მოქმედი სიყვარული – 22.05.16 | ქრისტიანი.ge

მოქმედი სიყვარული – 22.05.16

სიყვარული არასოდეს მთავრდება. სიყვარული ყოველივეს იტანს. სიყვარული ჩვენ ძალას გვაძლევს, რომ მსხვერპლი გავიღოთ. სიყვარული გვაძლევს ძალას, რომ არ ვიფიქროთ საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზე. სიყვარული ღმერთის ბუნებაა. ღმერთი თვიოთონ სიყვარულია მეგობრებო. ამიტომ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, სიყვარულით აკეთებს. სიყვარული იყო ის, რამაც ღმერთს შეაძლებინა, თავისი მხოლოდშობილი ძე წარმოეგზავნა ჩვენთვის…

სიყვარული იყო ის, რამაც ჯვარზე იესო ქრისტეს ათქმევინა: “მამა, აპატიე, რადგან არ იციან რას აკეთებენ.”

სიყვარული ადამიანის დამოკიდებულებას ცვლის. სიყვარული ცვლის შენს საუბარს, შენს მოქმედებას, შენს გადაწყვეტილებებს, ის საკუთარ თავს უკანა პლანზე გადაგაწევინებს.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.