წყალობა, რომელიც აღემატება სამართალს | 03 თებერვალი, 2019 | ქრისტიანი.ge

წყალობა, რომელიც აღემატება სამართალს | 03 თებერვალი, 2019

მათეს სახარებაში ( 5:7 ) წერია: „ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან შეწყალებულნი იქნებიან“.

რა არის წყალობა და როგორ უნდა ვიყოთ მწყალობელნი?

წყალობა – ეს თანაგრძნობაა,  უფრო მეტიც, წყალობა – ეს არის თანაგრძნობა, რომელიც მოქმედებაში გამოიხატება. თუ თავს მოწყალე ადამიანებად ვთვლით საკმარისი არ არის, რომ ამას მხოლოდ ვგრძნობდეთ, ჩვენ ამ გრძნობის შესაფერისად უნდა ვმოქმედებდეთ კიდეც.
რატომ არის ასეთი აუცილებელი, რომ ქრისტიანი მოწყალე იყოს? უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს წყალობა, რადგან ქრისტემ ჯვარცმით ამის უდიდესი მაგალითი დავიტოვა: ერთ დროს ჩვენც დაგვჭირდა ჩვენი ცოდვების გამო შეწყალებულნი ვყოფილიყავით და იესოს არ უთქვამს ჩვენთვის, რომ  წავსულიყავით და ჩვენი თავისთვის თავად მიგვეხედა. იესო ჯვარს ეცვა, რათა ჩვენ მისი წყალობის მიღება შეგვძლებოდა. წყალობა, რომელიც მოდის ჩვენამდე, უნდა განივრცოს ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე და მოქმედებით განხორციელდეს.
როგორ უნდა გავცეთ წყალობა?  ისევე, როგორც ამას იესო აკეთებდა:

1. უპირობოდ – იესო ადამიანებზე უპირობოდ გასცემდა წყალობას. მას არ შემოუფარგლავს წყალობა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. მისი წყალობა ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ მისი წყალობა, როცა ცოდვილნი ვიყავით და ჩვენ ვინ ვართ, რომ გავარჩიოთ ვისზე გავცეთ წყალობა?!

2. მიზანმიმართულად – წყალობა არასოდეს უნდა იყოს შემთხვევითი. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვეძებდეთ შესაძლებლობას, რომ ვინმეს წყალობა აღმოვუჩინოთ. იესო სწორედ ასე მოვიდა ჩვენს საძებრად. ჩვენ არ ვყოფილვართ შემთხვევით შეწყალებულნი. იესო შემთხვევით არ მოსულა დედამიწაზე, ის მიზანმიმართულად მოვიდა. 

3. მსხვერპლის გამღები წყალობა – იესოს ჩვენთვის წყალობის გაღება   ყველაფრის ფასად დაუჯდა. თუ წყალობა, რომელსაც გავცემთ ჩვენ არაფრად გვიღირს და არაფერი გვაკლდება, მაშინ გამოსაკვლევია ჩვენი გულის მდგომარეობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესომ შეგვიწყალა ჩვენ და ჩვენც ვალდებულნი ვართ ეს წყალობა ჩვენს ცხოვრებაში აირეკლოს.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.