სულიწმინდის ნაყოფები ადამიანში – 09.12.2018 | ქრისტიანი.ge

სულიწმინდის ნაყოფები ადამიანში – 09.12.2018

შეუძლებელია სულით ცხოვრობდე და სულით არ დადიოდე. ვინც სულით ცხოვრობს ის სულით დადის და მას აქვს სულის ნაყოფები. პავლე მოციქული გალატელთა ეკლესიას წერს, როგორია სულის ნაყოფი.[გალატ. 5:22]

სულის ნაყოფებია: სიყვარული,  სიხარული,მშვიდობა, სულგრძელობა,სახიერება,სიკეთე, ერთგულება,სიმშვიდე და თავშეკავებულობა. ამათ  წინააღმდეგ არ არის რჯული

გქონდეს სიხარული ნიშნავს: გიხაროდეს, რომ ღმერთი გყავს!გიხაროდეს, რომ ღმერთმა გაგიმზადა ადგილი! გიხაროდეს, რომ ღმერთმა წარსული ცოდვები გვაპატია! გიხაროდეს, და კვლავაც გიხაროდეს! გარშემომყოფნი უნდა ხედავდნენ, რომ გაქვს მიზეზი სიხარულისა!
 

გქონდეს მშვიდობა გულისხმობს,რომ როგორც მორწმუნებ, უნდა ისწავლო შენი გული და გონება მოიყვანო მშვიდობაში, სადაც ღმერთი ლაპარაკობს…
 

იყო სულგრძელი ნიშნავს : მოთმინებით გადაიტანო განსაცდელი . სულგრძელობა მოთმინებაა. მოთმინება განსაცდელის დროს და მოთმინება ადამიანებთან ურთიერთობაში.
 

სახიერება არის -გავდე უფალს. სახე არ დაკარგო!… ქრისტიანის სახე არ დაკარგო! უნდა  
შეიძინო დახვეწილი ქცევის წესები, როგორ მოიქცე საზოგადოებაში, საკუთარ ოჯახში დასაკუთარ თავთან. ამის ყალბად გაკეთება არ მოგიწევს მაშინ, როდესაც ისწავლი სულიწმიდასთან ერთად სიარულს.

სიკეთე ნიშნავს, გქონდეს ძლიერი სურვილი აამო უფალს. ყველა ღონე იხმარო, რათა გაექცე ყოველგვარ ბოროტებას და ჰქმნა კეთილი.. [ფალმუნი 1]
ერთგულებაა უერთგულო ღმერთს და ადამიანებს! ერთგულება ნიშნავს იყო  სანდო ადამინი და შენს სიტყვას ფასი ჰქონდეს. რამეს რომ იტყვი -გააკეთო, თუ დაპირდები -შეასრულო… თქვენი ჰო, ჰო იყოს,ხოლო არა -არა!

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.