კითხვები რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე უჩნდება. როგორ შეიქმნა სამყარო, დიდი აფეთქება თუ ღმერთის შემოქმედება ექვს დღეში? კითხვები რომელზეც ხშირად ორაზროვანი პასუხებია და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია. როგორ დაიბადა სიცოცხლე დედამიწაზე, ევოლუცია თუ ღვთის ინიციატივა?.
ფილმში ასახული ინფორმაცია არის მხოლოდ თეორია!
ღმერთმა დედამიწა მთელი თავის სისავსით ადამიანისთვის შექმნა, ადამიანი მასთან ურთიერთობისთვის, ხოლო ამ ადამიანს ადამიანური ურთიერთობისთვის ახალი ადამიანი გაუჩინა, და ჩააბარა მათ მთელი ქვეყანა მაგრამ წუთისოფლის იმ ერთ წუთს ადამიანმა შესცოდა ღვთის წინაშე და იმ დღიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ყოველი ჩვენთაგანი სხვადასხვა ფორმით ვიმეორებთ ამ ცოდვას. მე მიმაჩნია რომ ქრისტიანობის ყველაზე დიდი ჩეცდომაა ქრისტეს რომელიმე კონკრეტული დენომინაციის საკუთრებად გცევა, ებრაელი ერი თავისთვის ელოდა მესიას, ხოლო უფალი მთელი ქვეყნიერებისთვის მოვიდა, ჩემ ერთ წუთს გამოვიყენებდი იმისთვის რომ მელაპარაკა უფლის სიყვარულზე, რადგან უფლისმიერი სიყვარული ამარცხებს ყოველგვარ უკეთურებას და ბოროტებას გამარჯვების ძალა სიყვარულშია.
ოლეგი ხუბაშვილი სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი
დასახელება: ბიბლია, დასაწყისი
გამოშვების თარიღი: 1966 წელი, 28 სექტემბერი.
ფილმი გადაღებულია ბიბლიის მიხედვით, მოგვითხრობს ადამის და ევას, ნოეს, აბრაამის და ისააკის შესახებ.
13 იანვარს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიება გაიმართა,რომელშიც მონაწილეობას 300-მდე ბავშვი იღებდა. ღონისძიებაზე მოიწვიეს 50-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი. ეკლესიის ბავშვებმა სასაჩუქრე ყუთები გააკეთეს და დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულ ბავშვებს სწორედ ეს სასაჩუქრე ყუთები გადასცეს.