სულიწმიდით ნათლობა | ქრისტიანი.ge

სულიწმიდით ნათლობა

სულიწმიდით ნათლობა გახლდათ ის დიდებული მოვლენა, რომელმაც სიცოცხლე და ძალა შთაბერა პირველი საუკუნის ეკლესიას და აგრეთვე გახდა მრავალი გამღვიძებისა და მოძრაობის დაწყების  საფუძველი.  ქრისტეს მიერ გაწეული ღვაწლი-გამოსყიდვა, აძლევს საშუალებას ქრისტიანს, რომ უფლის სულით აღვსების სისავსე განიცადოს, რომელსაც ის ღებულობს ზეციდან შობის შემდგომ. ყველაზე დიდებული დაპირება, რაც უფლისგან მიიღო ეკლესიამ არის საქმე მოციქულთა 1:8 „თქვენ აღივსებით სულიწმიდით.“ სულიწმიდით ნათლობა სახარების, ანუ კთილი უწყების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ის ეკლესიის ძალის საიდუმლოა.  სწორედ რომ სულიწმიდით აღვსებაა ჰაერივით საჭირო ქრისტიანულ საზოგადოებაში. სულიწმიდის ცხებულების გარეშე შეუძლებელია სახარების ქადაგება.

როდესაც ვსაუბრობთ ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე აუცილებელია ვისაუბროთ ბიბლიური ტერმინებით, რათა რაიმე ბიბლიური მოვლენის მნიშვნელობა არ დაკნინდეს ან არ შეიცვალოს. სულიწმიდით ნათლობა არ არის ღმერთის მადლის ახალი გამოვლინება ან მეორე და მესამე პუნქტი მისი მოქმედებისა. ბიბლია სულიწმიდით ნათლობას მადლის მრავალსახეობას არ მიაწერს, თუმცაღა, სამწუხაროდ, მსგავსი შეხედულება ზოგიერთ ქრისტიანულ საზოგადოებაში არსებობს. სულიწმიდით ნათლობა აგრეთვე არ გახლავთ, რაიმე ცალკე დალოცვა და მადლი ღვთისგან, ამგვარ მინიშნებას ვერც წერილში ვხედავთ. ეჭვგარეშეა, რომ ღმერთს მრავალი კურთხევა აქვს თავისი შვილებისთვის, მაგრამ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სულიწმიდით აღვსება ღმერთის მიერ ცალკეულ პირთათვის მოვლენილ კურთხევად მივიჩნიოდ. სულიწმიდით ნათლობა არც გასხივოსნებაა, ეს ტერმინი ბიბლიაში სულ სხვა მინიშნებით იხსენიება. სულიწმიდით ნათლობა არც წმიდანობის სიმბოლოა. „წმიდანი“ მშვენიერი ბიბლიური ტერმინია და ღვთის ყველა შვილი იწოდება წმიდად, რადგან ქრისტეს სისხლი გვწმედს ყველა ცოდვისგან. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ სულიწმიდით ნათლობა მხოლოდ წმიდა ხალხისთვისაა, რადგან ბიბლია საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ ივსებოდნენ სულიწმიდით ახალი მოქცეულები.

ბიბლიაში სულიწმიდის მორწმუნეებზე გადმოსვლას „სულიწმიდით ნათლობა“ ეწოდება.  მიაქციეთ ყურადღება რას ამბობს წერილი:“ის მოგნათლავსთ სულიწმიდით.“ (მარკ 1:8; მათე 3:11; საქმე 1:5)

ეჭვგარეშეა, რომ დროთა განმავლობაში ბიბლიური ტერმინები სხვა სახელწოდებებით იყვნენ ჩანაცვლებულნი, ამას ისტორიაც გვამცნობს, ამიტომ საყურადღებოა, რომ მრავალი ის ადამიანი, რომელმაც განიცადა სულიწმიდით ნათლობა, ხშირად ამ მოვლენას სხვა სახელწოდებას არქმევდა, რის გამოც ჭეშმარიტება თავისი არსით ბოლომდე ვერ გადმოიცემოდა მომავალ თაობებში.

სულიწმიდით ნათლობა არ არის ზეციდან შობა, ანუ ხელახლა შობა, თუმცა ის თან სდევს ხელმეორედ შობას. ქრისტიანული სწავლება ორივე მოვლენას უნდა უთმობდეს ყურადღებას. ქრისტიანული პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ არის მრავალი ზეციდან შობილი და უფლის სიყვარულით აღვსილი ქრისტიანი, რომელთაც სამწუხაროდ ვერ განიცადეს უფლის სულით აღვსების მთელი სისავსეს. მომდევნო ფაქტები ამის გაგებაში დაგეხმარებათ.

მოციქულები მოექცნენ მესიისკენ იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს-ლუკა 10:20; იოანეს 1:35-50; იოანე 13:10-11; იოანე 15:3  მხოლოდ ორი წლის შემდგომ მათ ებრძანათ,რომ იერუსალიმში გაჩერებულიყვნენ, სადაც ისინი მოინათლნენ სულიწმიდით. ლუკა 24:49,საქმეები 1:13-14; 2:1-4.

სამარიელებმა მიიღეს გადარჩენა ფილიპეს მსახურების მეშვეობით-საქმეები 8:5-8,12. მაგრამ სულიწმიდით ნათლობა მათ მოგვიანებით განიცადეს, პეტრესა და იოანეს მსახურების დროს. საქმეები 8:14-17

საული ანუ იგივე პავლე მოექცა მესიისკენ დამასკოსკენ მიმავალ გზაზე, როდესაც უფალი გამოეცხადა- საქმეები 9:3-9. სულიწმიდით კი ანანიას მიერ მოინათლა, სამი დღის შემდგომ საქმეები 9: 17-19.

12 ადამიანი ეფესოში იყო მორწმუნე, მიუხედავათ მათი რწმენისა მოციქული პავლე ეკითხება მათ: “მიიღეთ სულიწმიდა?“ საქმეები 19:2. ეს მორწმუნენი მონათლულნი იყვნენ წყლით, მაგრამ სულიწმიდით მოინათლნენ მოციქულთა მიერ ხელდასხმის შემდეგ.

რაც შეეხება მთლიან ეკლესიას, ქრისტეს სხეულს ანუ ქრისტიანთა მთელს ერთობას, მას უფლისგან აქვს აღთქმული სულიწმიდით ნათლობა, ამიტომ ნებისმიერი მორწმუნისათვის სულიწმიდით აღვსება არათუ დასაშვებია, არამედ ბუნებრივიც. მოსაზრება, რომ სულიწმიდით ნათლობა მხოლოდ პირველ საუკუნეში მოხდა, მცდარია და ბიბლიასა და ქრისტიანულ პორაქტიკაში ეს თვალსაჩინოვდება.

სულიწმიდით ნათლობა ზეციდან შობის შემდეგ ხდება, მისი თანამდევია და ეს ხდება ზებუნებრივად, მორწმუნე ივსება უფლის სულით. სულიწმიდით ნათლობა ღმერთისგან აქვს აღთქმული მის მორწმუნეს და ეს არაა ადამიანთა მიერ მოგონილი აღთქმა. საქმეები 1:8

სულიწმიდით ნათლობა უსასყიდლო საჩუქარია უფლისგან ბოძებული, ამიტომ მადლიერებითა და თავმდაბლობით უნდა მივიღოთ იგი. საქმეები 2:38; 5:32.

საქმეები 1:4; 5:32;  ეფეს. 5:18; ღმერთს სულიწმიდით ნათლობის საკითხი მორწმუნეთა პირადი შეხედულებებისათვის როდი აქვს მიძღვნილი. ჩვენს წინაშე  მტკიცებულებაა და ყოველი მორწმუნე უნდა დაემორჩილოს. სულიწმიდის ნათლობაზე უარის თქმა ან მისი არმიღება ეს დაუმორჩილებლობაა უფლის მიმართ.

სულიწმიდით ნათლობის მთავარი დანიშნულებაა, ძალა მისცეს მორწმუნეს, რომ მან უფლის მსახურება შეძლოს.  შესაძლოა, რომ უფლის დაპირებებიდან უდიდესი ესაა: “თქვენ შეიმოსებით ძალით, როდესაც სულიწმიდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი მთელს იერუსალიმში, იუდეაში, სამარიაში და ქვეყნის კიდემდე. საქმე 1:8

თავად უფალიც სულიწმიდით იყო ცხებული, რათა თავისი მსახურება წარემართა.

 ლუკა 4:18; იაონე 7:37-39.
ეს ძალა სულიწმიდისგან უნდა ჰქონდეს ყოველ მორწმუნეს,რათა ემსახუროს ღმერთს. სულიწმიდა იმოქმედებს ჩვენი მეშვეობით მხოლოდ მაშინ,თუკი ჩვენ მთლიანად აღვსილნი ვიქნებით მისით.

გავიხსენოთ დიდებული დაპირება:

ეფეს 3:20

„ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ ან ვფიქრობთ.“

რა დიდებული აღთქმაა!  „ჩვენში მოქმედი ძალით,“ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი თავად ფლობს ძალას, მოწმუნესაც უნდა გააჩნდეს იგი უფლისგან ნაბოძები. იესომ უბოძა ძალა მოციქულებს ეშმაკთა განსადევნად და ავადმყოფთა განსაკურნებლად.  მათე 10:1.  ეს ძალა უფლისგან მოდიოდა, მაგრამ მან ის მოციქულებს მისცა. დღეს მის მორწმუნეებს მისგან იგივე ძალის მიღება შეუძლიათ სულიწმიდის მეშვეობით.  ძალა რომელიც ზეციდან გვებოძა, გვჭირდება, რათა დავიცვათ უფლის მცნებები და ვემსახუროთ მას იმ მოწოდებით, რომლითაც მოგვიწოდა. ეს არის საშუალება მივყვეთ უფლის გზას და დავემორჩილოთ მას. ეს არის საშუალება, რომ განვადიდოთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ვიქადაგოთ მასზე ძლევამოსილებითა და დარწმუნებით. მისი მეშვებით ვიმოქმედებთ უფლის მიერ ბოძებულ ნიჭებში, რომელნიც ეკლესიის ასაშენებლად გვებოძა. ამ ძალის მეშვეობით გადავიტანთ ყველა იმ გასაჭირსა და დევნას, რაც იესოს სახელის გამო დაგვატყდება თავს.  ეს არის საშუალება ვიცხოვროთ სიწმიდეში. ეს არის საშუალება გვიყვარდეს უფალი და მისი ერთგუნლი დავრჩეთ.

ზოგიერთი მორწმუნე მიიჩნევს, რომ სულიწმიდით აღვსება გათვლილი იყო, მხოლოდ მოციქულებზე, რამეთუ ისინი ყველაზე წმიდები იყვნენ. ამგვარი აზრი წინააღმდეგობაშია წმიდა წერილთან, რამეთუ პეტრე თავის ქადაგებაში მიმართავს რა მსმენელთ ამბობს: “მოინანიეთ, მოინათლეთ იესოს სახელით ცოდვათა მისატევებლად და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და ყველას, ვისაც მოუხმო უფალმა.“ საქმეები 2:38-39

რთული წარმოსადგნია, რომ მსგავს დაპირებას დროებითი ვადა აქვს. პეტრემ თავის თანამედროვეთ მიმართა, როდესაც თქვა: “თქვენ გეკუთვნით“, მაგრამ ასევე დასძინა: “თქვენს შვილებსაც.“ მან ეს შეგნებულად თქვა, რომ აღთქმა მათ შვილებსაც ეკუთვნოდა და ასევე შეგნებულად თქვა, რომ ყველა შორეულსაც ეკუთვნოდა ეს აღთქმა, ვისაც უფალი მოუწოდებდა. ღმერთი უცვლელია, დრო მას ვერ ცვლის, რამეთუ ის დროისაგან დამოუკიდებლად არსებობს, ამიტომ მისი დაპირებებიც უცვლელია. ხალხმა მიმართა პეტრეს შეკითხვით: “რა გავაკეთოთ?“ პეტრემ მიუგო:“მოინანიეთ და მოინათლეთ“. პირველი რაც აუცილებელია, არის მონანიება. სულიწმიდა არ აავსებს დანაგვიანებულ ტაძარს, იმ ტაძარს სადაც ცოდვა მეფობს. საქმეები 17:30

მონანიებას წინ უნდა უძღვოდეს რწმენა და თავისუფალი არჩევანი. ლუკა 11:3. „ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას მას, ვინც სთხოვს.“  სულიწმიდის ნიჭი მოდის მამისგან და არავის შეუძლია უწოდოს ღმერთს მამა, გამოსყიდული ქრისტიანების გარდა.  გალატელთა 4:6.

ადამიანი, რომელიც განგებ არ ემორჩილება უფლის წესრიგსა და მის მცნებებს, ვერ იქნება სულიწმიდით აღვსილი. რწმენა და მორჩილება განუყოფელია. ჩვენ ვიცით,რომ კორნელიუსის სახლში მყოფმა, ირწმუნეს რა პეტრეს სიტყვები, სულიწმიდით აღივსნენ. საქმე 10:44-48.  სახარებაში ჩანს, რომ სულიწმიდით ნათლობა ზოგჯერ წყლით ნათლობას სდევს თან, ზოგჯერ კი მხოლოდ რწმენსა და მონანიებას, მაგრამ მორწმუნენი ინათლებოდნენ სულიწმიდით, ამის უარყოფა არ შეგვიძლია. იმისათვის,რომ სულიწმიდით მოინათლოს, ადამიანს წრფელად და ძლიერ უნდა სურდეს უფლის შეცნობა. უზენაესს არ სჭირდება ნაძალადევი მორჩილება. სულიწმიდა ყოველითვის მაშინ გარდამოდის ადამიანზე, როდესაც ადამიანი მადლიერია უფლის და განადიდებს მას. ქება და განდიდება ღმერთისა რწმენის გამოვლინებაა.

იოანე ამბობს იესოზე: “ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით“ ლუკა 3:16; მარკ 1:8. სულიწმიდით ნათლობის მეშვეობით მორწმუნე მეტად უახლოვდება გამჩენს და ეცნობა მას. თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ და მივიღოთ ის,რაც უფალმა განუმზადა თავის მორწმუნეებს,მისი ნებაა რომ სულით აღვივსოთ, ამ აღთქმისთვის გვერდის ავლა დაუმორჩილებლობაა. დედამიწაზე მილიონობით ქრისტიანია, რომელთაც განიცადეს სულიწმიდით ნათლობა და ეს ადამიანები ამოწმებენ, რომ ვერ წარ, მოიდგენდნენ თუკი ეს ასე იოლი იქნებოდა. აუცილებელია იმის გაგება,რომ ღმერთი ჩვენგან არ მოითხოვს საკუთარი „მეს“ უარყოფას. სულიწმიდის მეშვეობით ადამიანის გული ივსება უზენაესის სიყვარულით და ყოველივე ჭუჭყისგან და ცოდვისგან თავისუფლდება, რამეთუ სულიწმიდა გვაძლევს ძალას დავიცვათ უფლის მცნებები, რაც ადამიანური ძალით შეუძლებელი გახლდათ. ადამიანი არ კვდება როგორც პიროვნება, ის თავის მეს არ კარგავს, უბრალოდ მისი გული აღვსილია ღმერთის სიყვარულით. ადამიანებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა:“რატომ უწევს ზოგიერთ მორწმუნეს დიდხანს ლოცვა და ლოდინი, რომ სულიწმიდით აღივსოს?“ ბიბლიაში არსად არაა აღწერილი, რომ მორწმუნენი ეძებდნენ ან დიდხანს უცდიდნენ სულიწმიდით ნათლობას. საქმე იმაშია, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ წერილი, იცნობდნენ უფალს და მათთვის უფლის სულის მიღება არ გახლდათ პრობლემა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. მორწმუნეები ბიბლიასთან ერთად ეფუძნებიან კიდევ უამრავ სწავლებებს, მათი შემეცნება უფლის სიტყვისა მოიკოჭლებს და ცილდებიან უზენაესს, ისინი რელიგიურ განცდებს უფრო ეძებენ, ვიდრე სულიწმიდით აღვსებას. მაგრამ უფალი უცვლელია. რწმენაში ორჭოფი და ეგოცენტრიკი ადამიანისთვის, უფლის სულით აღვსება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან უფლის სული რომ მკვირობდეს ჩვენში, უფალს უნდა ვეკუთვნოდეთ მთლიანად. უნდა ვიცოდეთ, რომ სულიწმიდა არ მკვიდორბს დაბინძურებულ ტაძარში (ადამიანში). ამიტომ ცოდვით აღვსილი ცხოვრება მორწმუნისათვის შეიძლება დიდ დაბრკოლებად იქცეს სულიწმიდით აღვსებასთან დაკავშირებით. პავლე მოციქულის წერილში შესანიშნავად არის ნაჩვენები,რომ უფლისათვის გამზადებული ჭურჭელი უნდა იყოს სუფთა, რათა უფალმა გამოიყენოს ისინი. 2ტიმ. 2:19-21. სანამ სულიწმიდით მოინათლება ქრისტიანი, მანამდე ის განწმედილი უნდა იყოს უფლის მიერ თავისი ცოდვებისგან, რაც გულითადი და რწფელი მონანიების შედეგია. თუკი ადამიანს არ სურს თავი მიუძღვნას უფლის მსახურებას, მაშ რატომ უნდა აღავსოს უფალმა ამგვარი პიროვნება თავისი წმიდა სულით?  ძალიან ხშირად სულიწმიდით ნათლობა ადამიანებს იმიტომ უნდათ, რომ სიხარული განიცადონ ან სხვებს არ ჩამორჩნენ სულიერ ზრდაში, მაგრამ ეს მოტივები ეგოისტურია. სულიწმიდით  ნათლობა სულიერი სტატუსის ასამაღლებლად როდი გვეძლევა, არამედ უფლის მცნებების დასაცავად და სახარების საქადაგებლად. წერილში ნაჩვენებია,რომ ზოგიერთი მორწმუნე სულიწმიდით მოციქულთა ხელდასხმის მეშვეობით ივსებოდა, ზოგიც კი ქადაგების მოსმენის დროს. ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე ფორმულა ავირჩიოთ და ვთქვათ, რომ მხოლოდ ასე მოქმედებს ღმერთი, რამეთუ მას მრავალი გზა აქვს და თავად ირჩევს რომლით იხელმძღვანელებს. როდესაც ზედათვალში მყოფნი (120 კაცი)  სულიწმიდით აღივსო, ისინი უცხო ენებზე ამეტყველდნენ. თუკი მოციქულ პეტრეს ქადაგების დროს წარმართებიც ამეტყველდნენ უცხო ენებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმართებსაც ისევე მიუღიათ სულიწმიდით ნათლობა, როგორც ებრაელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უცხო ენებზე ამეტყველება სულიწმიდით ნათლობის დამახასიათებელი ნიშანია. პეტრე კი ამბობს, რომ ღმერთმა იგივე ნიჭი მისცა წარმართებს. საქმეები 11:17-18. თანამედროვე ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სულიწმიდით მოინათლა, თუკი ამეტყველდა უხო ენებზე. სახარებაში არის კიდევ აღწერილი სულიწმიდით ნათლობა. საქმეები 6. დაასხა პავლემ მათ ხელი და გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და ამეტყველდნენ უცხო ენებზე და გაწინასწარმეტყველდნენ.“ ეს მოხდა ქალაქ ეფესოში.

სულიწმიდის მეშვეობით ჩვენს გულებში ქრისტესადმი სიყვარული იზრდება, ის გვიძღვება ჭეშმარიტების შემეცნებაში და გვაახლოებს ღმერთთან. სულიწმიდა ცენტლარულ ადგილზე აყენებს ქრისტეს. სულიწმიდა გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი გამოსყიდვის სიდიადესა და ძალას. სულიწმიდა ჩვენი ნუგეშისმცემელია, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. სულიწმიდით ნათლობის განცდას ეწოდება ორმოცდაათობის განცდა, რამეთუ პირველ საუკუნეში სულიწმიდა მოციქულებზე ორმოცდაათობის დღესასწაულზე გადმოვიდა. შეუძლებელია საქმეთა წიგნის კითხვისას არ შევნიშნოთ ის ცვლილება, რომელიც მორწმუნეებში სულიწმიდით ნათლობის შემდგომ მოხდა. მათ დაიწყეს ქადაგება გადარჩენაზე, ისინი უფრო მგრძნობიარენი გახდნენ დაკარგულ სულთა მიმართ და დაიწყეს გადარჩენის გზაზე საუბარი. ასევე არის ჩვენთანაც, სულიწმიდით აღვსების შემდეგ უფრო მეტად გვსურს დავეხმაროთ დაღუპულთ, იმათ, ვინც არ იცნობენ იესოს.  მეტი ძალა მიეცა მათ მოწმობის სიტყვასა და მათ ლოცვას. (საქმეები 2:41; 4:31-33; 3:1; 4:23-31;  6:4; 10:9; რომ. 8:26; იუდა 20; ეფეს 6:18;1კორ 14:14-17) სულიწმიდის მეშვეობით უფრო მეტად გვიყვარდება უფლის სიტყვა-ბიბლია და მეტად ვიხედებით მის სიღრმეებში.  სულიწმიდით ავსება ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. იგი ერჯერადი მოვლენა როდია. პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს:“ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.“ (ეფეს 5:18). ორიგინალ თარგმანში ეს წინადადება ასე ითარგმნება: “განაგრძეთ სულით აღვსება.“ სულიწმიდით აღვსება უნდა მიმდინარეობდეს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.

თარგმანი: ია კარგარეთელი

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.