ვაშინგტონში აბორტის საწინააღმდეგო მასობრივი აქცია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაუჭირეს მხარი. | ქრისტიანი.ge

ვაშინგტონში აბორტის საწინააღმდეგო მასობრივი აქცია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაუჭირეს მხარი.

 

ვაშინგტონში აბორტის საწინააღმდეგო ყოველწლიურ აქციაზე, პარასკევს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელიც  მას შემდეგ იმართება, რაც 1973 წელს, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ  ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა დააკანონა.

"მარში სიცოცხლისთვის" აბორტის მოწინააღმდეგეთათვის მსოფლიოში უმსხვილეს აქციად ითვლება, რომელშიც პირველად მიიღო  მონაწილეობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.  როგორც ცნობილია, მაიკ პენსი  კონსერვატიული ღირებულებების მხარდამჭერი და აბორტის მოწინააღმდეგეა. მან აქციის მონაწილეებთან მიმართვაში განაცხადა, რომ აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობისთვის  "ისტორიული მომენტი" დადგა.

"დღეს აქ  სამი თაობაა შეკრებილი, თქვენი და სხვა მრავალი ხალხის წყალობით, რომლებმაც აქციაში  ჩვენთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, ამერიკაში სიცოცხლემ კვლავ გაიმარჯვა", – განაცხადა მაიკ პენსმა.

 აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის მხარდაჭერა მიიღეს.

წარსულში, დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ქალებს აქვთ აბორტის უფლება, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ მისი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით "განვითარდა".

"მარში სიცოცხლისთვის" აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეერთებულ შტატებში აბორტის აკრძალვის განკარგულებას ხელს მოაწერს.

თარგმანი: მარიამ უზუნაშვილი

რედაქტირება: ანუკი გელაშვილი

წყარო

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.