ექსტრემალური საჩუქრი | ქრისტიანი.ge

ექსტრემალური საჩუქრი

რუსეთი: კაპიტანი მარკო

„რა არის ეს?“ შეუღრინა საბჭოთა კაპიტანმა, მარკომ, პატარა ბიჭს. „რა გინდა?“

   კომუნისტი ოფიცრის წინაშე დგომისაგან გამოწვეული შიში ძლივს დაძლია თორმეტი წლის ბიჭმა. „კაპიტანო, ჩემი მშობლები თქვენ ჩასვით ციხეში. დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მე ყოველთვის ვყიდულობ მისი დაბადების დღისთვის ყვავილს.“
   „მას შემდეგ, რაც დედაჩემმა ჩემი მტრების სიყვარული და ბოროტის სიკეთით მიზღვა მასწავლა, დედაჩემის ნაცვლად ეს ყვავილი თქვენი შვილებისათვის მოვიტანე. გთხოვთ, წაუღოთ ეს ყვავილი თქვენს მეუღლეს, და უთხარით ჩემი და ქრისტეს სიყვარულის შესახებ.“
  კაპიტანი მარკო, აუღელვებლად რომ უყურებდა ქრისტიანების ცემას და წამებას, ამ ბავშვის სიყვარულის გამოხატულებამ განაცვიფრა. ატირებული მივიდა ბიჭთან და მამაშვილურად გადახვია ხელი. მარკოს გული ქრისტეს სიყვარულის საჩუქარმა შეცვალა. მალე მას აღარ შეეძლო ქრისტიანების დაპატიმრება და ცემა და თვითონ იქნა დაპატიმრებული.
   პატარა ბიჭის სტუმრობიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, მარკო ჭუჭყიან საკანში შეაგდეს, იმ ქრისტიანებთან, ადრე თვითონ რომ აწამებდა. აცრემლებულმა მარკომ თანასაკნელებს უამბო პატარა ბიჭის სტუმრობისა და მისი ყვავილის შესახებ. მას დიდ პატივად მიაჩნდა ციხეში იმ პატიმრებთან ერთად ყოფნა, რომელთაც ადრე თვითონ ესხმოდა თავს და აწამებდა.

დიდსულოვნება ქრისტიანის მეორე ბუნებრივი თვისებაა. იესო გვასწავლიდა, რომ ნამდვილ მორწმუნეებს სხვები სიყვარულის გამოვლენით იცნობენო და ეს არ ეხება ჩვენს მოკეთეებს. ძალიან ხშირად, უცხოებისა და მტრების მიმართ გამოვლენილი დიდსულოვნება არის იესოს სწავლების დიდი ქადაგება. ამის შემხედვარეები, რომ აღარაფერი ვთქვათ ადრესატზე, გაოცებულნი რჩებიან. წარმოიდგინეთ გულნატკენი ქრისტიანი დღედაღამ რომ ლოცულობს იმ უფროსისათვის, რომელმაც უსამართლოდ დაითხოვა სამსახურიდან. წარმოიდგინეთ დამწუხრებული მშობლებისაგან, მთვრალი მძღოლის მიმართ გამოხატული პატიების ეფექტი. ქვეყნიერებას არ ესმის დიდსულოვნება. თუმცა ეს ყველას ერთნაირად გვეხება. ღმერთზე დიდები ვერ ვიქნებით დიდსულოვნების გამოხატვისას. მან ხომ თავისი ძე გასწირა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. რას გაიღებდი დღეს, ვინმეს რომ გულის კარი ღვთის სასუფევლისათვის გაეღო?

გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით მათ.
ლუკა 6:35

წიგნი "ექსტრემალური ღვთისმსახურება"

უხსოვარი დროისა და თანამედროვე მორწმუნეების ყოველდღიური მსახურების ისტორიები, ადამიანები, რომეთაც ყველაფერი გაიღეს ქრისტესათვის.  

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.