაყოლა.

კითხვაზე:  რატომ მაშფოთებს ?  როცა ცდილობ  სწორი პასუხის პოვნას აღრმავებ ღმერთთან ურთიერთობას და უკეთესად ხედავ იესოს მეფობას რეალურ,  პრაქტიკულ  ცხოვრებაში.

როგორ გამოვიყენო  ჩემი „ტვირთი“   სასიკეთოდ ?

ტვირთში იგულისხმება სხვა ადამიანების სიტყვები  და საქმეები, რომლებმაც  მოგვიტანა  ტკივილი,  სირთულეები  და  ზარალი. „ტვირთი“  არის თითოეული ადამიანის ისტორია. (დაბ 50:20; რომ 8:28).

ერთხელ  მეგობარმა  მიამბო  იაპონური ხელოვნების „კინცუგის“  შესახებ.  მას მეორენაირად „ოქროს ქარგვის ხელოვნება”_ს ეძახიან. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში : როცა ტყდება თიხის ჭურჭელი იგი მიაქვთ ოსტატთან ის კი ოქროს მეშვეობით აღადგენს დაზიანებებს, რომელიც ნივთს ღირებულებას კი არ უკარგავს, არამედ  უფრო მატებს.

ასე იქცევა იესოც, რადგან მისი  მადლი და ძალა ვლინდება  ჩვენს უძლურებებში  (2კორ 12:9 ) მაგალითად  ობოლმა გოგომ იშვილა ორი ბავშვი,  მამის გარეშე გაზრდილი ცდილობს მსგავს სიტუაციებში მყოფებს დაეხმაროს.

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის ტკივილი ,მაგრამ ღმერთის წყალობით ჩვენ ვხდებით მოწმეები, თუ, როგორ ქმნის იესო ჩვენ ცხოვრებაში „ოქროს ნაქარგს“

როგორ დავინახო ღმერთის მოქმედება ჩემს ცხოვრებაში ?

ხშირად  ცხოვრებისეული პრობლემების  გამო,  ვერ ვამჩნევთ ღმერთის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ  იესო ხშირად ამბობს წერილებში : „ღმერთი არასოდეს მიატოვებს თავის ხალხს“.

როცა გვეკითხებიან როგორ გავატარეთ დღე გვჭირდება გონების დაძაბვა,  რათა გავიხსენოთ დეტალები,  მაგრამ სულიერ სამყაროს არ უყვარს სიჩქარე აუცილებელია გაჩერდე და საკუთარ თავს დაუსვა კითხვა :   
„სად დავინახე დღეს ღმერთის ხელი ?“

ბიბლიური ისტორიებიდან ჩანს ,რომ მოწაფეები გვიან ხვდებოდნენ ვინ იდგა მათ შორის (ლუკ 24:32) .ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა,  უბრალოდ, ზოგჯერ აუცილებელია გავჩერდეთ და ვთხოვოთ მას გვეჩვენოს.  ლოცვისადმი ცნობისმოყვარეობა ,თავმდაბალი რწმენა და მუხლჩაუხრელი შრომა გვიღრმავებს ღმერთისადმი ნდობას, რომელიც არ გაქრება ყველაზე ბნელ დღესაც კი.

თარგმანი: მარიამ უზუნაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.