რწმენა და გონება: ოთხი შეხედულება | ქრისტიანი.ge

რწმენა და გონება: ოთხი შეხედულება

    თავის წიგნში "პრობლემები ქრისტიანულ აპოლოგეტიკაში" ავტორი ასახელებს ქრისტიანი აპოლოგისტების ოთხ პოზიციას, რომლებშიც ცდილობდნენ ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების წარმოჩენას. მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები რწმენასა და გონებას ეხება. :

რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებები

 მხოლოდ გონება:  ქრისტიანული რაციონალიზმი
 მხოლოდ რწმენა:     ქრისტიანული აგნოსტიციზმი
გონება და შემდეგ რწმენა:  ლოგიკური ქრისტიანობა
რწმენა და შემდეგ გონება:  ავტონომიური ქრისტიანობა

    შეხედულება 1. ქრისტიანული რაციონალიზმი . ეს არის შეხედულება იმის შესახებ, რომ მხოლოდ გონებას შეუძლია გამოარკვიოს ქრისტიანული პოზიციის ვარგისიანობა.  ამ შეხედულების ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი პროპონენტი არის რაიმონდ ლული, რომელიც აგრეთვე ცნობილია რამონ ლულის სახელით (ჩვ.ჭ-ის 1232-1315). ის იყო მისიონერი, რომელიც მუსულმანურ ქვეყანაში მოღვაწეობდა და რომელიც ქვებით ჩაქოლვით მოკლეს.
    ამ შეხედულებაში ორი მთავარი პრობლემა იყო: (1) მისი გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება ადამიანური ინტელექტის როლზე, ის გულისხმობს, რომ ადამიანი ფილოსოფოსი უნდა ყოფილიყო, რათა ქრისტიანი გამხდარიყო. (2) ასეთი შეხედულება არაადეკვატურ ანგარიშს უწევს რწმენის როლსა და სულიწმიდის მხილებას, რომლის შესახებაც ახალი აღთქმა გვასწავლის. შეხედულება
    2 . ქრისტიანული აგნოსტიციზმი . ეს შეხედულება მთლიანად უნდობლობას უცხადებს გონებას სულიერ განზომილებაში. რწმენა და გონება სხვადასხვა განზომილებას ეკუთვნის: გონება ბუნებრივი სამყაროსთვისაა, რწმენა კი სულიერი სამყაროსთვის. ამ მოსაზრებას წარმოადგენს ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ბლეზ პასკალი (1623-62). აგრეთვე, მრავალი თანამედროვე ეგზისტენციალისტი მოაზროვნე, როგორიცაა კარლ ბარტი (1886-1968) და რუდოლფ ბულტმანი (1884-1976) იგივეზე მიგვანიშნებენ. ამ შეხედულების სერიოზული პრობლემა ისაა, რომ რწმენას რაციონალური არსის გარეშე გაურკვევლობამდე და ეჭვებამდე მივყავართ.
    შეხედულება 3. ლოგიკური ქრისტიანობა . ეს შეხედულება ამტკიცებს, რომ ვინაიდან გონება საწყისი წერტილია და იგი გრძელი გზის გავლით ჭეშმარიტებამდე მიდის, უკანასკნელი ნაბიჯების გადადგმა რწმენით ხდება. ამის ცნობილი მაგალითი შუა საუკუნეების დიდი რომაელი კათოლიკე ფილოსოფოსთეოლოგი თომას აქინესია (1225-74). ეს შეხედულება 1 და 2 შეხედულების შუალედურია. აქ გონებას მატყუარად კი არ მიიჩნევენ, არამედ შეზღუდულად. ამ შეხედულებისთვის ნიშანდობლივი იმის რწმენაა, რომ განუახლებელ ადამიანურ გონებას შესწევს იმის უნარი, რომ თავად მოიფიქროს ღმერთისკენ მისასვლელი გზა.
    არსებობს რამდენიმე ძლიერი არგუმენტი ლოგიკური ქრისტიანობის სასარგებლოდ. მასში შედის ნდობა ქრისტიანული სისტემის რაციონალობისადმი და იმის გაცნობიერება, რომ ქრისტიანობაში არსებობს გარკვეული საიდუმლოებები, რომლებიც არ არის ბუნებრივი გაგების ობიექტი. თუმცა, ამ შეხედულებაში გარკვეული სისუსტეებიც არსებობს. ის გონებას აღამაღლებს, როგორც გამოცხადების განზომილებას. ზოგიერთმა, რომლებიც ამ შეხედულებას მისდევდნენ, ნახეს, რომ საერთოდ არ სჭირდებოდათ ბიბლია, ვინაიდან ღმერთის შეცნობა მხოლოდ ბუნებრივი გამოცხადების მეშვეობით არის შესაძლებელი. რაციონალიზმის მსგავსად, ეს შეხედულება ვერ ახერხებს  რწმენის სათანადო ადგილზე დაყენებას.
    შეხედულება 4. ავტონომიური ქრისტიანობა . ეს შეხედულება ამტკიცებს, რომ რწმენა თავისთავად ყალიბდება, და უკვე ჩამოყალიბებული, შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს გონებასთან. ეს ჩანს, როგორც ყველაზე მისაღები ევანგელური პოზიცია.  ისტორიულად, ავგუსტინემ ასეთი შეხედულება მეოთხე საუკუნეში წამოაყენა. პასკალის მსგავსად მასაც სწამდა, რომ ქრისტიანობის ჭეშმარიტება მხოლოდ რწმენის გულში ყალიბდება. მაგრამ ავგუსტინეს შეხედულება არ ეთანხმება პასკალის შემდგომ მოსაზრებას, რომელიც ამბობდა, რომ რწმენის განცდის შემდეგ შესაძლებელი იყო ქრისტიანობის ჭეშმარიტების დადასტურება. 

    ავგუსტინეს სწამდა, რომ ორივე , გონება და რწმენა დიდ როლს ასრულებენ მას შემდეგ, როცა ადამიანი ქრისტესთან მოვა. ის ეთანხმებოდა ლულისა და აქინესის იდეას იმაზე, რომ ქრისტიანობაში არის რაციონალური შინაარსი, მაგრამ ის ეწინააღმდეგებოდა რწმენისა და გონების თანმიმდევრობას. ნაცვლად იმისა, რომ გონება რწმენის წინამორბედად დაენახა, ავგუსტინე რწმენას ხედავდა საწყის წერტილად, რომელსაც შემდეგ გონება მოსდევდა. იგივე პოზიციაზე დგას ა. ვ. ტოზენი, რომელიც ამტკიცებს:
    “რასაც ღმერთი აცხადებს, მორწმუნე გული აღიარებს, და მას აღარ სჭირდება შემდგომი დამტკიცება. მართლაც, მტკიცებულების ძებნა ეჭვის აღიარებას ნიშნავს, ხოლო მტკიცებულების ქონა რწმენის ზებუნებრიობაზე მიუთითებს. . . ეს იყო აბრაამის დამოკიდებულება, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძლიერად დარჩა რწმენაში და ღმერთს დიდება მიაგო. ეს იყო ანსელმის, “მეორე ავგუსტინეს” დამოკიდებულება, რომელიც ქრისტიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე იყო და რომელიც მიიჩნევდა, რომ რწმენა წინ უნდა უსწრებდეს გაგების ყოველგვარ მცდელობას. გაცხადებული ჭეშმარიტების ასახვას ბუნებრივად მოსდევს რწმენის გამოვლინება, მაგრამ პირველად რწმენა მსმენელ ყურში მოდის, და არა [მოაზროვნე] გონებაში. მორწმუნე ადამიანი არ აცნობიერებს სიტყვას და რწმენაში გააზრების პროცესით არ მოდის, არც ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ეძიებს თავისი რწმენის დადასტურებას. . . ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მეცნიერება უღირსად არის ჩათვლილი რელიგიის სფეროში?  არავითარ შემთხვევაში. მეცნიერს გააჩნია არსებითად მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მისთვის განკუთვნილი სფეროს ფარგლებში. მისი ამოცანა ისაა, რომ მოგვცეს ტექსტის სიზუსტის გარანტია, მოგვაწოდოს რაც შეიძლება ზუსტი სიტყვა, რომელიც დიდად არ იქნება განსხვავებული ორიგინალისგან. ის შეიძლება წმინდა წერილების ვარიანტების ერთმანეთთან შედარებას აკეთებდეს, სანამ არ აღმოაჩენს ტექსტის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. მაგრამ სწორედ აქ მთავრდება მისი ძალაუფლება. მან არასდროს არ უნდა განსაჯოს ის, თუ რა წერია . მან არ უნდა გაბედოს ის, რომ სიტყვის მნიშვნელობა თავისი გონების მიღმა გამოიტანოს. მან არ უნდა გაბედოს, რომ დაგმოს ან სიტყვა ჩათვალოს აზრის მქონედ, ან უაზროდ, მეცნიერულად ან არამეცნიერულად. მას შემდეგ, როცა მნიშვნელობა გამოირკვევა, ეს მნიშვნელობა განსჯის მას; თავად ის კი ვერასოდეს ვერ განსჯის სიტყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.