სირიელმა ეპისკოპოსმა 200 ასურელი ქრისტიანი ტყვეობიდან გამოისყიდა | ქრისტიანი.ge

სირიელმა ეპისკოპოსმა 200 ასურელი ქრისტიანი ტყვეობიდან გამოისყიდა


სირიელმა მღვდელმა 200 ასურელი ქრისტიანის გამოსასყიდად თანხის შეგროვება  შეძლო. ისინი 2015 წლის თებერვალში "ISIS"-ის ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს. Associated press-ის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, არსებული კონფლიქტის ისტორიის მანძილზე, ეს იყო "ISIS"-ის ერთ-ერთ ყველაზე მასიური გატაცება სირიასა და ერაყში. ტყვეები აიყვანეს 2015 წლის 23 თებერვალს, როდესაც ბოევიკები ერთდროულად თავს დაესხნენ 35 დასახლებულ პუნქტს, სადაც ქრისტიანები ცხოვრობდნენ. როგორც ირკვევა, ტყვეთა რაოდენობა 226 ადამიანს შეადგენდა.

iraq_isil_161214სააგენტომ გაარკვია, რომ ტერორისტებმა წამოაყენეს პირობა, რომლის თანახმად, ისინი 17 ადამიანს გაანთავისუფლებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი გამოსასყიდის მოთხოვნით წერილს მიუტანდა სირიის ქალაქ ელ-ჰასაკას ეპისკოპოსს. ტერორისტები თითოეულ გატაცებულზე 50000 დოლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ტყვეებს სიკვდილით დასჯიდნენ.

როგორც ირკვევა, ეპისკოპოსს გადაწყვეტილების მისაღებად სამი დღე დასჭირდა. ტერორისტებთან გარიგება იყო დიდი რისკი, თუმცა ის დათანხმდა პირობებს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. მღვდელი აბდო მარზა, რომლის ასულიც ტყვეთა შორის ერთ-ერთი იყო, დათანხმდა ბოევიკების პირობის შესრულებას.

1453026183_igil

ინფორმაცია ტყვეების გამოსასყიდი თანხის შეგროვების შესახებ ვრცელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით. Associated press-ის მონაცემების მიხედვით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ვიდეომ, რომელზეც აღბეჭდილი იყო სამი დატყვევებული ადამიანის სიკვდილი. ამის შემდეგ თანხები ირიცხებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

სააგენტო იუწყება, რომ ბოლო 43 ტყვე გაანთავისუფლეს 2016 წლის 22 თებერვალს. გამოსასყიდის საერთო რაოდენობა უცნობი დარჩა. ეპისკოპოს ატნეილმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

d835943c25825e888e617d0310a6ff08"სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანი უნდა იყოს წმინდანად შერაცხული, იმისათვის რაც მან გააკეთა და იმ მსხვერპლისათვის, რომელიც მან გაიღო, ამ ადამიანთა დასახმარებლად"- აცხადებს ანეკი ნისსანი, რომელიც ეპისკოპოსს კანადის ტერიტორიაზე ეხმარებოდა სახსრების შეგროვებაში. მისი  განცხადების თანახმად, ეპისკოპოსმა უარი თქვა სირიის დატოვებაზე, სანამ ყველა მისი მოქალაქე უსაფრთხოდ არ იქნება.

 

 

თარგმანი: მარიამ ბობოხიძე

კორექტორი: ანუკი გელაშვილი

წყარო: http://gcshelp.org/ 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.