ეკლესიის ძალაუფლება | 05 მაისი, 2019 | ქრისტიანი.ge

ეკლესიის ძალაუფლება | 05 მაისი, 2019

ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ მკვდრები ვიყავით ღმერთის წინაშე, ჩვენი გულებითა და ჩვენი ცხოვრებით რისხვას ვიმსახურებდით, მაგრამ მადლმა აღგვადგინა მკვდრეთით.

ჩვენ ფიზიკურად ზეცაში არ ვართ ახლა, მაგრამ როდესაც ღმერთმა გვაპატია, ჩვენი სახელები ჩაიწერა სიცოცხლის წიგნში. შენ ღმერთის სამეფოს ეკუთვნი!

ღმერთმა მოგვცა ძალაუფლება, რომ ვიწოდებოდეთ ღმერთის შვილებად, რათა ცოდვა აღარ ბატონობდეს ჩვენზე და ვიქადაგოთ ქრისტეზე. თუკი ღმერთმა მოგვიწოდა რაიმეში, შესაბამისი ძალაუფლებაც მოგვცა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ ძალაუფლების.

ქრისტეს ძალაუფლებაში მოქმედი ადამიანისთვის თავმდაბლობა და მორჩილებაა დამახასიათებელი. ეკლესია ქრისტეს სხეულია. შეუძლებელია ეკლესია გამოჰყო ქრისტესაგან. ქრისტე აძლევს ძალაუფლებას თავის ეკლესიას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი ძალებით ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან უფალი ახდენს სასწაულებს და არა ჩვენ.

ნუ დანებდები! ნუ შეეგუები შენში არსებულ ნაკლოვანებას! მაღლიდან შობა არ ნიშნავს იმას, რომ აღარაფერი შეგეშლება. მაგრამ თუკი მაღლიდან შობამდე ბოროტს ეკუთვნოდი, ახლა, თუნდაც შეცდომილი, დარცხვენილი, შენ ღმერთს ეკუთვნი. ნუ იხელმძღვანელებ სხვა ადამიანის პრაქტიკიდან გამომდინარე. ღმერთს თავისი გზა აქვს შენს ცხოვრებაში. ის გაძლევს ძალას, რომ ფეხზე წამოდგე.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.