2017 წელს ვაშინგტონში გრანდიოზული ბიბლიური მუზეუმი გაიხსნება | ქრისტიანი.ge

2017 წელს ვაშინგტონში გრანდიოზული ბიბლიური მუზეუმი გაიხსნება

აშშ_ს  დედაქალაქ ვაშინგტონში გრანდიოზული ბიბლიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საჯარო გახსნა  2017 წელს იგეგმება.

    თითქმის 39 950 კვადრატული მეტრის შენობაში განთავსებული იქნება დაახლოებით 40 000 სტატია, მათ შორის ბიბილური ხელნაწერები, ბიბლიის იშვიათი ნაბეჭდი მასალები,  მკვდარი ზღვის პერგამენტების ფრაგმენტები, თორას პერგამენტები და აგრეთვე ლურსმული დამწერლობის ფირფიტები, რომლებიც აბრაამის დროით თარიღდება. ეს არის ბიბლიური თემების არტეფაქტების უდიდესი კოლექციის ნაწილი, რომელთაგანაც ზოგიერთი  შემოწირული ან ნაჩუქარია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორიც არის ნაციონალური ქრისტიანული ფონდი.

   დამფუძნებელი და თავმჯდარე ბოურდ სტივ გრინი ამბობს:
„თავდაპირველად როდესაც ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ, უბრალოდ ვეძებდით არტეფაქტებს შესასყიდად, რათა მათი საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობა გვქონოდა და ჩვენ დღესაც განვაგრძობთ მათ შესყიდვას.“

   ამჟამად ექსპონატების ნაწილი გამოფენილია სანტა კლარიტაში, კალიფორნიის სამგზავრო გასასვლელებში, და წარმოადგენს მოგზაურ ექსპონატებს. პროექტი დაიწყო 2011 წელს და 400 არტეფაქტი იქნა ნაჩვენები სხვადასხვა ადგილებში. შედარებით ადრე  ექსპონატები გამოეფინა კოლორადოში, მინეაპოლისში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ოკლაჰომაში. მათი გამოფენა მოხდა აგრეთვე ისრაელსა და ვატიკანში. 2014 წელს გამოფენა მოეწყო კუბაში,  NUESTRA SENIORA DE LA ASUNSION-ის კათედრალთან, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა კუბის უნიკალურ ისტორიაზე, რომელზეც ბიბლიამ დიდი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით კი  კუბელი მწერლების, პოეტებისა და მხატვრების ბიბლიური ნამუშევრებით.

  ბიბილიის მუზეუმის მიზანს განმანათლებლობა წარმოადგენს. მას  აქვს ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიც არის ინტერაქტიული სახელმძღვანელოები სახლის პირობების სკოლებისთვის, მატერიალური მასალები კერძო სკოლებისთვის, და აგრეთვე არის  მასალები დამოუკიდებლად სწავილის მსურველთათვის. კერძო სკოლის ბიბლიის კურიკულუმი შეიცავს  სტუდენტის სრულ სახელმძღანელოს თავისი არგუმენთებით და ექსკლუზიური სწავლების მართვის სისტემით. არსებობს აგრეთვე მეცნიერთა ინიციატივა, რომელნიც მხარს უჭერენ აკადემიურ კვლევებსა და სტიპენდიებს.

ბიბლიის მუზეუმი, რომელიც ამ ბიბლიური არტეფაქტების მუდმივი სახლი იქნება, მდებარეობს კაპიტოლიუმსა და ეროვნულ ხეივანთან ახლოს.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.