მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა | 03 თებერვალი, 2019 | ქრისტიანი.ge

მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა | 03 თებერვალი, 2019

იესოს სიყვარული განუზომლად დიდია ჩვენზე. ბიბლიაში ღმერთის სიყვარულის გარდა მის სიწმინდეზეცაა საუბარი. ღმერთის სიწმინდე ვერ ეგუება ცოდვას და უსამართლობას. ღმერთი მოწყალე მამაა და შეუძლია თავისი შვილების მიმართ იყოს მწყალობელი, თუ ისინი მის წინაშე აღიარებენ ცოდვებს, ხოლო მათთვის, ვინც ურჩია და არ ემრჩილებას მას – მჭამელი ცეცხლია.

ეფესელთა 5:1-11  მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.

ჩვენ ცოდვილი ადამიანები ვართ და მუდმივად ვდგავართ საცდურის წინაშე, თუმცა ცოდვაში არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ ცოდვების მონანიებისკენ და გამოსწორებისკენ. ღმერთის მადლი დიდია ჩვენს ცხოვრებაზე. იესოს უდანაშაულო სისხლი იმისთვის არ დაღვრილა, რომ ჩვენ ცოდვილი ცხოვრებით ვიცხოვროთ. იესომ მსხვერპლი გაიღო . ეფესელთა წერილიში პავლე მოგვიწოდებს ვიცხოვროთ ისე, როგორც იესო ცხორობდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც სისხლით უნდა გავიღოთ მსხვერპლი ან რაიმე ცხოველი შევწიროთ, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გულის მდგომარეობა მუდმივად სწორი პრინციპებით ვმართოთ. ღმერთის შვილები არ უნდა ეგუებოდნენ ცოდვაში ცხოვრებას

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.