ვინა ხარ ღმერთო ჩემო?(ამონარიდი წიგნიდან "აღსარებანი") | ქრისტიანი.ge

ვინა ხარ ღმერთო ჩემო?(ამონარიდი წიგნიდან “აღსარებანი”)

ვინა ხარ ღმერთო ჩემო? გეკითხები, ვინა ხარ-მეთქი, თუ არა უფალი ღმერთი ჩემი? „ვინ არის უფალი, გარდა უფლისა, ან ვინ არის ღმერთი, გარდა ჩვენი ღმერთისა? “ უზენაესო, უკეთილესო, მძლეთა-მძლეო, ყოვლად ძლიერო, ყველაზე გულმოწყალევ და ყველაზე სამართლიანო, ყველაზე იდუმალო და ყველგან მყოფო, უმშვენიერესო და უმტკიცესო, უძრავო და გონებამიუწვდომელო, თვით უცვლელო და ყოვლის მცვლელო, მარად ახალო და მარად ძველო, რომელიც განაახლებ ყველაფერს და „აბერებ მზვაობართ, თუმცა თვითონაც არ იციან ეს“; მარად ქმედითო და მარადიულ სიმშვიდეში დავანებულო, რომელიც ჰკრებ ყველაფერს, თუმცა არა გჭირდება რა; მოგაქვს, ავსებ და ფარავ; ქმნი ზრდი და სრულყოფ; ეძებ, თუმცა ყოვლის მფლობელი ხარ; გიყვარს, მაგრამ როდი მღელვარებ; ეჭვობ, მაგრამ არ შფოთავ; სასოებ, მაგრამ როდი ვალალებ; მრისხანებ, მაგრამ აუმღვრეველი ხარ; საქმეს იცვლი, მაგრამ არა ზრახვას; ყველაფერს აგროვებ, რასაც პოულობ, და არაფერს კარგავ; არ იცი, რაა ნაკლულოვანება და მოგებით ხარობ; არა ხარ ხარბი და ვახშს არ მოითხოვ; მეტს გაძლევენ, ვიდრე მართებთ რათა მათი მოვალე იყო. მაგრამ ვისა აქვს რამე ისეთი, რომ შენი არ იყოს? ვალს იხდი, მაგრამ არავისი არა გმართებს რა; სესხს აბრუნებ, მაგრამ არაფერი გაკლდება მეტი რა შეიძლება ითქვას, უფალო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო, წმინდათა წმინდა სიხარულო ჩემო? მეტი რა შეიძლება ითქვას შენზე საუბრისას? მაგრამ ვაი მათ, ვინც დუმილით გივლიან გვერდს რადგან თვით მეტყველნიც კი მუნჯნი არიან.

 

ნეტარი ავგუსტინე 
ამონარიდი წიგნიდან "აღსარებანი"

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.