რჯული და მადლი | 24 თებერვალი, 2019 | ქრისტიანი.ge

რჯული და მადლი | 24 თებერვალი, 2019

"მოციქული პავლე გალატელთა მიმართ წერილში რჯულსა და მადლს აპირისპირებს. იგი ლაპარაკობს ჭეშმარიტ მადლზე და სულიწმიდის ძალაზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გალატელთა 5:16-18-ში ჩანს, არის ის, რომ ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა ხორცსა და სულს შორის. ძველი ბუნება ყოველთვის ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც სულიერია. მადლის რჯული, რომელიც ჩვენშია, არ გვაძლევს უფლებას ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ხოლო ჩვენი ადამიანური ბუნება არ გვაძლევს უფლებას ვაკეთოთ ის, რაც ღმერთს სურს. ამ ბრძოლის დროს ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ არჩევანი და დავდგეთ ჩვენი არსების საუკეთესო ნაწილის მხარეს. გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ უცებ შეიცვლები და ყველაფერი დამთავრდება. მადლი მარტო ის არ არის რომ გვაპატია, მადლი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვეხმარება.

ხსნის ეტაპზე მთავარ როლს იესო თამაშობს, ხოლო განწმედის ეტაპზე სულიწმიდა თამაშობს მთავარ როლს. ადამიანს არც საკუთარი თავის ხსნა შეუძლია და არც განწმედა. ჩვენით არ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ჩვენ სულს უნდა მივყვეთ. ჩვენ არ გვჭირდება რჯული გადარჩენისთვის – იესომ გადაგვარჩინა. არ გვჭირდება რჯული ცხოვრების წასამართად – სულიწმიდა გვეხმარება. რა თქმა უნდა, ქრისტიანმა უნდა ილოცოს, იკითხოს, გარკვეულ წესებს დაემორჩილოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სულიერების საზომი. სულიწმიდა გვეხმარება, რომ სიწმიდეში ვიცხოვროთ.

მადლში ცხოვრება თავისუფლებაა. სულიწმიდას უნდა მიყვე და ამაში ღმერთთან ურთიერთობა გეხმარება. ერთია შენ ცდილობდე შენი საქმეებით გამოავლინო ღმერთის სიწმიდე, ხოლო მეორე, მადლის მეშვეობით ღმერთმა გამოავლინოს შენს საქმეებში თავისი სიწმიდე – სწორედ ესაა მადლი."

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.