პრაქტიკული რწმენა 21.05.2016 / ახალგაზრდული მსახურება | ქრისტიანი.ge

პრაქტიკული რწმენა 21.05.2016 / ახალგაზრდული მსახურება

მარკოზის სახარება 10:46-52
46. მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47. როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: “იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48. ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: “დავითის ძეო, შემიწყალე!”
49. შეჩერდა იესო და თქვა: “დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: “ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50. გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51. იესომ ჰკითხა მას: “რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: “რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52. იესომ უთხრა: “წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.