ყაქოსი - ბიბლიური ადგილები | ქრისტიანი.ge

ბიბლიის გეოგრაფია – ყაქოსი

Acco lighthouse

 

ყაქოსის პორტი

ყაქოსი (ACCO) ის ადგილია, მსაჯულთა 1:31 მუხლის მიხედვით, სადაც ისრაელიანები დამარცხდნენ. ამ სახელით ბიბლიაში იგი მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. ახალ აღთქმაში ეს ადგილი პტოლემაოსის სახელით გვხვდება (საქმე 21:7). ეს ის პორტია, სადაც პავლეს ერთ-ერთი გაჩერება ჰქოდა იერუსალიმში ბოლო დაბრუნებისას.   ანტიკურ ხანაში პტოლემეოსი  მთავარ საზღვაო და სახმელეთო გზას წარმოადგენდა. ის რეგიონის მთავარი პორტი იყო, მანამ სანამ ცეზარია აშენდებოდა (ანტიკური დროის ქალაქი ისრაელში, რომელიც თანამედროვე თელ-ავივსა და ჰაიფას შორის მდებარეობს). სანამ ცეზარია დასრულდებოდა ჰეროდე დიდმა  კეისარი ამ მხარეში მიიღო. ებრაული აჯანყების ჩახშობისას კი  ვესპასიანემ გემები პირველად პტოლემაოსში  შეიყვანა.  მოგვიანებით არაბმა მცხოვრებლებმა  ქალაქს ძველი სახელი ყაქოსი კვლავ დაუბრუნეს. 

 

 

დამცავი კედელი

1104 წელს ყაქოსი (ასევე ცნობილია როგორც აკრა) ჯვაროსნებმა დაიპყრეს. ისინი ამ ადგილს იერუსალიმზე კონტროლის დაკარგვის შემდეგაც კი ფლობდნენ (1187 წელს). ამის შემდეგ ყაქოსი მათი იმპერიის უდიდეს პორტად გადაიქცა. 1291 წელს ყაქოსზე ჯვაროსნების მმართველობა მამლუქებმა დაასრულეს. ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ასევე ნაპოლეონმაც იცოდა. იგი აცხადებდა, რომ თუ ეს პორტი მას ხელში ჩაუვარდებოდა, მთელი მსოფლიო მისი იქნებოდა. ყაქოსზე მისმა ალყამ 1799 წელს მარცხი განიცადა.

 

Western wall of Acco fortress

 

Acco lighthouse

 

სატაძრო გვირაბები

ჯვაროსნების გასვლიდან  500 წლის შემდეგ დრუზეს (დრუზე- მონოთეისტური რელიგიური და სოციალური კავშირი, რომელიც  პირველად სირიაში დაარსდა) პრინცმა ფახ ადინ-მა ქალაქი კვლავ ააშენა. მუსლიმებმა ჯვაროსნების მიერ აშენებული გვირაბის ლაბირინთების გადანადგურება ვერ შეძლეს.  გვირაბი დღესაც არსებობს. აღნიშნული შენობები დასაწყიში   მიწის ზემოთ  იყო აშენებული. მოგვიანებით ალ ჯაზარმა (მუსლიმი ფიზიკოსი 895-979 წწ)   ზემოდან ქალაქი  დააშენა. არქეოლოგიური გათხრები  არაბული ქალაქის ჩამონგრევის შიშით შეჩერდა. დღეისათვის  ჯვაროსნული ქალაქების უმრავლესობა მიწაშია  დაკრძალული.

 

 

ალ ჯაზერის მეჩეთი

ალ ჯაზერის მეჩეთი ზურმუხტოვანი გუმბათით  ზომით მესამეა ისრაელში. მშენებლობა  1781 წელს სან კროსეს, თავდაპირველი ქრისტიანული საკათედრო ტაძრის მხარეს დაიწყო. რომაული სვეტები ცეზარიადან წაიღეს. მეჩეთში  მოჰამედის წვერის წმიდა  ნაწილი ინახება.  დანარჩენი ნაწილების ნახვა, თურქეთში, სტამბოლშია შესაძლებელი.

 

Western wall of Acco fortress

 


წყარო: www.bibleplaces.com
თარგმანი: ლევან ლეფსვერიძე
რედაქტირება: გურანდა სურგულაძე

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.