შეიარაღებული პირი ეკლესიაში | ქრისტიანი.ge

შეიარაღებული პირი ეკლესიაში

ჩრდილოეთ კაროლინის ერთერთ პატარა ეკლესიაში,  მსახურების დროს, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პიროვნება შევიდა.  ამ დროს ეკლესიაში ჩვეულებისამებრ ქადაგება მიმდინარეობდა, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გავრცელებულ ძალადობებს ეხებოდა.
ეჭბმიტანილს პასტორი გამოელაპარაკა, რის შემდეგაც ის დაჯდა მრევლის რიგებში, და ყურადღებით უსმენდა ქადაგებას.  როდესაც  მსახურების  მიწურულს,  პასტორმა მონანიებისკენ  მოწოდება  გააკეთა,  ის  ადგა  და  წინ, პასტორის კათედრასთან  გავიდა.

„მე  ვიყავი პირველი  ვინც ის შეამჩნია, თავიდან ვიფიქრე ეს ნამდვილი  იარაღი არ იყო, მაგრამ მერე მის ხელში დავინახე ტყვიები რომლებიც სინათლეს ირეკლავდა.“ –  აცხადებს  პასტორი ლარი ვრაითი CNN_თან მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ახალი წლის წინა დღეს მომხდარ ფაქტს აშუქებდა.

57 წლის პასტორი ლარი, (სხვათაშორის  ყოფილი  სამხედრო) მივიდა ამ ადამიანთან და კითხა:  „რით  შემიძლია დაგეხმაროთ?“  შეიარაღებული პირი  ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა. მან  პასტორს  მასზე  ლოცვა სთხოვა,  რაც  პასტორმა დაუყოვნებლივ  გააკეთა კიდეც.
ლოცვის  შემდეგ  პასტორმა   ცეცხლსასროლი იარაღის  და  ტყვიების  მისთვის ჩაბარება სთხოვა,  რაზეც  უცნობი  პირი  დათანხმდა. შემდეგ  ის  წინა  რიგში  გადმოსვა  და   მანაც  განაგრძო  ქადაგების მოსმენა.

 

ამ დროს,  ერთ ერთ მრევლს   911_ზე  ქონდა უკვე  დარეკილი. როდესაც  პოლიცია  მოვიდა,  პასტორმა  მათ  გარეთ  დალოდება  სთხოვა.

„როდესაც დავასრულე ქადაგება, – ყვება პასტორი რაითი, – მონანიების და ქრისტესადმი  მიძღვნის  ლოცვისკენ გავაკეთე მოწოდება, ეს  კაცი ფეხზე  წამოდგა, კათედრას  მოუახლოვდა  და  მეც  ჩამოვედი სცენიდან.
მივედი  და  ვილოცე  მასზე.  ლოცვის  შემდეგ  ჩავეხუტეთ ერთმანეთს,  როგორც  მამა შვილს.“

მოგვიანებით მან ბოდიში მოუხადა ეკლესიას და უთხრა, რომ ის ცუდი განზრახვით გამოვიდა დღეს სახლიდან, მას რაღაც  საშინელების  ჩადენა სურდა, თუმცა აქ  უფალი დაელაპარაკა მას.

„მას  რომ აზრი არ შეეცვალა, იარაღის  ძალით წართმევას ვაპირებდი.“ განაცხადა პასტორმა. „აუცილებლად  მოვინახულებ მას კიდევ ერთხელ,  რათა  დავრწმუნდე  რომ მან მიიღო  შესაბამისი  სულიერი  და  ემოციური  დახმარება, რომ მას  ყველაფერი  რიგზე აქვს."

ელისონ ვუდსი, ეკლესიის წევრი, აღწერს თუ რა გრძნობამ მოიცვა ხალხი როდესაც  ეკლესიაში  შემოსული  შეიარაღებული ნახეს:  ეს რაღაც  არარეალური იყო.  ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ეს  პერივნება პირდაპირ  პასტორის ქადაგების  კონსპექტიდან გადმოვიდა.  ქადაგება  ხომ  სწორედ  ძალადობის  შესახებ იყო.  ასეთი  მოვლენიდან, მეორე  დღეს  იაზრებ თუ  რა  შეიძლებოდა  მომხდარიყო, ცეცხლის  გახსნის  შემთხვევაში…

შეგახსენებთ  რომ  2015 წლის ივნისში მასობრივმა სროლებმა 9 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის პასტორი ქლემენთა კარლოს ფინქნი, რომელიც ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინის  EMANUEL A.M.E  ეკლესიაში, ბიბლიის სწავლების  დროს  ჩაცხრილეს.

წყარო: http://www.grehu.net/news/cerkov/25972

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.