სიკეთე | ქრისტიანი.ge

სიკეთე

რუმინეთი: ბარტო

ბარტო შიმშილის პირას იყო. კომუნისტური პარტიის ყოფილი ოფიციალური პირი და ადვოკატი, ახლა იგივე პარტიის მიერ უარყოფილი. რუმინეთის ციხის კოლონიაში უკრეს თავი. ერთხელ სავსე მუცელი, ახლა შიმშილით ხმებოდა. ფიქრობდა, ნეტავ კიდევ რამდენხანს გაუძლებდა.

ბარტოს ავადმყოფური სახის შემხედვარე, ერთი თანაპატიმარი მასთან მივიდა და საკუთარი ულუფა შესთავაზა. „გმადლობთ მეგობარო,“ უთხრა მან პატიმარს. „რამდენ ხანს იქნები აქ?“ ჰკითხა საჭმელს მიძალებულმა ბარტომ.
   „20 წელი,“ უპასუხა პატიმარმა. და კითხვის თვალით შეხედა ბარტოს.
   „რა დანაშაული ჩაიდინე?“
  „პოლიციის მიერ დევნილი ხუცესისათვის საკვების მიცემის გამო გამასამართლეს,“ განაცხადა კაცმა მშვიდად. ბარტომ შენიშნა, რომ ამ კაცის ხმას თან არ ახლდა სიმწარე, როგორც ბარტოს სხვა უამრავი ადამიანისაგან სმენია.
   „ვინ გამოგიტანა ასეთი მძიმე სასჯელი კარგი საქმისათვის?“ იკითხა ბარტომ.
   პატიმარმა მორიდებით უპასუხა, „ბატონო, თქვენ იყავით პროკურორი ჩემს სასამართლოზე. ახლა თქვენ ვერ მცნობთ, მაგრამ მე მახსოვხართ.“
   კაცმა გააგრძელა. „მე ქრისტიანი ვარ, ქრისტემ გვასწავლა ბოროტის წილ კეთილის მიგება. მაშინ ვინატრე, როგორმე გაგეგოთ, რომ მშიერისათვის საკვების მიწვდა კარგი საქმეა-შენი მტრისათვისაც კი. ახლა შემიძლია ეს დაგანახოთ.“ ბარტომ იმ დღიდან დაინახა, რომ მისი სულიერი საჭიროება ფიზიკურს აღემატებოდა.

სიკეთე არის ჩვენი მტრის გულისაკენ მიმავალი გზა. რამაც შესაძლოა სასიკეთო შედეგი მოუტანოს სულს. ღმერთი სიკეთის სტრატეგიას იყენებს ჩვენთან მიმართებაში. იმის ნაცვლად, რასაც მისადმი ჩადენილ შეცოდებებზე ვიმსახურებთ, სიკეთით გვპასუხობს. მისი სიკეთე არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენს წინაშე სცოდავს. სიკეთე იპყრობს მათ ყურადღებას, ეს მათთვის ისეთივე მოულოდნელია, როგორც დაუმსახურებელი. მტრის მიმართ გამოვლენილმა სიკეთემ და თანაგრძნობამ შესაძლოა ისე გამოაღვიძოს სულიერი შიმშილი, როგორც ბარტოს შემთხვევაში. მიუხედავად მათი პასუხისა, ჩვენ უნდა მივყვეთ ჩვენი უფლის მაგალითს მტრებთან ურთიერთობაში. ვის სჭირდება დღეს შენი სიკეთე?

თუ უგულებელყოფ მის სახიერებას, თავშეკავებისა და სულგრძელების სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისაკენ მიჰყავხარ?
რომაელთა 2:4

წიგნი "ექსტრემალური ღვთისმსახურება"

უხსოვარი დროისა და თანამედროვე მორწმუნეების ყოველდღიური მსახურების ისტორიები, ადამიანები, რომეთაც ყველაფერი გაიღეს ქრისტესათვის.  

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.