მნიშვნელოვანია, ვინ ხარ ღმერთის თვალში | 24 ნოემბერი, 2019 | ქრისტიანი.ge

მნიშვნელოვანია, ვინ ხარ ღმერთის თვალში | 24 ნოემბერი, 2019

უფალი ჩვენს ცძოვრებაში მოქმედებს თანდათან და არა ერბაშად, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვინ ვართ და არა რისი გაკეთება შეგვიძლია, ან რა პოზიციაზე ვართ…

მათეს სახარებაში წერია: როგორც გინდათ რომ მოგექცნენ, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ზოგჯერ ამას ასე ვიგებთ: არ მოექცეთ სხვებს ისე, როგორც არ გინდათ რომ მოგექცნენ. მაგრამ უფლის სიტყვა სიტყვასიტყვით ამბობს: როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ისე მოექეცი შენც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოქმედი ადამიანები უნდა ვიყოთ და არა პასიურნი.

ღმერთისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ ხარ, ვიდრე ის, თუ რისი გაკეთება შეგიძლია. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ ღმერთი მისი რჩეულების ცხოვრებაში იყენებს პერიოდს, რათა ისეთებად ჩამოაყალიბოს, როგორადაც უნდა რომ ხედავდეს მათ. თანდათან, ღმერთი შენს ცხოვრებაში რაღაც კარგს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთი აგვიანებს და რაღაცები უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩვენი და ღმერთის აზრები განსხვავდება. ღმერთი თანდათან აკეთებს ამას.

ღმერთს არ სურს, რომ ერთ დროს გამობრწყინებული ვარსკვლავი იყო, ღმერთს სურს, რომ იყო მორწმუნე, რომელიც დგას და ანათებს მუდმივად. ბიბლია არის წიგნი, რომლის ავტორიც წვრთნის, ზრდის მათ ვისაც თავის ძეებს და ასულებს უწოდებს, რათა ერთგულები ვიყოთ მის წინაშე. ღმერთი კურთხევის ღმერთია და ის არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულებს. სწორედ დროის ამ მონავეთში, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულში, მორჩილებაში და მის მიყოლაში, ღმერთი თავის კურთხევას გაჩვენებს.

რომაელთა მე-8 თავში წერია: თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ. ღმერთი ჩვენკენაა და არა ჩვენ წინააღმდეგ. თუ წვრთნა მოდის შენს ცხოვრებაში ესეც ღმერთისგან არის, რათა გარდაისახო რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში. თუკი ღმერთმა საკუთარი ძე გაიღო ჩვენთვის, განა ის ყოველივეს არ მოგვცემს?! ის ბრძენია, ამიტომ თანდათან გვაძლევს იმას, რაც ჩვენთვისაა საჭირო.

არ დაგავიწყდეს, რომ უფალი თავის ტახტზე ზის, მის ძალაუფლებას ჩრდილი არ მისდგომია და ის თანდათან აკეთებს რაღაც კარგს, შენს ცხოვრებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.