ერთ დილას გავიღვიძე… | ქრისტიანი.ge

ერთ დილას გავიღვიძე…

ერთ დილას ადრე გავიღვიძე, რათა მზის ამოსვლისთვის მეყურებინა.

ოჰ, ღმერთის ქმნილების სილამაზე სცდება ყოველგვარ აღწერას.

როცა შევხედე, განვადიდე ღმერთი მისი მშვენიერი საქმისთვის.

როგორც კი იქ დავჯექი, ვიგრძენი უფლის თანდასწრება

მან მკითხა მე: ,, გიყვარვარ?’’

მე ვუპასუხე: ,, რა თქმა უნდა, ღმერთო! შენ ხარ ჩემი უფალი და მხსნელი!’’

შემდეგ მან მკითხა: ,, თუკი იქნებოდი ფიზიკურად უნარშეზღუდული, მაინც გეყვარებოდი?  ’’

მე გავოგნდი. შევხედე ჩემს მკლავებს, ფეხებს, ჩემი სხეულის დანარჩენ ნაწილებს და გავოცდი, რამდენი რამის გაკეთება არ შემეძლებოდა.

და მე ვუპასუხე: ,, ეს ძალიან მკაცრი იქნებოდა, მაგრამ მე მაინც მეყვარებოდი.’’

შემდეგ ღმერთმა მკითხა: ,,თუკი შენ ბრმა იქნებოდი, მაინც გეყვარებოდა ჩემი ქმნილება? ’’

როგორ შემეძლებოდა მყვარებოდა რაიმე, თუ ვერ შევძლებდი მის დანახვას? შემდეგ დავფიქრდი მსოფლიოში ყველა ბრმა ადამიანზე, ღმერთი   და მისი ქმნილება მაინც რამდენ მათგანს უყვარს.  

ვუპასუხე: ,,ამაზე ფიქრიც კი რთულია, მაგრამ მე მაინც მეყვარებოდი.’’

შემდეგ უფალმა მკითხა:   ,,შენ რომ ყრუ ყოფილიყავი, მაინც მოუსმენდი ჩემს სიტყვას? ’’

როგორ შევძლებდი რაიმეს მოსმენა თუ კი ყრუ ვიქნებოდი? შემდეგ მივხვდი რომ, ღმერთის სიტყვის მოსასმენად არ ვიყენებთ მხოლოდ ჩვენს ყურებს, არამედ -  ჩვენს გულებს.

ვუპასუხე: ,, ეს ძალიან მკაცრი იქნებოდა, მაგრამ მე მაინც მოვუსმენდი შენს სიტყვას.’’

უფალმა მკითხა: ,, შენ რომ მუნჯი ყოფილიყავი, მაინც განადიდებდი ჩემს სახელს?’’

როგორ შემეძლებოდა განდიდება ხმის გარეშე? შემდეგ ეს მოხდა ჩემში: ღმერთს უნდა, რომ ვუმღეროთ ჩვენი გულიდან და სულიდან. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჟღერს ის. უფლის განდიდება არ ხდება ყოველთვის სიმღერით. როცა ჩვენ ვართ დევნილნი, ჩვენ განვადიდებთ ღმერთს მადლიერების სიტყვებით.

ვუპასუხე: ,,მაშინაც კი , თუ მე არ შემეძლებოდა ფიზიკურად სიმღერა, მაინც განვადიდებდი შენს სახელს.’’

და უფალმა მკითხა: ,, მართლა გიყვარვარ?’’

სიმამაცით და ძლიერი რწმენით მე თამამად ვუპასუხე: ,,დიახ, უფალო! მე მიყვარხარ შენ, რადგან შენ ხარ ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი.’’

ვფიქრობდი, რომ კარგად ვუპასუხე, მაგრამ…

ღმერთმა მკითხა:  ,, მაშინ რატომ სცოდავ?’’

მე ვუპასუხე: ,, რადგან მე მხოლოდ ადამიანი ვარ, არ ვარ სრულყოფილი.’’

,,მაშინ სიმშვიდის დროს, რატომ რჩები ყველაზე შორს, რატომ ლოცულობ წრფელად მხოლოდ განსაცდელების ჟამს?’’

არანაირი პასუხი. მხოლოდ ცრემლები…

უფალმა განაგრძო: ,,რატომ მღერი მხოლოდ უკანდახევების ჟამს? რატომ მეძებ მხოლოდ თაყვანისცემის დროს? რატომ ითხოვ ასე ეგოისტურად? რატომ ითხოვ ასე ორგულად?’’

ცრემლები აგრძელებნენ ჩემს ლოყებზე ჩამოგორებას.

,,რატომ გრცხვენია ჩემი? რატომ არ ავრცელებ კეთილ უწყებას? დევნების დროს რატომ შესტირი სხვებს, როცა მე გთავაზობ ჩემს მხარს, რომ იტირო? რატომ იხდი ბოდიშებს, როცა მე გაძლევ საშუალებას, რომ იმსახურო ჩემი სახელით?’’

მე ვცდილობდი მეპასუხა, მაგრამ არ მქონდა პასუხი.

,,შენ კურთხეული ხარ ცხოვრებით. მე შეგქმენი იმიტომ, რომ არ მოგესროლა ეს საჩუქარი. მე გაკურთხე შენ ნიჭებით, რომ გემსახურა ჩემთვის, მაგრამ შენ აგრძელებდი ჩემთვის ზურგის ქცევას. მე გამოვავლინე ჩემი სიტყვა შენში, მაგრამ შენ არ შეიძინე ცოდნა. მე გელაპარაკებოდი, მაგრამ შენი ყურები დახშული იყო. მე განახე ჩემი კურთხევები, მაგრამ შენი თვალები შეტრიალებული იყო. მე გამოგიგზავნე მსახურები, მაგრამ შენ გულხელდაკრეფილი იჯექი და აიძულე ისინი მოგშორებოდნენ. მე ვისმენდი შენს ლოცვებს და ყველა მათგანს ვუპასუხე.’’

,,მართლა გიყვარვარ?’’

მე არ შემეძლო მეპასუხა. დარცხვენილი ვიყავი რწმენის მიღმა. არ მომიხდია ბოდიში. რა შემეძლო მეთქვა ამაზე? როცა ჩემი გული ტიროდა და ცრემლები ჩქეფდა, მე ვთქვი: ,,გთხოვ, მაპატიე უფალო. მე არ ვარ ღირსი, რომ შენი შვილი ვიყო.’’

უფალმა მიპასუხა:  ,,ესაა ჩემ წყალობა, ჩემო შვილო.’’

მე ვკითხე:  ,,მაშინ რატომ აგრძელებ ჩემს პატიებას? რატომ გიყვარვარ ასე?’’

უფალმა მიპასუხა: ,, რადგან შენ ხარ ჩემი ქმნილება, შენ ხარ ჩემი შვილი. მე არასოდეს მიგატოვებ შენ.’’

 

,,როცა შენ ტირი, მე გითანაგრძნობ და ვიტირებ შენთან ერთად.

როცა შენ შესძახი სიხარულისგან, მეც გავიცინებ შენთან ერთად.

როცა შენ ეცემი, მე გაგამხნევებ შენ.

როცა წაიქცევი, მე წამოგაყენებ.

როცა შენ დაიღლები, მე გატარებ.

მე ვიქნები შენთან ერთად დღეების აღსასრულამდე და მე ყოველთვის მეყვარები.’’

მანამდე, ასე ძლიერ არასოდეს მიტირია. როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ასეთი ცივი?

როგორ შემეძლო უფლისთვის ტკივილი მიმეყენებინა იმით, რასაც ვაკეთებდი?   ვკითხე ღმერთს: ,, რამდენად ძლიერად გიყვარვარ?’’

უფალმა შემომხვია თავისი მკლავები და დავინახე მისი დალურსმნული ხელები. მოვიდრიკე ქრისტეს, ჩემი მხსნელის ფეხებთან.  და პირველად, წრფელად ვილოცე.

თარგმანი: თამთა ნიქაბიძე
რედაქტირება: ნინი გელაშვილი

წყარო

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.