საქველმოქმედო ჯგუფმა გლდანში შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები მოინახულა | ქრისტიანი.ge

საქველმოქმედო ჯგუფმა გლდანში შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები მოინახულა

29 დეკემბერს, თბილისის სახარების რწმენის ეკლესიის საქველმოქმედო ჯგუფმა გლდანის მე-200 სკოლა-პანსიონში შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები მოინახულა. მათ სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს მიულოცეს შობა-ახალი წელი და ბავშვების წინაშე გასართობი პროგრამით წარსდგნენ. ღონისძიების ფარგლებში ,, აჩუქე იმედი ” 60 ბავშვს გადაეცა საახალწლო საჩუქრები.
სახარების რწმენის ეკლესიას მსგავსი ფორმატის არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული და მომავალშიც აქტიურად გეგმავს აღნიშნული საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებას.

ასევე იხილეთ:

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.