რწმენა და ურწმუნოება | 19 მაისი, 2019 | ქრისტიანი.ge

რწმენა და ურწმუნოება | 19 მაისი, 2019

რიცხვთა მე-13 თავში აღწერილია როგორ წავიდა 12 მსტოვარი ქანაანის დასაზვერად. ღმერთმა მთავართაგანი გააგზავნა და არა უბრალო ხალხი. ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც იხილეს ღმერთის დიდება, თუმცა ათი მათგანი ამბობდა რომ ქანაანის დაპყრობა შეუძლებელი იყო. მათმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ადამიანებს რწმენა დააკარგვინა.
თუ შენ მორწმუნე ხარ, შენი პასუხისმგებლობაა კვებო შენი რწმენა და აშიმშილო შენი ურწმუნოება. რასაც კვებავ, ის იქნება ძლიერი შენს ცხოვრებაში. ბიბლიაში ჩანს, რომ დრტვინვა და წუწუნი ძალიან დიდი ცოდვაა ღმერთის წინაშე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნიერების მძლეველი ჩემი და შენი რწმენაა.
ღმერთის სიტყვა ლაპარაკობს რომ ნეტარია ვინც ენდობა ღმერთს. ეს რომ ღმერთს არ ეთქვა, მაშინ ჩვენი რწმენა ფუჭი იქნებოდა. მაგრამ ღმერთის სიტყვა სანდოა და მას შეუძლია უპასუხოს ჩვენს საჭიროებებს. 
რაც მალე ჩამოიყალიბებ დამოკიდებულებას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და რომ შენ რწმენის ადამიანი იქნები, მით უფრო მალე შეიცვლება შენი ცხოვრება. ჩვენი არჩევანია 11 დღე ვიქნებით უდაბნოში თუ 40 წელი. ღმერთს სურს ჩვენი ცხოვრების შეცვლა მაგრამ ამისათვის ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი დამოკიდებულება. დაუკვირდი რითი ავსებ შენს თავს.
დრტვინვა და ურწმუნოება დაგავიწყებს ვინ არის ღმერთი, მადლიერება გაგახსენებს რა გაგიკეთა ღმერთმა.
რწმენას მომავლის იმედი აქვს. ბოლომდე მიენდე ღმერთს. 
ღმერთი იმ ნაბიჯებს არ გამოგატოვებინებს, რაც შენს სულიერ ცხოვრებაში უნდა გადადგა. მან ისრაელიანები ისევ იმ ადგილას მიიყვანა და ჰკითხა უნდოდათ თუ არა აღთქმულ მიწაზე შესვლა, მაგრამ ეს ყველაფერი 40 წლის შემდეგ მოხდა. ამიტომ გქონდეს თავიდანვე სწორი დამოკიდებულება და გახსოვდეს, რომ ქვეყნიერების მძლეველი შენი რწმენაა. 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.