Videos

მგალობელთა გუნდმა ,,ცისარტყელა” საქველმოქმედო ტურნე გახსნა (ვიდეო)

სახარების რწმენის ეკლესიის საკვირაო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა მგალობელთა გუნდმა ,,ცისარტყელა” ერთკვირიანი საქველმოქმედო ტურნე გახსნა. ტურნეს ფარგლებში ისინი ესტუმრნენ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს, სადაც განსაკუთრებული პროგრამით, ტკბილეულითა და საჩუქრებით წარსდგნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ავსტრიელი მოზარდებიც, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის ესტუმრნენ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ,, ცისარტყელა” -ს მიერ შესრულებული საგალობლები სასულიერო ქრისტიანული მუსიკის – გოსპელის ჟანრს განეკუთვნება. აღნიშნულ მგალობელთა გუნდს მსგავსი ფორმატის არაერთი აქტივობა აქვს განხორცილებული და მომავალშიც აქტიურად გეგმავს საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებას.

სახარების რწმენის ეკლესიაში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიასთან არსებულ ბიბლიურ კოლეჯში სასწავლო წელი განახლდა. ტრადიციულად 1998 წლიდან მოყოლებული სწავლა ოქტომბრისთვეში იწყება. უკვე მესამე წელია რაც სასწავლო პროცესი ორ ნაკადად დილისა და საღამოს საათებში მიმდინარეობს. წელს სტუდენტთა რაოდენობა კი 30 მდე კაცს ითვლის.

ბრძოლა და გამარჯვება

რა არის ოლიმპიელობა ?  განდიდების  სურვილი და ისტორიაში შესვლის შანსი  თუ  დიადი დრამა, მაყურებელზე გათვლილი სპექტაკლი ? 
რა არის ჯილდო ?   უბრალოდ  გამარჯვება თუ  საკუთარი თავის დაძლევა  და  შესაძლებლობების  მაქსიმუმის ჩვენება ?

ამ ფილმში ჩვენ მოგიყვებით  4 სპორტსმენის  შესახებ რომლებმაც  დიად  წარმატებებს მიაღწიეს  ოლიმპიურ  და  პარაოლიმპიურ თამაშებზე.